2 2 : 0 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი ტექსკოლა: სწავლობ და ქმნი მარტივად

ტექსკოლა თიბისის საგანმანათლებლო ინიციატივაა. ტექსკოლაში უფროსკლასელები ეუფლებიან ტექნოლოგიებს, იღებენ პირველ გამოცდილებას, ივითარებენ და იძენენ ახალ უნარებს, იღრმავებენ ინტერესებს, ისახავენ მიზნებს, იკვლევენ გზას და რაც მთავარია, ირჩევენ იმას, რაც ნამდვილად აინტერესებთ.

თიბისი, სრულად დაფინანსებული ტექსკოლის დაარსებით, მიზნად ისახავს ახალ თაობაში თანამედროვე პროფესიებით დაინტერესების ზრდას და მომავალში დასაქმების თუ კარიერული წინსვლისთვის მათთვის სასარგებლო ცოდნის მიღებას. აქ, მთელი საქართველოდან მოსწავლეები მე-9-დან მე-12 კლასის ჩათვლით ეუფლებიან ციფრული ტექნოლოგიების სხვადასხვა მიმართულებებს და იძენენ უნარებს, რომლებიც პროფესიულ განვითარებაში დაეხმარებათ.

„ტექსკოლაში გავიარე გრაფიკული დიზაინის კურსი. სწავლის დასრულების შემდეგ, მიღებული ცოდნა ჩემს ინტერესებს მოვარგე და ახლა საკუთარ ნამუშევრებს ვქმნი.” - სესილია მულაძე.

ტექსკოლის სასწავლო პროგრამები განკუთვნილია ტექნოლოგიებით დაინტერესებული, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში მცხოვრები უფროსკლასელებისთვის და ესენია: ვებგვერდების აწყობა და პროგრამირება, მობილური აპლიკაციების შექმნა, ციფრული მარკეტინგი, გრაფიკული დიზაინი, ფოტო-ვიდეოგრაფია და UI/UX დიზაინი.

ტექსკოლის მონაწილეები ტექნოლოგიების სხვადასხვა მიმართულებებს დაუფლებასთან ერთად ციფრული წიგნიერების საწყისებსაც გაეცნენ. ლექციებს თემაზე „ციფრული წიგნიერება" USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის, ციფრული მოქალაქეობის სპეციალისტი, მარიკა სიხარულიძე  კითხულობდა.

თიბისიმ ტექსკოლა, ჯეოლაბთან პარტნიორობით დააარსა და მას უკვე, მთელი საქართველოდან 1800-ზე მეტი მონაწილე ჰყავს. აღსანიშნავია ისიც, რომ გაზაფხულის ნაკადის მონაწილეთა 15%-ს, უკვე გავლილი ჰქონდა ტექსკოლის სხვადასხვა კურსი და ტექნოლოგიების მათთვის ახალ მიმართულების კურსებს აქვე ეუფლება.

„ტექსკოლაში ჯერ ტექნოლოგიების საფუძვლების კურსი გავიარე, რომელიც მომავლის პროფესიის პოვნაში დამეხმარა. შემდეგ ეტაპზე კი ვისწავლე გრაფიკული დიზაინი და ვებ-დეველოპმენტი. ახლა ვცდილობ მიღებული ცოდნა და უნარები ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოვიყენო“ - დაჩი მექვაბიძე.

თიბისი აგრძელებს ახალი თაობის მხარდაჭერას და სხვადასხვა საგანმანათლებლო ინიციატივასთან ერთად, სექტემბრიდან, ტექსკოლაში უფროსკლასელების მიღებას კვლავ განაახლებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:04

    „თეგეტა ჰოლდინგი“ AmCham-ისა და MAC Georgia-ს სასტ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში...

  • 13:25

    თიბისი, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი 2024 წელს აჯ...

    თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...

  • 13:25

    თიბისი, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი 2024 წელს აჯ...

    თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...

  • 10:59

    თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება...

    თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ბიზნესებს საინტერესო თემატიკის შეხვედრებზე დასწრების შესაძლებლობა 2025 წელსაც ექნებათ.   თებერვლის თვეში, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალი ტრენერების ...

  • 14:56

    „თეგეტა მოტორსში“ ზამთრის საბურავებზე 30%-იანი ფას...

    ცივ სეზონზე ავტოსაგზაო შემთხვევის რისკი იზრდება, რაც ხშირ შემთხვევაში ავტომობილის არასათანადოდ აღჭურვითაა გამოწვეული. უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი საბურავია, რა...

  • 18:09

    FinOps თიბისიში - ფინანსური ეფექტურობა და ოპერაციუ...

    ინოვაციური მიდგომები და უწყვეტი განვითარება თიბისის ორგანიზაციული კულტურაა, რომლის ნათელი მაგალითია FinOps პრაქტიკის დანერგვა. იგი ფინანსების, IT-ისა და ბიზნესის გუნდებს აერთიანებს, რათა მათ ღრუბლოვა...