1 8 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი ბანკმა გარემოსდაცვითი მართვის სისტემის ISO 14001:2015 მასერტიფიცირებელი აუდიტი წარმატებით გაიარა

თიბისი ბანკმა გარემოსდაცვითი მართვის სისტემის ISO 14001:2015 მასერტიფიცირებელი აუდიტი წარმატებით გაიარა და სერტიფიკატის მიღების პროცესშია. ეს ადასტურებს, რომ თიბისის გარემოსდაცვითი სისტემა საერთაშორისო სტანდარტებისა და მოთხოვნების შესაბამისად იმართება.

ISO 14001:2015 გარემოსდაცვითი მართვის სისტემის ყველაზე ფართოდ აღიარებული საერთაშორისო სტანდარტია. აღნიშნული სტანდარტი შეიქმნა კომპანიებისთვის, რომელთა საქმიანობაც პირდაპირ, ან ირიბ გავლენას ახდენს გარემოზე. გარემოსდაცვითი მართვის სისტემის სერტიფიცირება მოხალისეობრივი, არასავალდებულო გეგმაა, რომლის დახმარებითაც, ორგანიზაცია მუდმივად აუმჯობესებს თავის გარემოსდაცვით საქმიანობასა და მაჩვენებლებს.

სერტიფიცირების აუდიტის პირველ ეტაპზე, თიბისის სხვადასხვა მიმართულებისა და განყოფილების დოკუმენტაცია შემოწმდა, მომდევნო ეტაპზე კი - გაწერილი პოლიტიკისა და პროცედურების პრაქტიკაში განხორციელების პროცესი და ეფექტურობა.

„გვეამაყება, რომ თიბისი ქვეყანაში პირველი კომპანიაა, რომელმაც გამოწვევებით სავსე  რეალობის პარალელურად, სერტიფიცირების აუდიტის პროცესი დისტანციურად გაიარა და წარმატებით გაართვა თავი. აღნიშნული სერტიფიკატი იმის დასტურია, რომ ყველა ის პროცესი, რომლითაც თიბისი პირდაპირ, თუ ირიბად ზემოქმედებს გარემოზე, საერთაშორისო სტანდარტების და პროტოკოლის შესაბამისია. თიბისი დიდ ყურადღებას უთმობს გარემოსდაცვით საკითხებს. ჩვენი გარემოსდაცვითი მართვის სისტემა 4 მიმართულებას მოიცავს: შიდა გარემოსდაცვით ღონისძიებებს, დაკრედიტების დროს გარემოსდაცვითი და სოციალური რისკების მართვას, მდგრად ფინანსირებასა და გარე კომუნიკაციებს. ISO 14001-ის სერტიფიკატის აღება არა მხოლოდ მიღწევა, არამედ დიდი პასუხისმგებლობაცაა, რადგან არსებული მაღალი სტანდარტების შენარჩუნებისა და განვითარებისთვის, მნიშვნელოვანია, მუდმივად შესაბამისობაში ვიყოთ საერთაშორისო მოთხოვნებთან“, - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:23

    „Zeekr საქართველომ“ ქართულ ბაზარს ახალი მოდელი - Z...

    Zeekr 009 უკვე „Zeekr საქართველოს“ პორტფელშია. მაღალტექნოლოგიური ბრენდის პირველი ავტომობილები ქართველმა მომხმარებელმა წინასწარი შეკვეთით ჯერ კიდევ ოფიციალურ წარდგენამდე შეიძინა. დახვ...

  • 13:05

    რატომ მყარდება ლარი? - თიბისი კაპიტალის ყოველკვირე...

    როგორც თიბისი კაპიტალმა წინა განახლებაში აღნიშნა, წმინდა სავალუტო შემოდინებების მთავარ წყაროებზე დაყრდნობით, მოკლევადიან პერიოდში ლარის მნიშვნელოვანი მერყეობა საბაზო სცენარად არ განიხილება. შესაბამის...

  • 13:01

    თიბისი OKR Forum 2025-ის გამარჯვებულია ...

    თიბისიმ ახალ გამარჯვებას და წარმატებას მიაღწია საერთაშორისო ვირტუალურ ფორუმზე - OKR Forum 2025. წელს, ფორუმზე 200-მდე აპლიკაცია მიიღეს განსახილველად და გამარჯვებულები სამ ძირითად ნომინაციაში გამოცხა...

  • 15:31

    თიბისი კვლავ Svaneti Freeride Week Junior-ის მხარდ...

    თიბისი წელსაც აქტიურად აგრძელებს ზამთრის სპორტის მხარდაჭერას.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღირებულება ახალი თაობის სპორტსმენების განვითარების ხელშეწყობაა და სწორედ ამიტომ, უკვე მეორე წელია, თიბი...

  • 11:47

    თიბისი მომხმარებლის გამოცდილების მართვის (CX) წლის...

    კომპანია CX Hub, თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში უკვე მეორედ ატარებს Customer Experience (CX) Business Summit-ს - წლის მთავარ ღონისძიებას CX-ის მიმართულებით. სამიტზე მომხმარებლის და თანამშრომლ...

  • 10:09

    PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო მსოფლიოს ცნობილი...

      PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო. შეარჩიეთ „ვალენტინობის“ საჩუქარი PSP-ს სილამაზისა და თავის მოვლის მსოფლიოში ცნობილი ბრენდების მარავალფეროვანი ასორტიმენტიდან განსაკუთრებული ფასდაკ...