0 4 : 4 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

400 მოხალისე გარემოსთვის - ბაკურიანის დალაგების ფესტივალი „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით ჩატარდა

5 ივნისს მსოფლიომ გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნა. ამ თარიღთან დაკავშირებით, საქველმოქმედო ორგანიზაცია „სადაგის“ ორგანიზებით, 3-5 ივნისს ბაკურიანის დალაგების ფესტივალი მოეწყო, რომელშიც 400-ამდე მოხალისე ჩაერთო თბილისიდან, გორიდან, ბორჯომიდან და ბაკურიანიდან. ფესტივალს ასევე შეუერთდნენ გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ბიზნესკომპანიები, საელჩოები, უცხოელი მოხალისეები. ბაკურიანის დალაგების ფესტივალის ოქროს სპონსორებს შორისაა „თეგეტა ჰოლდინგი“, რომლისთვისაც გარემოსდაცვითი აქტივობები კორპორაციული პასუხისმგებლობის ერთ-ერთი საკვანძო მიმართულებაა.

ნათიკა ბერძული, თეგეტა ჰოლდინგის სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი:  „მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად „თეგეტა ჰოლდინგისა“ და „თეგეტა გრინ პლანეტისთვის“ მნიშვნელოვანია გარემოზე მზრუნველ პარტნიორებთან ერთად მუშაობა. ამ მიზნით გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს სიამოვნებით დავუჭირეთ მხარი „სადაგის“ ინიციატივას - ტურისტული თვალსაზრისით საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კურორტის, ბაკურიანის, დალაგებას, სადაც თოვლის დნობის შემდეგ ძალიან დიდი რაოდენობით ნარჩენი ხილული ხდება.

გარემოს დასუფთავების მიმართულებით „სადაგის“ ინიციატივა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია, მასში ასობით მოხალისე ერთვება. ყველა გაერთიანდა ერთი მიზნით - დაესუფთავებინათ და ეზრუნათ გარემოზე. „თეგეტა“ მათ გვერდითაა, ვინც გარემოზე ზრუნვის პასუხისმგებლობას ჩვენთან ერთად იზიარებს“.

დალაგების ყოველწლიური ფესტივალის მიზანი კურორტის დასუფთავება, ადგილობრივი მოსახლეობის მონაწილეობით სისუფთავის შენარჩუნება და ბუნებაში დანაგვიანების პრობლემის აღმოფხვრის პოპულარიზაციაა. დასუფთავების შედეგად, ბაკურიანში შეგროვდა 52 000 ლიტრი ნარჩენი, სამშენებლო ნარჩენის გამოკლებით, როგორიცაა ლითონისა და ხის გისოსები და ასევე ავტომობილისა და სატვირთო ავტომობილის 400-ამდე საბურავი.         

მაია მესტუმრე, „სადაგის“ მარკეტინგისა და კომუნიკაციების ხელმძღვანელი: „საქველმოქმედო ორგანიზაცია „სადაგი“ 2 წელია, არსებობს. თვეში ორჯერ მაინც ვალაგებთ სხვადასხვა ტერიტორიას საქართველოში. ბაკურიანის დალაგების ფესტივალის ჩატარებამდე უკვე გვქონდა სამთო-სათხილამურო კურორტის დალაგების გამოცდილება. შევეჭიდეთ ბაკურიანის დალაგების სამდღიან ფესტივალს. შემოგვიერთდა ძალიან ბევრი ადამიანი - ასობით მოხალისე, რომელთა შორის „თეგეტა ჰოლდინგის“ თანამშრომლებიც იყვნენ. „თეგეტა“ პირველი კომპანია გახლდათ, რომელიც ღონისძიების ოქროს სპონსორობაზე სიამოვნებით დაგვთანხმდა. ფესტივალი ყოველწლიური იქნება და ნელ-ნელა ყველა კურორტს მოვიცავთ“.

ბაკურიანის დალაგების შედეგად შეგროვებულ 400-ამდე საბურავის გატანას „თეგეტა გრინ პლანეტი“  გეგმავს.  

შალვა ახვლედიანი, „თეგეტა გრინ პლანეტის“ დირექტორი: „საქართველოში არსებობს გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ ლიცენზირებული გადამამუშავებელი ქარხნები. ჩვენ მზად ვართ, დასუფთავების შედეგად შეგროვებული 400-ამდე საბურავის გატანა და ჩაბარება უზრუნველვყოთ, რათა ისინი შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით გადამუშავდეს. როდესაც მეორადი საბურავები გარემოში ხვდება, თავისთავად, საფრთხის შემცველ ნარჩენად გადაიქცევა. საბურავის დაშლას ასეულობით წელი სჭირდება და, ფაქტობრივად, არ იშლება. გარდა ამისა, საბურავი აალებადია, მაღალ ტემპერატურაზე ცეცხლის გაჩენისა და გავრცელების საფრთხეს ქმნის. დაწვის შემთხვევაში აქვს სუნი და გამოყოფს მავნე ნივთიერებებს. ამიტომ კუსტარულად მისი დაწვა დაუშვებელია, მათი გადამუშავება მხოლოდ შესაბამის საწარმოებში უნდა მოხდეს, რათა გარემო დაბინძურებისგან დავიცვათ“.

ბაკურიანის დალაგების  სამდღიანი ფესტივალის განმავლობაში მოხალისეებს საღამოობით შესაძლებლობა ჰქონდათ, დასწრებოდნენ საინტერესო თემატურ შეხვედრებს. მოზარდებმა სასარგებლო ინფორმაცია და რჩევები მიიღეს  გარემოს დაცვის მნიშვნელობის შესახებ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:41

    ქართული რაგბის არქიტექტორი...

    მსოფლიო რაგბი ლეგენდარულ კლოდ სორელს ემშვიდობება - ფრანგ მორაგბესა და მწვრთნელს, რომელიც 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. სორელი საფრანგეთის ქალაქ ბეზიეში, 1948 წლის 17 აპრილს დაიბადა და როგორც ფრანგულ, ი...

  • 11:32

    თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმარ...

    თიბისის მხარდაჭერით და საქართველოს წიგნის ასოციაციის ორგანიზებით, 10-13 აპრილს ექსპო ჯორჯია თბილისის წიგნის ბაზრობას უმასპინძლებს. თბილისი წიგნის ბაზრობა - ეს არის ადგილი, სადაც ყველა თაობის ადამიან...

  • 14:58

    თიბისი x ქართული რაგბი - 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრე...

    საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგეთში, ქალაქ ვიშში გაემგზავრა, სადაც 6 ერის ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალზე, საქართველოსა და 6 ერის ქვეყნების (საფრანგეთი, უელსი, ინგლისი, ი...

  • 11:58

    თიბისიმ, საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურ...

    მსოფლიოში ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა - Euromoney, თიბისი საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის დააჯილდოვა.   ჯილდო ბანკმა თიბისი კონცეპტისა და თიბისი WM-ის მაღალშემ...

  • 11:09

    ZEG Storytelling Festival 13-15 ივნისი ...

    როგორ შეიძლება დაგანახოს ომი  სატირიკოსმა მწერალმა და მონაცემთა მეცნიერმა? რა შეიძლება გასწავლოს ფილოსოფოსმა ამბის თხრობაზე? რას გვიყვებიან განსაკუთრებულს ჩვენი პლანეტის შესახებ არქიტექტორე...

  • 18:46

    მალე საირმის ტყეს კეთილშობილი კავკასიური ირემი დაუ...

    ·         საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარეობს, რომლის ერთ-ერთი ნაწილი ე.წ. ფერმის მოწყობაა, სადაც წითელ ნუსხაში შეტანილ ცხოველებს გაამრავლებენ და ბუ...

  • 17:15

    თიბისის გუნდმა Young Lions Georgia 2025-ზე ოქროს მ...

    კანის ახალგაზრდული ლომების ფესტივალი შემოქმედებითი ინდუსტრიის ყველაზე პრესტიჟული კონკურსია, სადაც მონაწილეობას ქვეყნის საუკეთესო ტალანტები იღებენ. წელს კონკურსს უპრეცედენტოდ ბევრი მონაწილე ჰყავდა. სხ...