1 8 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ „ტენეს“ ეკომეგობართა ჩამონათვალს შეუერთდა

„ტოიოტა ცენტრი თეგეტასა“ და „ტენეს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. კომპანიაში შეგროვებული ნარჩენი „ტენეს“ დახმარებით ახალ ფუნქციას შეიძენს. 

თანამშრომლობის ფარგლებში „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ ოფისსა და სერვისცენტრში მწვანე ურნები განთავსდა, სადაც გამოყენებული პლასტმასა შეგროვდება. ნარჩენი გარემოში აღარ მოხვდება და მის შემდგომ გადამუშავებაზე  „ტენე“ იზრუნებს. 

მარიამ მელიაშვილი, „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ გენერალური დირექტორი: „მოხარულები ვართ, რომ „ტენესთან“ დამეგობრებით ჩვენს წვლილს შევიტანთ გარემოს დაცვის პროცესში. ეკოლოგიაზე ზრუნვა ის საერთო ღირებულებაა, რამაც ჩვენი კომპანიები გააერთიანა. ეს  ტოიოტასთვის“ უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. იაპონური მწარმოებლის მიზანია, 2050 წლისთვის მის მიერ წარმოებულ ყველა მოდელს ნულოვანი გამონაბოლქვი ჰქონდეს. ცხადია, „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ სრულად იზიარებს და მიჰყვება ამ დიდი პროექტის კონცეფციას. ვგეგმავთ და ვახორციელებთ სხვადასხვა აქტივობას, რაც ჩვენს მიზნებს, ვიყოთ ეკომეგობრული კომპანია, წარმატებით პასუხობს. მაგალითად, აჯამეთის აღკვეთილში, ჩვენს მომხმარებელთან ერთად, გადაშენების პირას მყოფი მუხის 1000 ნერგი დავრგეთ, ხშირად ვერთვებით დასუფთავების აქციებშიც. იმედი გვაქვს, ახლა „ტენესთან“ თანამშრომლობით გარემოზე ზრუნვას საერთო ძალისხმევით უფრო ეფექტურად შევძლებთ“.

 

„ტენე“ ქართული USB კაბელების მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც წარმოებისთვის მეორადი მოხმარების პლასტმასას, უმეტესად ბოთლის თავსახურებს იყენებს.

კომპანიაში აცხადებენ, რომ, ერთი მხრივ, ნარჩენების შეგროვებით და, მეორე მხრივ, მათგან ახალი პროდუქტის დამზადებით ორმაგად სასარგებლო საქმე კეთდება. ამ პროცესს წლიდან წლამდე სულ უფრო მეტი ორგანიზაცია და კომპანია უერთდება. მათ შორის არის „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“.

 

სანდრო ლილუაშვილი, „ტენეს“ დამფუძნებელი: „კომპანიების ჩამონათვალი, რომლებიც ჩვენთან ერთად აქტიურად ერთვებიან პლასტმასის ნარჩენების შეგროვების პროცესში, ინტენსიურად იზრდება. „ტენესთვის“ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთ დიდ კომპანიებთან თანამშრომლობა, როგორიც „ტოიოტა ცენტრი თეგეტაა“. ჩვენს ახალ პარტნიორს უკვე იცნობენ, როგორც კომპანიას, რომლისთვისაც გარემოზე ზრუნვა არა უბრალოდ განაცხადი, არამედ საქმიანობის ნაწილია. დარწმუნებული ვარ, „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ გადაწყვეტილება ბევრ სხვა კომპანიას წაახალისებს, რომ მათაც გამოიჩინონ ინიციატივა და დაიწყონ მყარი ნარჩენის დანაწევრება და ჩაბარება“.

 

მწვანე ურნების განთავსება პლასტმასის ნარჩენების შესაგროვებლად „ტოიოტა ცენტრი თეგეტასა“ და „ტენეს“ პარტნიორობის პირველი ეტაპია. კომპანიები თანამშრომლობას სამომავლოდ სხვა ეკომეგობრულ პროექტებთან დაკავშირებითაც გეგმავენ.

--

ტოიოტა ცენტრი თეგეტა „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანიაა და საქართველოს ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. კომპანია მონობრენდულია და მისი მომსახურება სრულიად ტოიოტას ავტომობილებზეა ფოკუსირებული. ამ ეტაპზე კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ტოიოტას უახლესი მოდელების ავტომობილებს, მაღალი ხარისხის ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებსა და მომსახურებას. სერვისი აღჭურვილია თანამედროვე ავტორიზებული პროგრამებითა და კვალიფიციური პერსონალით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:54

    თიბისის ბიზნესკლიენტებს SelectUSA სამიტში მონაწილე...

    თიბისი, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან და საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატასთან ერთად, უკვე მეორე წელია ბიზნესკლიენტებს შესაძლებლობას აძლევს ამერიკაში საინვესტიციო სამიტ...

  • 10:08

    თიბისი, ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე, ...

    2025 წელს საქართველო პირველად წარადგენს მოსწავლეთა ეროვნულ ნაკრებს ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე (IOAI). საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციამ GAIA, IOAI-ისგან ეროვნული ნაკრების შერჩ...

  • 16:02

    თიბისი ტექსკოლის მე-5 სეზონზე მთელი საქართველოდან ...

    გაზაფხულის სემესტრზე, თიბისი ტექსკოლაში, უფროსკლასელები, როგორც საქართველოს 12 რეგიონიდან, ასევე, წელს პირველად საზღვარგარეთ მცხოვრები ემიგრანტი მოსწავლეებიც დარეგისტრირდნენ. კონკურსის საფუძველზე 155...

  • 14:21

    Tegeta Commercial Vehicles-მა სომხეთს, EBRD-ის ტენ...

    „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ Tegeta Commercial Vehicles-მა სომხეთს 30 ერთეული სპეციალიზებული სატვირთო ავტომობილი გადასცა. Renault Trucks-ის პრემიუმ ხარისხის 28 ერთეული ნაგავშემ...

  • 12:58

    პრემია „ელისო“ ნამუშევრების მიღებას იწყებს...

    ნატო ვაჩნაძის ფონდი და თიბისი წარმოგიდგენთ პრემია „ელისოს“, რომელიც წელს, 14 ივნისს, უკვე მეორედ გაიმართება. ნამუშევრების მიღება 25 მარტიდან დაიწყო და ეს პროცესი 15 აპრილამდე გაგრძელდება...

  • 10:14

    „ლუმიერსი“ - ქართული საკონდიტრო, რომელიც თიბისი ბი...

    ალბათ, მომხმარებლების უმეტეს ნაწილს ნაყინისა და დარიჩინის ტკბილი სურნელის სინთეზზე „ლუმიერსი“ ახსენდება. უფრო კონკრეტულად კი, ამ საკონდიტროს ერთადერთი პროდუქტი — “ტრდელნიკი&rd...

  • 12:23

    თიბისი კონცეპტი და Coaching Lab გიწვევთ ტრენინგ პრ...

    თიბისი კონცეპტის და Coaching Lab-ის პარტნიორობის ფარგლებში, 27-29 მარტს გიწვევთ ტრენინგ პროგრამაზე დასასწრებად - „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“. „გუნდური ქოუჩინგი – ფუნდამენტ...