2 2 : 4 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ლიბერთის მხარდაჭერით უმაღლეს სასწავლებელთა შორის დაპროგრამებაში მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალი ჩატარდა

ლი­ბერ­თის მხარ­და­ჭე­რი­თა და სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბით, ქუ­თა­ი­სის აკა­კი წე­რეთ­ლის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტმა პროგ­რა­მი­რე­ბა­ში უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­თა შო­რის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის ნა­ხე­ვარ­ფი­ნალს და სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის ღია ჩემ­პი­ო­ნატს უმას­პინ­ძლა.წელს  გამარჯვებულ გუნდებს შორის, ერთმა გუნდმა საქართველოდან ნახევარფინალურ ეტაპზე წარმატებულად იასპარეზა და მომავალ წელს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში იასპარეზებს.

 

"დასრულდა 2023-2024 წლების სეზონის უმაღლეს სასწავლებელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის (ICPC – Internatimal Collegiate Prohgramming Contest) ნახევარფინალი პროგრამირებაში, ე. წ. ჩრდილო ევრაზიის ზონაში (NERC – Northern Eurasia Regional Contest) შემავალი ქვეყნების: სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გუნდებისთვის. 

ICPC-ის ნახევარფინალში მონაწილეობის უფლება 42-მა გუნდმა მოიპოვა, მათ შორის სომხეთიდან - 12, აზერბაიჯანიდან -15 და საქართველოდან -15 გუნდი მონაწილეობდა. სასიხარულოა ის, რომ თბილისის და ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტების გუნდებმა წარმატებით იასპარეზეს და  ფინალში გადავიდნენ. ვულოცავ გამარჯვებულ გუნდებს ასეთი მნიშვნელოვან შედეგს, რადგან ასეთ ჩემპიონატებს  წამყვანი ორგანიზაციები, როგორებიცაა: google, facebook და სხვა კომპანიები, ნიჭიერი ახალგაზრდების დასაქმების მიზნით აკვირდებიან. წარმატებას ვუსურვებ ფინალში გასულ გუნდებს, რომლებიც 2024 წელს ეგვიპტეში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში იასპარეზებენ“ - იასონ ზარქუა, პროგრამისტთა ასოციაციის თანადამფუძნებელი.

 

"ლიბერთის სტრატეგიის პრიორიტეტია საგანმანათლებლო პროექტების მხარდაჭერა და ნიჭიერი ახალგაზრდების ხელშეწყობა. წელს კიდევ ერთხელ მოგვეცა საშუალება მასშტაბური და  მნიშვნელოვანი ღონისძიების ორგანიზებაში მიგვეღო მონაწილეობა. ტრადიციულად, ლიბერთის  თანადგომით, პროგრამისტთა მხარდაჭერის ასოციაცია ატარებს დაპროგრამებაში სტუდენტებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალს, რომელიც მოიცავს სამხრეთ კავკასიის რეგიონს. განსაკუთრებით სასიხარულოა,ის  რომ წელს ქართულმა გუნდმა გადალახა ნახევარფინალური ეტაპი და მომავალ წელს ქართველი სტუდენტები უკვე ფინალში იასპარეზებენ. ლიბერთი  ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია საქართველოში ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით. ყოველწლიურად ათობით ნიჭიერ ახალგაზრდას ეძლევა ჩვენს ბანკში სტაჟირების შესაძლებლობა და მათი უმრავლესობა კარიერულ წინსვლას სწორედ ლიბერთიში აგრძელებს - თორნიკე ბენიძე, ლიბერთის ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულების დირექტორი.  

 

ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 4500-ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით - 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება. 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:05

    რატომ მყარდება ლარი? - თიბისი კაპიტალის ყოველკვირე...

    როგორც თიბისი კაპიტალმა წინა განახლებაში აღნიშნა, წმინდა სავალუტო შემოდინებების მთავარ წყაროებზე დაყრდნობით, მოკლევადიან პერიოდში ლარის მნიშვნელოვანი მერყეობა საბაზო სცენარად არ განიხილება. შესაბამის...

  • 13:01

    თიბისი OKR Forum 2025-ის გამარჯვებულია ...

    თიბისიმ ახალ გამარჯვებას და წარმატებას მიაღწია საერთაშორისო ვირტუალურ ფორუმზე - OKR Forum 2025. წელს, ფორუმზე 200-მდე აპლიკაცია მიიღეს განსახილველად და გამარჯვებულები სამ ძირითად ნომინაციაში გამოცხა...

  • 15:31

    თიბისი კვლავ Svaneti Freeride Week Junior-ის მხარდ...

    თიბისი წელსაც აქტიურად აგრძელებს ზამთრის სპორტის მხარდაჭერას.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღირებულება ახალი თაობის სპორტსმენების განვითარების ხელშეწყობაა და სწორედ ამიტომ, უკვე მეორე წელია, თიბი...

  • 11:47

    თიბისი მომხმარებლის გამოცდილების მართვის (CX) წლის...

    კომპანია CX Hub, თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში უკვე მეორედ ატარებს Customer Experience (CX) Business Summit-ს - წლის მთავარ ღონისძიებას CX-ის მიმართულებით. სამიტზე მომხმარებლის და თანამშრომლ...

  • 10:09

    PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო მსოფლიოს ცნობილი...

      PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო. შეარჩიეთ „ვალენტინობის“ საჩუქარი PSP-ს სილამაზისა და თავის მოვლის მსოფლიოში ცნობილი ბრენდების მარავალფეროვანი ასორტიმენტიდან განსაკუთრებული ფასდაკ...

  • 18:04

    „თეგეტა ჰოლდინგი“ AmCham-ისა და MAC Georgia-ს სასტ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში...