1 8 : 0 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„პორშე ცენტრი თბილისის“ კამპანია “Soul” პორშეს საერთაშორისო კონკურსის PRI-ის გამარჯვებულთა შორისაა

„პორშე ცენტრი თბილისის“ მიერ განხორციელებული კამპანია „Soul“, რომელიც პორშეს პირველი ელექტრო ავტომობილის Taycan-ის საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით დაგეგმეს და განახორციელეს, პორშეს საერთაშორისო კონკურსის PRI Award-ის გამარჯვებულთა შორისაა. 

PRI Award, იგივე Porsche Retail Impulses თავის თავში მოიაზრებს ორიგინალური, განსხვავებული და ინოვაციური იდეის დაგეგმვა-განხორციელებას. კონკურსი ტარდება ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის 26 ქვეყანას შორის. 2020 წლის PRI-ში 40 კონკურსანტი მონაწილეობდა და მათ შორის “Soul”-ის ინსტალაციამ მეორე ადგილი აიღო. 

„Soul-ის კამპანიის დაგეგმვის ამოსავალი წერტილი სწორედ მისი ინოვაციურობა იყო. გვინდოდა, ჩვენი სათქმელი, საზოგადოებისთვის, განსხვავებული გზებით მიგვეწოდებინა. PRI-ში გამარჯვება მთელს გუნდს ძალიან გაგვიხარდა. კამპანიამ, განხორციელების ეტაპზე, ლოკალურ წარმატების მიაღწია, მაგრამ მაინც განსაკუთრებულია, როდესაც ჩვენი კოლეგები ერთ-ერთ საუკეთესო კამპანიად ასახელებენ მას, ძალიან ბევრ და ძლიერ კონკურსანტებს შორის“,- ამბობს „პორშე ცენტრი თბილისის“ მარკეტინგის მენეჯერი თამარ ხოსროშვილი. 

ამ გამარჯვებას დიდი მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო ბაზარზე „პორშე ცენტრი თბილისისთვის“, მისი წარმოჩენისა და სამომავლო გეგმების განხორციელებისთვის. 

„მიხარია, რომ ჩვენმა გუნდმა შეძლო და საქართველოში დაგეგმილ და განხორციელებულ კამპანიას საერთაშორისო გამარჯვება მოუტანა. ეს, თავისთავად, დადებითად აისახება, ზოგადად, ქვეყანაზეც. მინდა, მადლობა გადაუხადო ყველას, ვინც კამპანიაში, ნებისმიერ ეტაპზე იყო ჩართული და თავისი წვლილი შეიტანა ამ მნიშვნელოვან საქმეში“, – ამბობს პეტრე წაქაძე, „პორშე ცენტრი თბილისის“ დირექტორი. 

“პორშე ცენტრი თბილისთან“ ერთად, ინსტალაციაზე “დოდო დიზაინის” გუნდმა იმუშავა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:23

    „Zeekr საქართველომ“ ქართულ ბაზარს ახალი მოდელი - Z...

    Zeekr 009 უკვე „Zeekr საქართველოს“ პორტფელშია. მაღალტექნოლოგიური ბრენდის პირველი ავტომობილები ქართველმა მომხმარებელმა წინასწარი შეკვეთით ჯერ კიდევ ოფიციალურ წარდგენამდე შეიძინა. დახვ...

  • 13:05

    რატომ მყარდება ლარი? - თიბისი კაპიტალის ყოველკვირე...

    როგორც თიბისი კაპიტალმა წინა განახლებაში აღნიშნა, წმინდა სავალუტო შემოდინებების მთავარ წყაროებზე დაყრდნობით, მოკლევადიან პერიოდში ლარის მნიშვნელოვანი მერყეობა საბაზო სცენარად არ განიხილება. შესაბამის...

  • 13:01

    თიბისი OKR Forum 2025-ის გამარჯვებულია ...

    თიბისიმ ახალ გამარჯვებას და წარმატებას მიაღწია საერთაშორისო ვირტუალურ ფორუმზე - OKR Forum 2025. წელს, ფორუმზე 200-მდე აპლიკაცია მიიღეს განსახილველად და გამარჯვებულები სამ ძირითად ნომინაციაში გამოცხა...

  • 15:31

    თიბისი კვლავ Svaneti Freeride Week Junior-ის მხარდ...

    თიბისი წელსაც აქტიურად აგრძელებს ზამთრის სპორტის მხარდაჭერას.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღირებულება ახალი თაობის სპორტსმენების განვითარების ხელშეწყობაა და სწორედ ამიტომ, უკვე მეორე წელია, თიბი...

  • 11:47

    თიბისი მომხმარებლის გამოცდილების მართვის (CX) წლის...

    კომპანია CX Hub, თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში უკვე მეორედ ატარებს Customer Experience (CX) Business Summit-ს - წლის მთავარ ღონისძიებას CX-ის მიმართულებით. სამიტზე მომხმარებლის და თანამშრომლ...

  • 10:09

    PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო მსოფლიოს ცნობილი...

      PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო. შეარჩიეთ „ვალენტინობის“ საჩუქარი PSP-ს სილამაზისა და თავის მოვლის მსოფლიოში ცნობილი ბრენდების მარავალფეროვანი ასორტიმენტიდან განსაკუთრებული ფასდაკ...