1 5 : 1 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, მულტიფუნქციური კომპლექსი “სიმეტრია ჯიქია” შენდება

თიბისის მხარდაჭერით, საბურთალოზე მულტიფუნქციური კომპლექსი “სიმეტრია ჯიქია” შენდება.

კომპლექსი 3 მიმართულებას აერთიანებს: საცხოვრებელ და კომერციულ სივრცეებსა და ბიზნეს ცენტრს.

 

კომპლექსი დაპროექტებულია ყოველდღიური საჭიროებების გათვალისწინებით სადაც ყველა დეტალზე ნაფიქრია. საცურაო აუზი, სპორტული დარბაზი, საკვები ობიექტები, მაღაზიები, საერთო სამუშაო სივრცეები და იზოლირებული ეზო მაცხოვრებლებისათვის, სადაც გათვალისწინებულია როგორც სპორტული მოედანი, ასევე ბავშვთა გასართობი სივრცე, ყოველდღიური ცხოვრებისთვის, მუშაობისა და დასვენებისთვის შესაბამის გარემოს შექმნის.

 

საერთო სივრცეებს, ეზოს, მოედანს და მწვანე ტერასებს კომპლექსში 3000 მკვ.მ ფართობი უკავია.

 

პროექტს სტრატეგიული ადგილმდებარეობა აქვს - საბურთალოს ოთხი ქუჩის - ქავთარაძის, სანდრო ეულის, პოლიტკოვსკაიასა და უნივერსიტეტის ქუჩების კვეთა, რაც საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. უახლოესი მეტროს სადგური, პროექტიდან 150 მეტრში მდებარეობს.

 

პროექტი  გამოირჩევა პრაქტიკული გეგმარებითა და ენერგოეფექტურობით, რაც მაქსიმალურ კომფორტს უზრუნველყოფს.

 

პროექტის მშენებლობა 2027 წელს დასრულდება.

 

„ჩვენთვის „სიმეტრია ჯიქია“, ადამიანსა და გარემოზე ნაფიქრი  კიდევ ერთი პროექტია. პროექტის ფუნქციურობიდან და მდებარეობიდან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ „სიმეტრია ჯიქიას“ უდიდესი პოტენციალი აქვს ჩამოყალიბდეს ამ უბნის ე.წ. ჰაბად, სადაც ყველა ფუნქცია იქნება თავმოყრილი კარგი ცხოვრების, მუშაობისა და თუ დასვენებისათვის. გვიხარია, რომ პროექტ „სიმეტრია ჯიქიას“ განვითარება გვიწევს ისეთ პარტნიორებთან ერთად, როგორიცაა „თიბისი ბანკი“ და „კაპიტოლ მენეჯმენტი“. გვჯერა, რომ არსებული რესურსების გაერთიანებით შევქმნით ისეთ ფასეულ აქტივს, რომელიც ყველა ჩართული მხარისათვის სიმეტრიული სარგებლის მომტანი იქნება“, - უჩა ქართველიშვილი, „სიმეტრიასდირექტორი.

 

„მოხარული ვარ, რომ “სიმეტრიას” და თიბისის პარტნიორობის ფარგლებში, იქმნება პროექტი, რომელიც მოსახლეობას, საცხოვრებლად, თანამედროვე დიზაინისა და სრულყოფილი ინფრასტრუქტურის მულტიფუნქციურ გარემოს შესთავაზებს. ჩვენთვის, როგორც 41%-იანი ბაზრის წილით, დეველოპერული და უძრავი ქონების სექტორის #1 მხარდამჭერისთვის, მნიშვნელოვანია სექტორის სწორად განვითარება, განსაკუთრებით ახლა, როდესაც უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნა სულ უფრო მზარდია“, - გიორგი დარჩიაშვილი - თიბისის მსხვილი და საშუალო კორპორატიული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის დირექტორი.

 

კომპანია „სიმეტრია“ 10 წელზე მეტია ქმნის ფასეულ უძრავ ქონებას საქართველოში.  დღეისათვის მის პორტფოლიოში მრავალი მნიშვნელოვანი პროექტია წარმოდგენილი, მაგალითად: Holiday Inn Express Tbilsi Avlabari – თბილისში; Best Western Kutaisi – პირველი ბრენდული სასტუმრო ქუთაისში; სავაჭრო ცენტრი „გლდანი მოლი“; საცხოვრებელი კომპლექსები – „სიმეტრია ვაკე” და „სიმეტრია ლისი“. ამ ეტაპზე დასრულების პროცესშია პრემიუმ კლასის საცხოვრებელი უბანი „სიმეტრია პარკი“ მთაწმინდის რაიონში.

 

„სიმეტრიას“ მიზანია, საიმედო პარტნიორი გახდეს უძრავი ქონებით დაინტერესებული ადამიანებისთვის და მათთან ერთად შექმნას ისეთი აქტივები, საიდანაც ყველა სიმეტრიულ სარგებელს მიიღებს.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    თიბისი x ქართული რაგბი - 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრე...

    საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგეთში, ქალაქ ვიშში გაემგზავრა, სადაც 6 ერის ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალზე, საქართველოსა და 6 ერის ქვეყნების (საფრანგეთი, უელსი, ინგლისი, ი...

  • 11:58

    თიბისიმ, საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურ...

    მსოფლიოში ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა - Euromoney, თიბისი საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის დააჯილდოვა.   ჯილდო ბანკმა თიბისი კონცეპტისა და თიბისი WM-ის მაღალშემ...

  • 11:09

    ZEG Storytelling Festival 13-15 ივნისი ...

    როგორ შეიძლება დაგანახოს ომი  სატირიკოსმა მწერალმა და მონაცემთა მეცნიერმა? რა შეიძლება გასწავლოს ფილოსოფოსმა ამბის თხრობაზე? რას გვიყვებიან განსაკუთრებულს ჩვენი პლანეტის შესახებ არქიტექტორე...

  • 18:46

    მალე საირმის ტყეს კეთილშობილი კავკასიური ირემი დაუ...

    ·         საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარეობს, რომლის ერთ-ერთი ნაწილი ე.წ. ფერმის მოწყობაა, სადაც წითელ ნუსხაში შეტანილ ცხოველებს გაამრავლებენ და ბუ...

  • 17:15

    თიბისის გუნდმა Young Lions Georgia 2025-ზე ოქროს მ...

    კანის ახალგაზრდული ლომების ფესტივალი შემოქმედებითი ინდუსტრიის ყველაზე პრესტიჟული კონკურსია, სადაც მონაწილეობას ქვეყნის საუკეთესო ტალანტები იღებენ. წელს კონკურსს უპრეცედენტოდ ბევრი მონაწილე ჰყავდა. სხ...

  • 15:07

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მარტში ქალი მეწარმ...

    საქართველოს ბანკისთვის სტარტაპ ეკოსისტემის განვითარება და ქალი მეწარმეების ხელშეწყობა ორი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, Startup Grind-თან ერთად, ბიზნეს 360-ის ფარგლებში, მარტის თვე ქალ მე...

  • 12:53

    თიბისი x გურჯაანის „დელტა“ - პარტნიორობა რეგიონული...

    თიბისი გურჯაანის საკალათბურთო კლუბის - „დელტას“ მხარდამჭერია. პარტნიორობა 2024 წელს დაიწყო და წელსაც გრძელდება, რადგან თიბისისთვის რეგიონული პროექტების მხარდაჭერა ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტ...