1 8 : 1 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკი ადგილობრივი ბიზნესის მხარდამჭერია

25 დეკემბერი, 2020- საქართველოს ბანკი ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერას აქტიურად განაგრძობს. ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, „შპს ქართულ-გერმანული რეპროდუქციული ცენტრი“ (GGRC) საქმიანობას აფართოვებს. კლინიკა 2019 წელს დაფუძნდა და მისი მიზანია უმაღლესი ხარისხის მომსახურება გაუწიოს რეპროდუქციული პრობლემების მქონე პირებს. პროექტის მხარდასაჭერად, ბანკის მიერ 885,000 ევროს მოცულობის მობილიზება მოხდა. ამჟამად კლინიკის ყოველდღიურ საქმიანობაში 44 თანამშრომელია ჩართული. 

GGRC აღჭურვილია უახლესი სამედიცინო აპარატურით და მეტი კომფორტისთვის, პაციენტებს ერთ სივრცეში სრულ სამედიცინო მომსახურებას სთავაზობს. ბანკის მხარდაჭერით, კლინიკამ ჩინურ კომპანიასთან 300,000 აშშ დოლარის მოცულობის ექსკლუზიური შეთანხმება გააფორმა, რომლის ფარგლებშიც GGRC უკვე უცხოელ პაციენტებსაც მოემსახურება. 

აღსანიშნავია, რომ GGRC-ს დამფუძნებლის, ნინო მუსერიძის ინიციატივით, ასევე შეიქმნა ფონდი, რომლის ფარგლებშიც კლინიკის შემოსავლების გარკვეული ნაწილი რეპროდუქციული პრობლემების მქონე პაციენტებს ხმარდება. შესაბამისად, GGRC პაციენტებს უფასო კონსულტაციებსა და სამედიცინო პროცედურებს როგორც თბილისში, ასევე რეგიონებშიც სთავაზობს. 

„მოხარული ვართ, რომ ჩვენი ხელშეწყობით GGRC საქმიანობას აფართოვებს. ბანკის მხარდაჭერით, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში, კლინიკა პაციენტებს უმაღლესი ხარისხის მომსახურებას უწევს. სასიხარულოა, რომ გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში, კლინიკა უკვე საერთაშორისო ბაზარზეც აქტიურადაა წარმოდგენილი. მსგავსი პროექტები დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე როგორც ადგილობრივი ბიზნესის განვითარების, ასევე დასაქმების თვალსაზრისით. გვინდა წარმატება ვუსურვოთ GGRC-ს სამომავლო საქმიანობაში“, - განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:23

    „Zeekr საქართველომ“ ქართულ ბაზარს ახალი მოდელი - Z...

    Zeekr 009 უკვე „Zeekr საქართველოს“ პორტფელშია. მაღალტექნოლოგიური ბრენდის პირველი ავტომობილები ქართველმა მომხმარებელმა წინასწარი შეკვეთით ჯერ კიდევ ოფიციალურ წარდგენამდე შეიძინა. დახვ...

  • 13:05

    რატომ მყარდება ლარი? - თიბისი კაპიტალის ყოველკვირე...

    როგორც თიბისი კაპიტალმა წინა განახლებაში აღნიშნა, წმინდა სავალუტო შემოდინებების მთავარ წყაროებზე დაყრდნობით, მოკლევადიან პერიოდში ლარის მნიშვნელოვანი მერყეობა საბაზო სცენარად არ განიხილება. შესაბამის...

  • 13:01

    თიბისი OKR Forum 2025-ის გამარჯვებულია ...

    თიბისიმ ახალ გამარჯვებას და წარმატებას მიაღწია საერთაშორისო ვირტუალურ ფორუმზე - OKR Forum 2025. წელს, ფორუმზე 200-მდე აპლიკაცია მიიღეს განსახილველად და გამარჯვებულები სამ ძირითად ნომინაციაში გამოცხა...

  • 15:31

    თიბისი კვლავ Svaneti Freeride Week Junior-ის მხარდ...

    თიბისი წელსაც აქტიურად აგრძელებს ზამთრის სპორტის მხარდაჭერას.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღირებულება ახალი თაობის სპორტსმენების განვითარების ხელშეწყობაა და სწორედ ამიტომ, უკვე მეორე წელია, თიბი...

  • 11:47

    თიბისი მომხმარებლის გამოცდილების მართვის (CX) წლის...

    კომპანია CX Hub, თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში უკვე მეორედ ატარებს Customer Experience (CX) Business Summit-ს - წლის მთავარ ღონისძიებას CX-ის მიმართულებით. სამიტზე მომხმარებლის და თანამშრომლ...

  • 10:09

    PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო მსოფლიოს ცნობილი...

      PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო. შეარჩიეთ „ვალენტინობის“ საჩუქარი PSP-ს სილამაზისა და თავის მოვლის მსოფლიოში ცნობილი ბრენდების მარავალფეროვანი ასორტიმენტიდან განსაკუთრებული ფასდაკ...