1 8 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

MAN TGX – 2021 წლის საუკეთესო სატვირთო ავტომობილად დასახელდა!

ახალი MAN TGX „2021 წლის საუკეთესო სატვირთო მანქანაა“ (ITOY). ITOY (წლის საუკეთესო საუკეთესო სატვირთო მანქანა) ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული პრემიაა კომერციული ტრანსპორტის სექტორში. ვირტუალური ცერემონიის დროს, ITOY-ს პრეზიდენტმა ჯანენრიქო გრიფინმა ეს საპატიო პრიზი საზეიმოდ გადასცა MAN Truck & Bus-ს გენერალურ დირექტორს - ანდრეას თოსთმანს. ITOY-ს ჟიური 24 ჟურნალისტისგან შედგება, რომლებიც ევროპის 24 წამყვან ჟურნალს წარმოადგენენ სატვირთო ავტომობილების დარგში. ჟიურიმ ერთხმად აღიარა  ახალი MAN TGX, როგორც განსაკუთრებულად ნოვატორული სატვირთო მანქანა მართვის კომფორტის, სამუშაო და საცხოვრებელი პირობების, უსაფრთხოების, საწვავის ეკონომიურობის, მობილურ აქსესუარებთან თავსობადობის, ინოვაციური სერვისების, და მართვის სისტემის კონტროლის ფილოსოფიის თვალსაზრისით.

 „ისეთი პრესტიჟული ჯილდო, როგორიც არის “წლის საუკეთესო სატვირთო მანქანაMAN-ს მთელი კოლექტივის მიერ გაწეული უდიდესი შრომის და ძალისხმევის ნათელი დადასტურებაა. ხუთ წელზე მეტია, რაც ჩვენი გუნდი ერთი კონკრეტული მიზნისკენ მიისწრაფოდა: შეგვექმნა საუკეთესო სატვირთო მანქანა მძღოლებისთვის და ჩვენი მომხმარებლებისთვის. ეს საპატიო ჯილდო კი უბრალოდ ადასტურებს, რომ ჩვენი მიზანი მიღწეულია,” ამაყად განაცხადა MAN Truck & Bus-ს გენერალურმა დირექტორმა  ანდრეას თოსთმანმა ჯილდოს გადაცემის ვირტუალურ ცერემონიაზე. 

“მძღოლის კომფორტის, საწვავის ხარჯის ეფექტურობის, მობილურ აქსესუარებთან თავსობადობის და ადამიანსა და მანქანას შორის ინტერფეისის კუთხით MAN TGX წინ გადადგმული უზარმაზარი ნაბიჯია. ამიტომ, სულაც არ არის გასაოცარი, რომ ახალი მოდელი MAN 2021 წლის საუკეთესო სატვირთო ავტომანქანად დასახელდა. ეს არის მომავლის მანქანა, რომელიც სრულად პასუხობს დღევანდელი და ხვალინდელი დღის სატრანსპორტო საჭიროებებსაც,” განაცხადა ITOY-ს პრეზიდენტმა ჯანენრიკო გრიფინმა ჯილდოს გადაცემის ცერემონიალზე ჟიურის წევრების ვერდიქტის შეფასებისას.

MAN Truck and Bus SE-ის ოფიციალურ იმპორტიორს საქართველოში წარმოადგენს კომპანია „თეგეტა თრაქ ენდ ბასი“.

„თეგეტა თრაქ ენდ ბასი“ დაარსდა 2006 წელს და სპეციალიზირდება სატვირთო ავტომობილების, სამშენებლო ტექნიკის, ავტობუსების, მუნიციპალური და სხვა სახის სპეც-ტექნიკის რეალიზაციისა და რეალიზაციის შემდგომი საგარანტიო მომსახურების სფეროში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:23

    „Zeekr საქართველომ“ ქართულ ბაზარს ახალი მოდელი - Z...

    Zeekr 009 უკვე „Zeekr საქართველოს“ პორტფელშია. მაღალტექნოლოგიური ბრენდის პირველი ავტომობილები ქართველმა მომხმარებელმა წინასწარი შეკვეთით ჯერ კიდევ ოფიციალურ წარდგენამდე შეიძინა. დახვ...

  • 13:05

    რატომ მყარდება ლარი? - თიბისი კაპიტალის ყოველკვირე...

    როგორც თიბისი კაპიტალმა წინა განახლებაში აღნიშნა, წმინდა სავალუტო შემოდინებების მთავარ წყაროებზე დაყრდნობით, მოკლევადიან პერიოდში ლარის მნიშვნელოვანი მერყეობა საბაზო სცენარად არ განიხილება. შესაბამის...

  • 13:01

    თიბისი OKR Forum 2025-ის გამარჯვებულია ...

    თიბისიმ ახალ გამარჯვებას და წარმატებას მიაღწია საერთაშორისო ვირტუალურ ფორუმზე - OKR Forum 2025. წელს, ფორუმზე 200-მდე აპლიკაცია მიიღეს განსახილველად და გამარჯვებულები სამ ძირითად ნომინაციაში გამოცხა...

  • 15:31

    თიბისი კვლავ Svaneti Freeride Week Junior-ის მხარდ...

    თიბისი წელსაც აქტიურად აგრძელებს ზამთრის სპორტის მხარდაჭერას.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღირებულება ახალი თაობის სპორტსმენების განვითარების ხელშეწყობაა და სწორედ ამიტომ, უკვე მეორე წელია, თიბი...

  • 11:47

    თიბისი მომხმარებლის გამოცდილების მართვის (CX) წლის...

    კომპანია CX Hub, თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში უკვე მეორედ ატარებს Customer Experience (CX) Business Summit-ს - წლის მთავარ ღონისძიებას CX-ის მიმართულებით. სამიტზე მომხმარებლის და თანამშრომლ...

  • 10:09

    PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო მსოფლიოს ცნობილი...

      PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო. შეარჩიეთ „ვალენტინობის“ საჩუქარი PSP-ს სილამაზისა და თავის მოვლის მსოფლიოში ცნობილი ბრენდების მარავალფეროვანი ასორტიმენტიდან განსაკუთრებული ფასდაკ...