0 4 : 5 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

პირველი რეგიონული ონლაინ ჩემპიონატი პროფესიონალურ ნარდში „ევროპაბეთზე“

●     რეგიონული ტურნირის საპრიზო ფონდი 50 000 ლარია, გამარჯვებული 10 000 ლარს მიიღებს

●     ონლაინ ჩემპიონატს რეგიონში სამაგიდო თამაშების ყველაზე დიდი პლატფორმა მასპინძლობს

●     ჩემპიონატში მონაწილეობა „ევროპაბეთზე“ ფასიანი რეგისტრაციითა და უფასო ბილეთით შეიძლება

 

ევროპაბეთი“ და საქართველოს სპორტული ნარდის ფედერაცია პროფესიონალურ ნარდში პირველ რეგიონულ ონლაინ ჩემპიონატს მართავენ. ეს არის პირველი შემთხვევა რეგიონში, როდესაც მსგავსი მასშტაბისა და მნიშვნელობის ღონისძიებას ონლაინ პლატფორმა მასპინძლობს. ჩემპიონატში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც უფასო ბილეთის მოპოვებით, ისე ფასიანი რეგისტრაციით.

რეგიონული ჩემპიონატი

რეგიონული ჩემპიონატი, რომლის საპრიზო ფონდი 50 ათასი ლარია, 26 ივლისს 14:00 სთ-ზე დაიწყება, მანამდე კი, უკვე 5 ივლისიდან საკვალიფიკაციო პირველობები აიღებს სტარტს. პრიზიორებს, სოლიდურ ფულად ჯილდოსთან ერთად, სიმბოლური საჩუქრებიც გადაეცემათ.

 

ყოველი თამაში ¼ ფინალის ჩათვლით იქნება 5 ქულამდე, ½ ფინალებში - 7 ქულამდე, ხოლო ფინალში - 9 ქულამდე. ჩემპიონატის გამარჯვებული 10 000 ლარს მიიღებს. 

 

საპრიზო ფონდის განაწილება

1 ადგილი - 10 000 ლარი

2 ადგილი - 7 000 ლარი

3-4 ადგილები - 4 500 ლარი

5-8 ადგილები - 2 000 ლარი

9-16 ადგილები - 1 000 ლარი

17-32 ადგილები - 500 ლარი

 

ფულადი პრიზები მოთამაშის ანგარიშზე ტურნირის დასრულებიდან 48 საათის განმავლობაში დაირიცხება; რეგიონული ჩემპიონატის სიმბოლური ჯილდოს გადაცემა ტურნირის დასრულებიდან 2 კვირის განმავლობაში მოხდება.

 

მონაწილეობ

რეგიონულ ტურნირში მონაწილეობის საშუალება მოთამაშეს უკვე ორშაბათიდან სამი სხვადასხვა გზით ეძლევა. ჩემპიონატზე მოხვედრა ნებისმიერი სატელიტ ტურნირში გამარჯვების შემთხვევაში, ლიდერბორდებში საპრიზო ადგილებზე მოხვედრის და ან 100-ლარიანი ბაი-ინის გადახდის შემთხვევაში არის შესაძლებელი.

·         ყოველდღიურ სატელიტ ტურნირებზე რეგიონული ჩემპიონატის, ჯამში, 63 უფასო ბილეთი გათამაშდება.

·         ქეშ მაგიდებისა და სპინ თამაშების 2 დამოუკიდებელ ლიდერბორდში რეგიონული ჩემპიონატის, ჯამში, 20 უფასო ბილეთი გათამაშდება.

·         ბაი-ინით რეგისტრაცია, 5 ივლისის 00:00 საათიდან ტურნირის დაწყებამდე ნებისმიერ დროს, შესაძლებელია 100 ლარად.

ჩემპიონატი საქართველოს სპორტული ნარდის ფედერაციისა და „ევროპაბეთის“ თაღლითობის კონტროლის დეპარტამენტის მკაცრი ზედამხედველობით ჩატარდება.

R

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 17:37

    „თეგეტას” მულტიფუნქციურმა კომპლექსმა კორპორაციული ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ფარგლებში, ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი კორპორაციული მდგრადობის კონკურსის გამარჯვებულია. პროექტით „თეგეტა X ვოლვოს ენერგოეფექტურ...

  • 12:37

    თიბისი x Amazon Web Services - ტექ პარტნიორობა და ...

    თიბისი მოწინავე ტექ კომპანიაა. ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერება კომპანიის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია. ამის ნათელ მაგალითად კი, თიბისი IT აკადემია შეგვიძლია დავასახელოთ, სადაც სალექციო კურსებს, ძირი...

  • 14:32

    Thermo King-ის ავტოტრანსპორტის სამაცივრე აგრეგატებ...

    ექსკლუზიური სერვისი „თეგეტა მოტორსის“ პორტფელში - გეზის ტერიტორიაზე მდებარე სრულად განახლებულ ფილიალში კომპანია მომხმარებელს Thermo King-ის სამაცივრე აგრეგატების ნაწილების ფართო ასორტიმენ...

  • 12:13

    Max Groom — სალონი ოთხფეხა მეგობრებისთვის, რომელიც...

    თანამედროვე სამყაროში ჩვენს ოთხფეხა მეგობრებზე ზრუნვა იმაზე გაცილებით მარტივი და მრავალფეროვანია, ვიდრე წლების წინ იყო. ძაღლებსა და კატებს ოჯახის წევრებად მივიჩნევთ, შესაბამისად, მათ მოვლასა თუ გალამ...

  • 12:13

    Max Groom — სალონი ოთხფეხა მეგობრებისთვის, რომელიც...

    თანამედროვე სამყაროში ჩვენს ოთხფეხა მეგობრებზე ზრუნვა იმაზე გაცილებით მარტივი და მრავალფეროვანია, ვიდრე წლების წინ იყო. ძაღლებსა და კატებს ოჯახის წევრებად მივიჩნევთ, შესაბამისად, მათ მოვლასა თუ გალამ...

  • 09:47

    მიზანი 100%-ით შესრულდა - ბორჯღალოსნები მსოფლიო თა...

    საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი ესპანეთთან გამარჯვებით დაასრულა, ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და ნახევარფინალისა და ფინალის მასპინძლობის უფლებაც მოიპ...

  • 15:28

    თიბისის მხარდაჭერით, Svaneti Freeride Week Junior ...

    13 თებერვალს, Svaneti Freeride Week Junior-ის ერთვარსკვლავიანი ტურნირით, სვანეთის ფრირაიდ კვირეული ოფიციალურად დაიწყო. ზედიზედ მეორე წელია, თიბისი ახალგაზრდა ქართველი ფრირაიდერების აქტიური მხარდამჭერ...