1 8 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„ვოლვო ქარსის“ გაყიდვების რეკორდული მაჩვენებელი 2020 წლის მეორე ნახევარში დაფიქსირდა

კომპანია „ვოლვო ქარსის“ ისტორიაში 2020 წლის მეორე ნახევარში გაყიდვების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. კომპანიაში გაზრდილია ელექტრიფიცირებულ ავტომობილებზე მოთხოვნა, რაც წინა წელთან შედარებით 7.4%-იან ზრდას წარმოადგენს და არაერთ ქვეყანაში ბაზრის ყველაზე დიდ წილს იკავებს.

2020 წლის მეორე ნაწილში კომპანიის შემოსავალმა 151 მილიარდი შვედური კრონი შეადგინა, ხოლო საოპერაციო მოგებამ - 9.5 მილიარდი კრონი. აღნიშნულ პერიოდში მოგება 8.2%-ით გაიზარდა, შემოსავალი 4.9%-ით.

”ჩვენ ეფექტურად ვიმოქმედეთ პანდემიის გავლენის შესამცირებლად”, - განაცხადა ჰაკან სამუელსონმა, „ვოლვო ქარსის“ აღმასრულებელმა დირექტორმა. ” ჩვენ სწრაფად მოვახდინეთ პანდემიისგან გამოცოცხლება და კომპანიის ისტორიაში საუკეთესო მეორე ნახევარი გვქონდა. ასევე აღსანიშნავია მოთხოვნის ზრდა ჩვენს სრულად ელექტრო და დამუხტვადი ჰიბრიდების ხაზზე, რომელზეც მოთხოვნის ზრდას 2021 წელსაც ველით”.

ელექტრო და დამუხტვადი ჰიბრიდების ხაზი 2019 წელთან შედარებით გაორმაგდა, რამაც ევროპის ბაზრის 30% დაიკავა და ვოლვომ წამყვანი პრემიუმ ხარისხის ავტომწარმოებლის სტატუსი მოიპოვა. აშშ-ში ვოლვო წამყვანი ბრენდია დამუხტვადი ჰიბრიდების მიმართულბით. 

„ვოლვო ქარსის“ ოფიციალური დილერი საქართველოში „ვოლვო ქარ საქართველოა“, რომელიც მომხამრებელს ვოლვოს სრულ სამოდელო რიგს სთავაზობს. „ვოლვო ქარ საქართველოს შოურუმი“ მდებარეობს თბილისში, ზუსტი მისამართია - აღმაშენებლის ხეივანი მე-12კმ, #5 

სრული ფინანსური ანგარიშგება შეგიძლიათ იხილოთ მბულზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:23

    „Zeekr საქართველომ“ ქართულ ბაზარს ახალი მოდელი - Z...

    Zeekr 009 უკვე „Zeekr საქართველოს“ პორტფელშია. მაღალტექნოლოგიური ბრენდის პირველი ავტომობილები ქართველმა მომხმარებელმა წინასწარი შეკვეთით ჯერ კიდევ ოფიციალურ წარდგენამდე შეიძინა. დახვ...

  • 13:05

    რატომ მყარდება ლარი? - თიბისი კაპიტალის ყოველკვირე...

    როგორც თიბისი კაპიტალმა წინა განახლებაში აღნიშნა, წმინდა სავალუტო შემოდინებების მთავარ წყაროებზე დაყრდნობით, მოკლევადიან პერიოდში ლარის მნიშვნელოვანი მერყეობა საბაზო სცენარად არ განიხილება. შესაბამის...

  • 13:01

    თიბისი OKR Forum 2025-ის გამარჯვებულია ...

    თიბისიმ ახალ გამარჯვებას და წარმატებას მიაღწია საერთაშორისო ვირტუალურ ფორუმზე - OKR Forum 2025. წელს, ფორუმზე 200-მდე აპლიკაცია მიიღეს განსახილველად და გამარჯვებულები სამ ძირითად ნომინაციაში გამოცხა...

  • 15:31

    თიბისი კვლავ Svaneti Freeride Week Junior-ის მხარდ...

    თიბისი წელსაც აქტიურად აგრძელებს ზამთრის სპორტის მხარდაჭერას.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღირებულება ახალი თაობის სპორტსმენების განვითარების ხელშეწყობაა და სწორედ ამიტომ, უკვე მეორე წელია, თიბი...

  • 11:47

    თიბისი მომხმარებლის გამოცდილების მართვის (CX) წლის...

    კომპანია CX Hub, თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში უკვე მეორედ ატარებს Customer Experience (CX) Business Summit-ს - წლის მთავარ ღონისძიებას CX-ის მიმართულებით. სამიტზე მომხმარებლის და თანამშრომლ...

  • 10:09

    PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო მსოფლიოს ცნობილი...

      PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო. შეარჩიეთ „ვალენტინობის“ საჩუქარი PSP-ს სილამაზისა და თავის მოვლის მსოფლიოში ცნობილი ბრენდების მარავალფეროვანი ასორტიმენტიდან განსაკუთრებული ფასდაკ...