2 1 : 4 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ლიბერთი ჯანსაღი ცხოვრებისთვის

ლიბერთის მხარდაჭერით თბილისში SPORTFEST 2023 მიმდინარეობს

 

 

ლიბერთის მხარდაჭერითა და პარტნიორობით, ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონში, პირველი სპორტული ფესტივალი საქართველოში -  SPORTFEST 2023 იმართება.

 

ლიბერთი, SPORTFEST-ის მხარდაჭერით, საშუალებას აძლევს ნებისმიერი თაობის ადამიანს გაეცნოს სხვადასხვა სპორტის სახეობას, შეხვდეს ცნობილ სპორტსმენებს და მრავალფეროვანი აქტივობებით გაერთოს ოჯახთან და მეგობრებთან ერთად.

 

ფესტივალზე მოსული, სპორტით დაინტერესებული სტუმრებისთვის მზად არის პავილიონის შიდა და გარე სივრცეები, რომელშიც მოწყობილია  სპორტის სხვადასხვა სახეობის ზონები, სპორტ არენა, სცენა სხვადასხვა სპიკერებით, საბავშვო, გასართობი და კვების ზონები.

 

ფესტივალზე ყველა ასაკის ადამიანს შეუძლია ჩაერთოს მეგობრულ და მხიარულ პაექრობებში. ფესტივალს ესწრებიან გულშემატკივრებისთვის საყვარელი, ცნობილი სპორტსმენები. სპორტფესტის მიზანია შეკრიბოს ყველა თაობის ადამიანი და დააინტერესოს ჯანსაღი და აქტიური ცხოვრების წესით.

 

ფესტივალის პირველ დღეს, ლიბერთის სივრცეში ხუთგზის ოლიმპიური ჩემპიონი  ნანა იოსელიანი საჭადრაკო დაფასთან ერთდროულად შეხვდა სხვადასხვა ასაკის მოთამაშეებს.

 

დღეს, ლიბერთის სივრცეში, საქართველოს ჩემპიონი, 11 წლის ერეკლე ტაბატაძე, პირველ 10 რეგისტრირებულ მოთამაშეს ერთდროულად შეეჯიბრება.

 

SPORTFEST 2023, დღის ბოლომდე, 21:00 საათამდე გაგრძელდება და ყველა მსურველისთვის დასწრება თავისუფალია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:04

    „თეგეტა ჰოლდინგი“ AmCham-ისა და MAC Georgia-ს სასტ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში...

  • 13:25

    თიბისი, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი 2024 წელს აჯ...

    თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...

  • 13:25

    თიბისი, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი 2024 წელს აჯ...

    თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...

  • 10:59

    თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება...

    თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ბიზნესებს საინტერესო თემატიკის შეხვედრებზე დასწრების შესაძლებლობა 2025 წელსაც ექნებათ.   თებერვლის თვეში, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალი ტრენერების ...

  • 14:56

    „თეგეტა მოტორსში“ ზამთრის საბურავებზე 30%-იანი ფას...

    ცივ სეზონზე ავტოსაგზაო შემთხვევის რისკი იზრდება, რაც ხშირ შემთხვევაში ავტომობილის არასათანადოდ აღჭურვითაა გამოწვეული. უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი საბურავია, რა...

  • 18:09

    FinOps თიბისიში - ფინანსური ეფექტურობა და ოპერაციუ...

    ინოვაციური მიდგომები და უწყვეტი განვითარება თიბისის ორგანიზაციული კულტურაა, რომლის ნათელი მაგალითია FinOps პრაქტიკის დანერგვა. იგი ფინანსების, IT-ისა და ბიზნესის გუნდებს აერთიანებს, რათა მათ ღრუბლოვა...