1 6 : 1 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„თეგეტა მოტორსი“ აზერბაიჯანში MOTUL-ის ოფიციალური წარმომადგენელი გახდა

 

თეგეტა მოტორსი“  ფრანგულ ბრენდს,  MOTUL-ს საქართველოს შემდეგ აზერბაიჯანშიც ოფიციალურად წარმოადგენს. სადილერო ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია და MOTUL-ის პროდუქცია იანვრიდან ხელმისაწვდომია როგორც „თეგეტას“  წარმომადგენლობაში, ისე კორპორაციული და საბითუმო გაყიდვების საშუალებით.

 „თეგეტა მოტორსი“  MOTUL-ს   საქართველოში 2010 წლიდან წარმოადგენს და მსუბუქი ავტომობილების მიმართულებით ლიდერის პოზიციას იკავებს. 2021 წელს კომპანიამ MOTUL-ის 310 ტონა ზეთი გაყიდა, 2022-ში - 400 ტონა, გასული წელი კი რეკორდული მაჩვენებლით დაასრულა და 2023 წელს საქართველოში  „მოტულის“  დაახლოებით 600 ტონამდე ზეთი გაიყიდა.    გეოგრაფიული არეალის გაფართოება და რეგიონის ბაზრებზე შესვლა სწორედ ამ წარმატებული და შედეგიანი თანამშრომლობის გაგრძელებაა.

დავით ჩხაიძე, „თეგეტა პრაიმ პროდაქტსის“  დირექტორითეგეტასა და MOTUL-ის 14-წლიანი თანამშრომლობა დაფუძნებულია მუდმივი ზრდისა და განვითარების საერთო ხედვაზეორმხრივმა ნდობამ კი გააჩინა ჩვენი პარტნიორობის ახალ ეტაპზე გადასვლის შესაძლებლობა და უკვე იანვრიდან საქართველოს საზღვრებს გარეთ გავედით. 2024 წელს აზერბაიჯანის ბაზარზე შევალთ სასტარტო რაოდენობით და ვფიქრობთ, 40-50 ტონა პროდუქციას გავყიდითმოლოდინები საკმაოდ მაღალია და ბაზრის მასშტაბებიდან გამომდინარევფიქრობთრომ ბრენდის გაყიდვებს მაღალ ნიშნულზე ავიყვანთ“. 

MOTUL 170 წელია ძრავის მაღალტექნოლოგიურ საცხებ-საპოხ მასალებს აწარმოებს. პროდუქციის ხარისხისა და ინოვაციური შესაძლებლობების გამო MOTUL სინთეტიკური საპოხი მასალების ექსპერტადაა აღიარებული და მსოფლიო ბაზარზე ნიშური ბრენდების სიაშია.

დავით ჩხაიძე,

 „თეგეტა პრაიმ პროდაქტსის“  დირექტორი:  თეგეტა  აზერბაიჯანში  MOTUL-ის მსუბუქი ავტომობილებისთვის საჭირო პროდუქტების სრულ სპექტრს წარმოადგენსსამომავლოდ კი ბრენდის ინოვაციური მიღწევებიცა და ახალი ეკომეგობრული საცხებ-საპოხი მასალებიც გამოსვლისთანავე მოხვდება როგორც საქართველოსისე აზერბაიჯანის პორტფელშიპროდუქცია ხელმისაწვდომი იქნება  „თეგეტას“  ფილიალებშიასევე კორპორაციული და   საბითუმო გაყიდვების საშუალებით“. 

აზერბაიჯანის ბაზარზე შესვლა „თეგეტა მოტორსისა“ და  MOTUL-ის თანამშრომლობის ახალი ეტაპის მხოლოდ პირველი ფაზაა. სამომავლოდ კომპანია გეგმავს ქსელის კიდევ უფრო მეტად გაფართოებას და უზბეკეთისა და სომხეთის ბაზრების ათვისებას.

თეგეტა მოტორსის  შესახებ:  თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტო მომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორისარის  Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:07

    თიბისი კამპუსის განათლების პროგრამები იწყება...

    თუ ხარ 18-დან 24 წლის, არ აქვს მნიშვნელობა საქართველოს რომელ კუთხეში ცხოვრობ, ეს შენი შანსია დაეუფლო ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს და თიბისი კამპუსში, სრულიად უფასოდ ისწავლო ბიზნესის და ტექნოლოგიური მ...

  • 10:49

    PSP ფარმას მეორედ მიენიჭა GDP სტანდარტთან შესაბამი...

    PSP ფარმამ GDP სტანდარტის შესაბამისობის აუდიტი უკვე მეორედ, წარმატებით გაიარა და მიენიჭა „კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის“ შესაბამისობის სერტიფიკატი.     მსოფლიოს განვითარებული ქვ...

  • 10:42

    „ჭიქა“ — კაფე საკუთარი წარმოების ყავითა და საკონდი...

    კაფე „ჭიქას“ შექმნის ამბავი ზუსტად გვახსენებს, რომ რაიმეს დასასრულს ყოველთვის რაღაც ახალი მოსდევს. ყველაფერი რთულ დროს დაიწყო — მაშინ, როცა მსოფლიოში კოვიდ-19-ის პანდემია იყო გავრცელ...

  • 11:41

    ქართული რაგბის არქიტექტორი...

    მსოფლიო რაგბი ლეგენდარულ კლოდ სორელს ემშვიდობება - ფრანგ მორაგბესა და მწვრთნელს, რომელიც 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. სორელი საფრანგეთის ქალაქ ბეზიეში, 1948 წლის 17 აპრილს დაიბადა და როგორც ფრანგულ, ი...

  • 11:32

    თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმარ...

    თიბისის მხარდაჭერით და საქართველოს წიგნის ასოციაციის ორგანიზებით, 10-13 აპრილს ექსპო ჯორჯია თბილისის წიგნის ბაზრობას უმასპინძლებს. თბილისი წიგნის ბაზრობა - ეს არის ადგილი, სადაც ყველა თაობის ადამიან...

  • 14:58

    თიბისი x ქართული რაგბი - 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრე...

    საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგეთში, ქალაქ ვიშში გაემგზავრა, სადაც 6 ერის ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალზე, საქართველოსა და 6 ერის ქვეყნების (საფრანგეთი, უელსი, ინგლისი, ი...

  • 11:58

    თიბისიმ, საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურ...

    მსოფლიოში ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა - Euromoney, თიბისი საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის დააჯილდოვა.   ჯილდო ბანკმა თიბისი კონცეპტისა და თიბისი WM-ის მაღალშემ...