1 8 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

კომპანია „აჭარაბეთმა“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პლატფორმა „ინიციატივა“ წარადგინა

კომპანია „აჭარაბეთმა“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პლატფორმის წარდგენის შესახებ განაცხადა. „ინიციატივა“ - ეს არის სპეციალურად კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობით შექმნილი პლატფორმა, სადაც განთავსებულია კომპანიის მიერ ამ დრომდე განხორციელებული და სამომავლოდ დაგეგმილი ყველა მნიშვნელოვანი ინიციატივა და პროექტი.

პლატფორმის „ინიციატივა“ მიზანია წვლილი შეიტანოს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან, აქტუალურ და განვითარებაზე ორიენტირებულ საკითხებში. კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პლატფორმა ორიენტირებულია: პასუხისმგებლიანი თამაშის, ინოვაციების და ტექნოლოგიების განვითარებაზე, ქართული სპორტის და ადამიანებისთვის, ვისაც სჭირდება ეს მხარდაჭერა.

კომპანია „აჭარაბეთის“ მიზანია, თავად შექმნას პროექტები, პარტნიორებთან თანამშრომლობით და ინვესტიციით განახორციელოს ისინი. სწორედ ისეთი ინიციატივები, რომელიც კონკრეტული საჭიროებების მოგვარებაზე, მდგრადობაზე და განვითარებაზეა ორიენტირებული.

„ჩვენ გვჯერა, რომ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ნიშნავს საკუთარი ნებით აიღო გარკვეული ვალდებულებები და შეასრულო ისინი - საზოგადოების წინაშე. სწორედ ამიტომ, კომპანია აჭარაბეთი იზიარებს კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობას და  შეაქვს საკუთარი წვლილი. ამ დრომდე  არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ, მათ შორის ფინანსური წვლილის შეტანის კუთხით და წინ კიდევ ბევრი ინიციატივა გველის, რომელიც სხვადასხვა ინტერესების მქონე ადამიანებს გააერთიანებს“ – განაცხადა „აჭარაბეთის“ მარკეტინგის დირექტორმა ირაკლი დავარაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება კომპანია „აჭარაბეთისთვის“ სწორედ პასუხისმგებლიანი თამაშის ქცევის და ცნების დამკვიდრებაა. სწორედ ამ მიზნით „აჭარაბეთის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პლატფორმაზე „ინიციატივა“ -ზე განათავსებულია მნიშვნელოვანი და საინტერესო ინფორმაცია.

„ჩვენი კომპანიისთვის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში პასუხისმგებლიანი თამაშის მიმართულება ერთ-ერთი მნიშნელოვანი მიმართულებაა. მოხარულები ვართ, რომ პლატფორმაზე „ინიციატივა“ პასუხისმგებლიან თამაშთან ერთად, ყველა საინტერესო და საჭირო პროექტების შესახებ ვისაუბრებთ. „აჭარაბეთს“ ბევრი საინტერესო სიახლე ექნება მომავალში, რადგან არაერთი საჭირო და სასარგებლო პროექტის განხორციელებას ვგეგმავთ. ამასთან, პასუხისმგებლიანი თამაშის მიმართულება მუდმივად იქნება კომპანიის პრიორიტეტი“ -განაცხადა „აჭარაბეთის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნინი გუჯაბიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:23

    „Zeekr საქართველომ“ ქართულ ბაზარს ახალი მოდელი - Z...

    Zeekr 009 უკვე „Zeekr საქართველოს“ პორტფელშია. მაღალტექნოლოგიური ბრენდის პირველი ავტომობილები ქართველმა მომხმარებელმა წინასწარი შეკვეთით ჯერ კიდევ ოფიციალურ წარდგენამდე შეიძინა. დახვ...

  • 13:05

    რატომ მყარდება ლარი? - თიბისი კაპიტალის ყოველკვირე...

    როგორც თიბისი კაპიტალმა წინა განახლებაში აღნიშნა, წმინდა სავალუტო შემოდინებების მთავარ წყაროებზე დაყრდნობით, მოკლევადიან პერიოდში ლარის მნიშვნელოვანი მერყეობა საბაზო სცენარად არ განიხილება. შესაბამის...

  • 13:01

    თიბისი OKR Forum 2025-ის გამარჯვებულია ...

    თიბისიმ ახალ გამარჯვებას და წარმატებას მიაღწია საერთაშორისო ვირტუალურ ფორუმზე - OKR Forum 2025. წელს, ფორუმზე 200-მდე აპლიკაცია მიიღეს განსახილველად და გამარჯვებულები სამ ძირითად ნომინაციაში გამოცხა...

  • 15:31

    თიბისი კვლავ Svaneti Freeride Week Junior-ის მხარდ...

    თიბისი წელსაც აქტიურად აგრძელებს ზამთრის სპორტის მხარდაჭერას.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღირებულება ახალი თაობის სპორტსმენების განვითარების ხელშეწყობაა და სწორედ ამიტომ, უკვე მეორე წელია, თიბი...

  • 11:47

    თიბისი მომხმარებლის გამოცდილების მართვის (CX) წლის...

    კომპანია CX Hub, თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში უკვე მეორედ ატარებს Customer Experience (CX) Business Summit-ს - წლის მთავარ ღონისძიებას CX-ის მიმართულებით. სამიტზე მომხმარებლის და თანამშრომლ...

  • 10:09

    PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო მსოფლიოს ცნობილი...

      PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო. შეარჩიეთ „ვალენტინობის“ საჩუქარი PSP-ს სილამაზისა და თავის მოვლის მსოფლიოში ცნობილი ბრენდების მარავალფეროვანი ასორტიმენტიდან განსაკუთრებული ფასდაკ...