2 3 : 4 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკის დაფინანსებით დიდ ბრიტანეთში სწავლას კიდევ სამი ქართველი სტუდენტი გააგრძელებს

14 აგვისტო, 2020- საქართველოს ბანკი, როგორც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, აგრძელებს განათლების ხელშეწყობას და ჩივნინგის პროგრამის ფარგლებში 3 რჩეულ სტუდენტს დიდ ბრიტანეთში სწავლას სრულად უფინანსებს. 

2020-2021 სასწავლო წლის ჩივნინგის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებული კანდიდატები უკვე გამოვლინდნენ. ესენი არიან: ლანა აჩელაშვილი; ლევან ფავლენიშვილი და  მარიამ კვარაცხელია. ლანა  ბრისტოლის უნივერსიტეტში, განათლების მიმართულებით (სასწავლო ტექნოლოგიები და საზოგადეობა) სამაგისტრო პროგრამაზე გააგრძელებს სწავლას. ლევანი ედინბურგის უნივერსიტეტში დაეუფლება მაგისტრის ხარისხს საოპერაციო კვლევების განხრით. მარიამი კი ბრაიტონში, სასექსის უნივერსიტეტში ადამიანის უფლებების მიმართულებით სამაგისტრო პროგრამაზე ისწავლის. 

საქართველოს ბანკი სამივე სტუდენტის სრულ ხარჯებს (უნივერსიტეტის გადასახადს, მგზავრობის ღირებულებას, ვიზის საფასურს, სტიპენდიას, რაც მოიცავს საცხოვრებელი ადგილის ქირასაც) დაუფინანსებს. 

ჩივნინგის სასტიპენდიო პროგრამასთან საქართველოს ბანკი უკვე მეშვიდე წელია თანამშრომლობს და სტუდენტებს დიდ ბრიტანეთში სწავლის შესაძლებლობას აძლევს. 

“მოხარულები ვართ, რომ კიდევ ერთხელ მოგვეცა შესაძლებლობა, მხარში დავუდგეთ ქართველ სტუდენტებს და უმაღლესი ხარისხის განათლება მათთვის უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ. საქართველოს ბანკსა და დიდი ბრიტანეთის მთავრობას შორის პარტნიორობა 2013 წელს გაფორმდა და ბანკის მხარდაჭერით ინგლისში  სასწავლებლად უკვე 20 რჩეული სტუდენტი გაემგზავრა. ჩვენ არ ვჩერდებით და კვლავ აქტიურ რეჟიმში ვაგრძელებთ განათლების მხარდაჭერას, რაც  ჩვენთვის უცვლელი პრიორიტეტია“ - აცხადებენ საქართველოს ბანკში. 

ინფორმაციისთვის, ჩივნინგი 1983 წელს დაარსდა. ის დიდი ბრიტანეთის მთავრობის გლობალური პროგრამაა, რომელსაც ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და სხვა პარტნიორი ორგანიზაციები აფინანსებენ. პროგრამის მიზანია უმაღლესი ხარისხის განათლების შეთავზება მათთვის, ვისაც სწავლა გაერთიანებულ სამეფოში სასურველ უნივერსიტეტსა და სპეციალობაზე სურს. ჩივნინგის სტიპენდიანტები მსოფლიოს 118 ქვეყნიდან არიან წარმოდგენილები, დღესდღეობით კი ჯამში 50 000-ზე მეტი ჩივნინგის კურსდამთავრებულია. 

მაღალი ხარისხის განათლების მსურველებისათვის 2021-2022 სასწავლო წლისთვის აპლიკაციების მიღება 2020 წლის 3 სექტემბერს დაიწყება. დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩივნინგის სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს - www.chevening.org/georgia/

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:43

    გაიგე რა შეთავაზებები მოგიმზადათ თიბისი კონცეპტმა ...

    თიბისი კონცეპტმა ერთგულ მომხმარებელს, ტრადიციულად, მათ სურვილებზე მორგებული და მრავალფეროვანი შეთავაზებები მოუმზადა. მხოლოდ 14 თებერვალს, თიბისი კონცეპტის Visa სადებეტო ბარათით ICI PARIS-სა და Voule...

  • 18:38

    საბურავები, ზეთები, აკუმულატორები და ავტონაწილები ...

    დაბალი ტემპერატურა ავტომობილის დეტალებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, შესაბამისად, მათი დროული შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში შეცვლა უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის გადამწყვეტია. კრიტიკულ...

  • 13:23

    „Zeekr საქართველომ“ ქართულ ბაზარს ახალი მოდელი - Z...

    Zeekr 009 უკვე „Zeekr საქართველოს“ პორტფელშია. მაღალტექნოლოგიური ბრენდის პირველი ავტომობილები ქართველმა მომხმარებელმა წინასწარი შეკვეთით ჯერ კიდევ ოფიციალურ წარდგენამდე შეიძინა. დახვ...

  • 13:05

    რატომ მყარდება ლარი? - თიბისი კაპიტალის ყოველკვირე...

    როგორც თიბისი კაპიტალმა წინა განახლებაში აღნიშნა, წმინდა სავალუტო შემოდინებების მთავარ წყაროებზე დაყრდნობით, მოკლევადიან პერიოდში ლარის მნიშვნელოვანი მერყეობა საბაზო სცენარად არ განიხილება. შესაბამის...

  • 13:01

    თიბისი OKR Forum 2025-ის გამარჯვებულია ...

    თიბისიმ ახალ გამარჯვებას და წარმატებას მიაღწია საერთაშორისო ვირტუალურ ფორუმზე - OKR Forum 2025. წელს, ფორუმზე 200-მდე აპლიკაცია მიიღეს განსახილველად და გამარჯვებულები სამ ძირითად ნომინაციაში გამოცხა...

  • 15:31

    თიბისი კვლავ Svaneti Freeride Week Junior-ის მხარდ...

    თიბისი წელსაც აქტიურად აგრძელებს ზამთრის სპორტის მხარდაჭერას.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღირებულება ახალი თაობის სპორტსმენების განვითარების ხელშეწყობაა და სწორედ ამიტომ, უკვე მეორე წელია, თიბი...

  • 11:47

    თიბისი მომხმარებლის გამოცდილების მართვის (CX) წლის...

    კომპანია CX Hub, თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში უკვე მეორედ ატარებს Customer Experience (CX) Business Summit-ს - წლის მთავარ ღონისძიებას CX-ის მიმართულებით. სამიტზე მომხმარებლის და თანამშრომლ...