თიბისის მხარდაჭერით საერთაშორისო ფოტოფესტივალი „ქო...
თიბისის მხარდაჭერით 2-6 მაისს, „ქოლგა თბილისი ფოტო" წელს 24-ედ ჩატარდება და ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენებს უმასპინძლებს. ფესტივალის ფარგლებში 15 მარტის ჩათვლით ცხადდება ...
|
საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით, დღეს საქართველოში, უკვე მეექვსედ, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნება.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე საერთაშორისო ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო! ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის გამოცდილება და შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში. ასოციაციის მიზანია წელს საქართველოც ტრადიციულად შეუერთდეს საერთაშორისო ინიციატივას და გახდეს მსოფლიოს მასშტაბური ღონისძიების ნაწილი.
პროექტის მეგობარია თიბისი, რომლისთვისაც ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ახალ თაობასთან, განათლებასთან და ლიტერატურასთან დაკავშირებული ინიციატივებისა და პროექტების ხელშეწყობაა. ღონისძიების საერთაშორისო ორგანიზატორი კი „Litworld”-ია.
პანდემიიდან გამომდინარე, წლევანდელი ღონისძიება ონლაინ რეჟიმში ჩატარდება. წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის გახსნისა და დახურვის ღონისძიებებს შეგიძლიათ შეუერთდეთ ფეისბუქ გვერდებზე:
· წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე / World Read Aloud Day in Georgia
· GPBA / საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია
დღეს, 12 საათზე წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის გახსნის ღონისძიება გამოჩენილ ქართველ ფილოსოფოსს, მთარგმნელსა და მწერალს, ბაჩანა ბრეგვაძეს მიეძღვნება, რომელსაც 2021 წელს დაბადებიდან 85 წელი შეუსრულდებოდა. ონლაინ შეხვედრაზე მის შემოქმედებაზე ისაუბრებენ დათო ტურაშვილი, ზვიად კვარაცხელია, გიორგი კეკელიძე და გვანცა ჯობავა, რომლებიც წაიკითხავენ ფრაგმენტებს მიგელ დე სერვანტესის "დონ კიხოტის" ბაჩანა ბრეგვაძისეული თარგმანიდან.
მთელი დღის განმავლობაში, 70-მდე ქართველი მწერალი ონლაინ შეხვედრებს ჩაატარებს მთელი საქართველოს მასშტაბით სკოლებსა და უნივერსიტეტებში, მოსწავლეებთან და სტუდენტებთან ერთად ლიტერატურულ ტექსტებს წაიკითხავს და კიდევ ერთხელ გაამახვილებს ყურადღებას წიგნიერების მნიშვნელობაზე. თიბისი ყველა მოსწავლესა და სტუდენტს, ვინც წიგნის საჯაროდ კითხვის დღეს ავტორების ლაივებს დაესწრება, „საბას“ ელექტრონულ ბიბლიოთეკაზე უფასო წვდომას გადასცემს.
ღონისძიება 6 საათზე დაიხურება მთარგმნელ ხათუნა ცხადაძის, ფილოსოფოს ლევან ღამბაშიძისა და პოეტ პაატა შამუგიას დისკუსიით თემაზე - „ადამიანი და სახელმწიფო: გამოწვევა და გამოსავალი“. სპიკერები ტრადიციულად მიმოიხილავენ გასული წლის აქტუალურ თემებს, ისაუბრებენ ლიტერატურულ ანალოგებზე. საუბრის ბოლოს კი საჯაროდ წაიკითხავენ ლიტერატურულ ტექსტებს.
ტრადიციულად, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის დასკვნით ღონისძიებაზე უკვე მეექვსედ გამოვლინდება და დაჯილდოვდება წლის წიგნის ქომაგი, რომელსაც საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის თავმდჯომარე, რუსუდან მოსიძე და ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, თინათინ ბერიაშვილი წარადგენენ. ჯილდო ასოციაციის ინიციატივით 2016 წელს დაარსდა და მას შემდეგ ყოველწლიურად გადაეცემა იმ ადამიანებს, პროექტებსა თუ ინსტიტუციებს, რომლებიც წლის განმავლობაში განსაკუთრებულად უწყობენ ხელს საქართველოში წიგნიერების გავრცელებას. წინა წლებში აღნიშნული ჯილდო გადაეცათ: პროექტს - "წიგნის თარო" (2020), მამუკა ხაზარაძეს (2019), თემურ ჩხეიძეს (2018), „ფორმულა კრეატივს” (2017), ლევან ბერძენიშვილს (2016).
ფოტო თუ ვიდეომასალის გადაღებით, სოციალურ ქსელებში გაზიარებითა და ასოციაციის თუ წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის მონიშვნით, თითოეულ მოქალაქეს შეუძლია ჩაერთოს და გახდეს ღონისძიების მონაწილე.
#WorldReadAloudDay #WRAD2021
თიბისის მხარდაჭერით 2-6 მაისს, „ქოლგა თბილისი ფოტო" წელს 24-ედ ჩატარდება და ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენებს უმასპინძლებს. ფესტივალის ფარგლებში 15 მარტის ჩათვლით ცხადდება ...
თიბისი კონცეპტმა ერთგულ მომხმარებელს, ტრადიციულად, მათ სურვილებზე მორგებული და მრავალფეროვანი შეთავაზებები მოუმზადა. მხოლოდ 14 თებერვალს, თიბისი კონცეპტის Visa სადებეტო ბარათით ICI PARIS-სა და Voule...
დაბალი ტემპერატურა ავტომობილის დეტალებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, შესაბამისად, მათი დროული შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში შეცვლა უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის გადამწყვეტია. კრიტიკულ...
Zeekr 009 უკვე „Zeekr საქართველოს“ პორტფელშია. მაღალტექნოლოგიური ბრენდის პირველი ავტომობილები ქართველმა მომხმარებელმა წინასწარი შეკვეთით ჯერ კიდევ ოფიციალურ წარდგენამდე შეიძინა. დახვ...
როგორც თიბისი კაპიტალმა წინა განახლებაში აღნიშნა, წმინდა სავალუტო შემოდინებების მთავარ წყაროებზე დაყრდნობით, მოკლევადიან პერიოდში ლარის მნიშვნელოვანი მერყეობა საბაზო სცენარად არ განიხილება. შესაბამის...
თიბისიმ ახალ გამარჯვებას და წარმატებას მიაღწია საერთაშორისო ვირტუალურ ფორუმზე - OKR Forum 2025. წელს, ფორუმზე 200-მდე აპლიკაცია მიიღეს განსახილველად და გამარჯვებულები სამ ძირითად ნომინაციაში გამოცხა...
თიბისი წელსაც აქტიურად აგრძელებს ზამთრის სპორტის მხარდაჭერას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღირებულება ახალი თაობის სპორტსმენების განვითარების ხელშეწყობაა და სწორედ ამიტომ, უკვე მეორე წელია, თიბი...
თებერვალი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები