1 8 : 5 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა განახლებული მაკრო-სექტორული მიმოხილვა წარადგინა

თიბისი კაპიტალმა მეხუთედ უმასპინძლა ონლაინ კონფერენციას ეკონომიკასა და  ბიზნესსექტორებზე COVID-19-ის გავლენის შესაფასებლად. შეხვედრაზე, ბიზნესისა და საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, მიმდინარე მდგომარეობა, ძირითადი მაკრო-პარამეტრების უახლესი დინამიკა და  მოლოდინები განიხილეს. ასევე, წარმოდგენილი იყო 2020-2022 წლების მოლოდინები ცალკეულ ბიზნესსექტორთან დაკავშირებით.  

თიბისი კაპიტალის საბაზო სცენარის მიხედვით, 2021 წელს 4.6%-იანი აღდგენის შემდეგ, 2022 წელს საკმაოდ მაღალი, 7.4%-იანი ზრდაა მოსალოდნელი.

კვლევის მიხედვით, საქართველოში ტურისტული შემოდინებების პროგნოზი მცირედით გაუარესდა, თუმცა ნარჩუნდება მოლოდინი, რომ ვირუსის შეკავების შემდეგ, საქართველოში სექტორი სწრაფად აღდგება. სხვადასხვა პროგნოზით, გლობალურად საერთაშორისო ტურიზმის 2019 წლის დონეზე აღდგენა 2023-2024 წლებშია ნავარაუდევი. ამასთან, საქართველოს ტურიზმის სწრაფად აღდგენას შემდეგი წინაპირობები აქვს: მოკლე დისტანციებიდან და ავტომობილებით შემოსვლის მაღალი წილი, ბიზნეს მოგზაურობის დაბალი წილი და რუსეთის სანქციების მიუხედავად, პანდემიამდე არსებული ზრდის მაღალი ტემპი.

ლარის ეფექტური კურსის არსებულ დონეზე შენარჩუნების პირობებში, 2021 წლის პირველ ნახევარში ინფლაცია, სავარაუდოდ, 6%-ს გადააჭარბებს, წლის ბოლოს კი 4-5%-ის ფარგლებში იქნება.

ფისკალური სტიმული 2021 წელსაც მნიშვნელოვანი დარჩება, ამასთან, სახელმწიფო ვალის მაჩვენებელიც იზრდება, თუმცა იგი მართვად დონეზე ნარჩუნდება.

კვლევის თანახმად, 2020 წლის ოქტომბერში დასაქმების მაჩვენებელი სტაბილური იყო, ნოემბრის წინასწარი მონაცემებით კი, მოწყვლად სექტორებში გაუარესება შეინიშნება. ნოემბერში გაუარესდა დასაქმება უძრავი ქონებისა და HORECA სექტორებში. ოქტომბერში ხელფასის მიმღებთა შორის კლება შეინიშნება დაბალანაზღაურებად სეგმენტში. ამ მხრივ პროცენტულად ყველაზე მკვეთრი შემცირება გართობის, HORECA-სა და უძრავი ქონების სექტორებში რჩება. რაოდენობრივად კი, ყველაზე მეტად კვლავ ვაჭრობის სექტორია შემცირებული.

შეზღუდვების პირველ ტალღასთან შედარებით მოსახლეობის ხარჯვაში შედარებით ნაკლები ვარდნა შეინიშნება. გართულებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობისა და ეკონომიკური აქტივობის შეზღუდვების ფონზე, მკვეთრად შემცირდა ხარჯვა არასასურსათო კატეგორიებზე, სურსათსა და ფარმაციაზე დანახარჯები კი მდგრადობას ინარჩუნებს. მიუხედავად ამისა, არასასურსათო კატეგორიებში ხარჯვა გაზაფხულის ლოქდაუნთან შედარებით ნაკლებადაა შემცირებული. მზარდია ელექტრონული კომერციის წილი.  

მიმოხილვის თანახმად, იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში, 0.7 მლრდ ლარის ახალი იპოთეკა გაიცა, რაც ივლისის შემდეგ, ჯამური გაცემების დაახლოებით მესამედია. სუბსიდირების პროგრამის შედეგად, ახალი ბინების დინამიკა სექტემბერ-ნოემბრის პერიოდში პოზიტიურია. გაყიდვების მიხედვით, ახალი ბინების წილი ბაზრის 68%-მდე გაიზარდა. სუბსიდირების პროგრამის შედეგად, ახალ ბინებში საშუალო და დაბალი სეგმენტის ბინების წილი გაიზარდა, პრემიუმ ბინების წილი კი შემცირდა. გაიზარდა 100კვ.მ-ზე ნაკლები ფართის ბინების გაყიდვა.

თიბისი კაპიტალის მიერ წარდგენილი ანალიზი ქართულ და ინგლისურ ენებზე შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: Tbccapital.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:43

    გაიგე რა შეთავაზებები მოგიმზადათ თიბისი კონცეპტმა ...

    თიბისი კონცეპტმა ერთგულ მომხმარებელს, ტრადიციულად, მათ სურვილებზე მორგებული და მრავალფეროვანი შეთავაზებები მოუმზადა. მხოლოდ 14 თებერვალს, თიბისი კონცეპტის Visa სადებეტო ბარათით ICI PARIS-სა და Voule...

  • 18:38

    საბურავები, ზეთები, აკუმულატორები და ავტონაწილები ...

    დაბალი ტემპერატურა ავტომობილის დეტალებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, შესაბამისად, მათი დროული შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში შეცვლა უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის გადამწყვეტია. კრიტიკულ...

  • 13:23

    „Zeekr საქართველომ“ ქართულ ბაზარს ახალი მოდელი - Z...

    Zeekr 009 უკვე „Zeekr საქართველოს“ პორტფელშია. მაღალტექნოლოგიური ბრენდის პირველი ავტომობილები ქართველმა მომხმარებელმა წინასწარი შეკვეთით ჯერ კიდევ ოფიციალურ წარდგენამდე შეიძინა. დახვ...

  • 13:05

    რატომ მყარდება ლარი? - თიბისი კაპიტალის ყოველკვირე...

    როგორც თიბისი კაპიტალმა წინა განახლებაში აღნიშნა, წმინდა სავალუტო შემოდინებების მთავარ წყაროებზე დაყრდნობით, მოკლევადიან პერიოდში ლარის მნიშვნელოვანი მერყეობა საბაზო სცენარად არ განიხილება. შესაბამის...

  • 13:01

    თიბისი OKR Forum 2025-ის გამარჯვებულია ...

    თიბისიმ ახალ გამარჯვებას და წარმატებას მიაღწია საერთაშორისო ვირტუალურ ფორუმზე - OKR Forum 2025. წელს, ფორუმზე 200-მდე აპლიკაცია მიიღეს განსახილველად და გამარჯვებულები სამ ძირითად ნომინაციაში გამოცხა...

  • 15:31

    თიბისი კვლავ Svaneti Freeride Week Junior-ის მხარდ...

    თიბისი წელსაც აქტიურად აგრძელებს ზამთრის სპორტის მხარდაჭერას.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღირებულება ახალი თაობის სპორტსმენების განვითარების ხელშეწყობაა და სწორედ ამიტომ, უკვე მეორე წელია, თიბი...

  • 11:47

    თიბისი მომხმარებლის გამოცდილების მართვის (CX) წლის...

    კომპანია CX Hub, თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში უკვე მეორედ ატარებს Customer Experience (CX) Business Summit-ს - წლის მთავარ ღონისძიებას CX-ის მიმართულებით. სამიტზე მომხმარებლის და თანამშრომლ...