0 3 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„თეგეტა ჰოლდინგი“ განსხვავებული კონცეფციის ტექნოლოგიური ჰაკათონის TechXplore-ის პარტნიორია

Challenge Accepted (გამოწვევა მიღებულია) - ეს არის „TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის“ პროექტის ფარგლებში ორგანიზებული ჰაკათონის, TechXplore-ის, მთავარი სლოგანი, რომლის ერთ-ერთი პარტნიორი „თეგეტა ჰოლდინგია“. TechXplore განსხვავებული კონცეფციისა და გამოცდილების ტექღონისძიებაა, რომელიც უკვე დაიწყო და 6 ივლისამდე გაგრძელდება.

მისი მიზანია, ხელი შეუწყოს Cross-functional გუნდებში მუშაობის გამოცდილების მიღებას, პროექტის ფარგლებში აკუმულირებული ცოდნის დემონსტრირებასა და პრაქტიკაში ინტეგრაციას, ასევე - კომუნიკაციის, კოლაბორაციისა და გუნდური მუშაობის უნარების განვითარებას.

პროექტში „თეგეტა ჰოლდინგის“ ინფორმაციული უსაფრთხოების სამსახური ჩაერთო, რომლის ხელმძღვანელი ილია ქილიფთარი მონაწილე გუნდებს მენტორობას გაუწევს და ინოვაციური პროექტების შექმნის პროცესში დაეხმარება.

ილია ქილიფთარი, „თეგეტა ჰოლდინგის“ ინფორმაციული უსაფრთხოების ხელმძღვანელი: „თეგეტა ჰოლდინგი“ ყოველთვის მხარს უჭერს ინოვაციურ საგანმანათლებლო პროექტებს. მიგვაჩნია, რომ TechXplore-ის მსგავს ღონისძიებებში ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს საშუალებას გვაძლევს, ინფორმაციული უსაფრთხოების კუთხით ცნობადობა ავამაღლოთ, რათა ჰაკათონში მონაწილე სტუდენტებმა ნებისმიერ პროექტში, რომელზეც იმუშავებენ, ინფორმაციული და კიბერ უსაფრთხოების გარკვეული სტანდარტები გაითვალისწინონ. გარდა ამისა, ეს ტექნოლოგიური ღონისძიება საშუალებას მოგვცემს, გავიცნოთ ახალგაზრდები, რომლებსაც ინოვაციური იდეები აქვთ და რომლებიც შესაძლოა, სამომავლოდ ჩვენს ჰოლდინგშიც დავასაქმოთ“.

ტექნოლოგიური ღონისძიება 3-6 ივლისს გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებს 150-მდე ადამიანი. მათ შორის: ტექ. ლიდები, მენტორები და Agile ქოუჩები. ჰაკათონში მონაწილეობისთვის გუნდებს პროექტის საორგანიზაციო ჯგუფი დააკომპლექტებს. თითოეულ გუნდში იქნება შვიდი მონაწილე სხვადასხვა ტექნოლოგიური მიმართულებიდან: DevOps; iOS Development; React; Python; .NET; CyberSec; InfoSec; Blockchain. ყველა გუნდს ერთი Agile ქოუჩი ეყოლება. ასევე პროცესში ჩართული იქნება აღნიშნული რვა მიმართულების 20-ზე მეტი ტექ. ლიდი და სენიორ დეველოპერი, რომლებიც მონაწილეებს ოთხი დღის განმავლობაში კონსულტაციებს გაუწევენ.

TechXplore-ის ჰაკათონში მონაწილე გუნდების მთავარი დავალება იქნება შემდეგი - იმუშაონ ერთი იდეის ირგვლივ და შექმნან კონკრეტული პროექტის ტექნოლოგიური გადაწყვეტა. ამისათვის მათ ოთხი დღე ექნებათ, ხოლო საბოლოო პროექტს 6 ივლისს Pitch სესიაზე წარადგენენ, სადაც მოწვეული ჟიური გამარჯვებულებს გამოავლენს და გაიმართება დაჯილდოების ცერემონია. ღონისძიების პარტნიორი კომპანიები კი მონაწილე გუნდებს საჩუქრებს გადასცემენ.

__

თეგეტა ჰოლდინგის შესახებ:  უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    თიბისი x ქართული რაგბი - 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრე...

    საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგეთში, ქალაქ ვიშში გაემგზავრა, სადაც 6 ერის ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალზე, საქართველოსა და 6 ერის ქვეყნების (საფრანგეთი, უელსი, ინგლისი, ი...

  • 11:58

    თიბისიმ, საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურ...

    მსოფლიოში ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა - Euromoney, თიბისი საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის დააჯილდოვა.   ჯილდო ბანკმა თიბისი კონცეპტისა და თიბისი WM-ის მაღალშემ...

  • 11:09

    ZEG Storytelling Festival 13-15 ივნისი ...

    როგორ შეიძლება დაგანახოს ომი  სატირიკოსმა მწერალმა და მონაცემთა მეცნიერმა? რა შეიძლება გასწავლოს ფილოსოფოსმა ამბის თხრობაზე? რას გვიყვებიან განსაკუთრებულს ჩვენი პლანეტის შესახებ არქიტექტორე...

  • 18:46

    მალე საირმის ტყეს კეთილშობილი კავკასიური ირემი დაუ...

    ·         საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარეობს, რომლის ერთ-ერთი ნაწილი ე.წ. ფერმის მოწყობაა, სადაც წითელ ნუსხაში შეტანილ ცხოველებს გაამრავლებენ და ბუ...

  • 17:15

    თიბისის გუნდმა Young Lions Georgia 2025-ზე ოქროს მ...

    კანის ახალგაზრდული ლომების ფესტივალი შემოქმედებითი ინდუსტრიის ყველაზე პრესტიჟული კონკურსია, სადაც მონაწილეობას ქვეყნის საუკეთესო ტალანტები იღებენ. წელს კონკურსს უპრეცედენტოდ ბევრი მონაწილე ჰყავდა. სხ...

  • 15:07

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მარტში ქალი მეწარმ...

    საქართველოს ბანკისთვის სტარტაპ ეკოსისტემის განვითარება და ქალი მეწარმეების ხელშეწყობა ორი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, Startup Grind-თან ერთად, ბიზნეს 360-ის ფარგლებში, მარტის თვე ქალ მე...

  • 12:53

    თიბისი x გურჯაანის „დელტა“ - პარტნიორობა რეგიონული...

    თიბისი გურჯაანის საკალათბურთო კლუბის - „დელტას“ მხარდამჭერია. პარტნიორობა 2024 წელს დაიწყო და წელსაც გრძელდება, რადგან თიბისისთვის რეგიონული პროექტების მხარდაჭერა ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტ...