2 3 : 0 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი და Forbes Woman მასშტაბურ ქალთა ღონისძიებას „The Power of No” გამართავენ

 

თიბისისა და Forbes Woman-ის თანამშრომლობით 22 აპრილს „სტამბაში“ ღონისძიება „The Power of No” გაიმართება, რომელიც მიზნად ისახავს ქალთა გაძლიერებას და პროფესიულ გზაზე მათ მოტივირებას. კონფერენციაზე  დამწყები და  შემდგარი პროფესიონალი ქალები გაეცნობიან სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ქართველი წარმატებული ქალების პროფესიულ ბიოგრაფიებს, მათ კარიერულ განვითარებაში „არა“-ს როლს და ამ გამოცდილებას ცოდნად აქცევენ. ღონისძიება დიალოგის ფორმატში,  მომხსენებლების, მოდერატორებისა და აუდიტორიის მხრიდან ურთიერთშემეცნების გზით.

„The Power of No“ - ამ წამოწყებით ადამიანების ავთენტური და ცოცხალი ისტორიები შეიკრიბება, თეორიულ ჩარჩოში გაანალიზდება, ცნებით კატეგორიებად ითარგმნება და ცოდნად იქცევა. მოტივიაციის ზრდის, ინსპირაციის მიღებისა და გამოცდილების გაზიარების გარდა “The Power of No”-ს მონაწილეები ცოდნას ინტერაქციულად, საველე პირობებში წარმოქმნიან. ქალისა და ზოგადად, ადამიანის განვითარების ეროვნული დისკურსი კი რამდენიმე ასეული ადამიანის შემოქმედებითი თანაავტორობით აიგება,“ - თამარ თანდაშვილი, სამიტის კურატორი.

„ქალთა გაძლიერება თიბისისთვის ის სივრცეა, რომელიც სრულ თანხვედრაშია ბრენდის კულტურასთან და ESG სტრატეგიასთან. ეს ინიციატივა ბევრი ქალისთვის მოტივაციის მიმცემი და შთამაგონებელია, რადგან მნიშვნელოვანი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობას იძლევა. წარმატების მაგალითი მძლავრი ინსტრუმენტია, რომელიც ქალებს ცხოვრებისეული და პროფესიული ბარიერების გადალახვაში დაეხმარება. გვჯერა, რომ Forbes Woman-თან ჩვენი მორიგი პარტნიორობა ბევრი ქალის ცხოვრებაში მნიშვნელოვან მუხტად იქცევა, რომ უკეთესობისკენ შეცვალონ ის, რისი შეცვლაც შეუძლიათ” - თამთა კუპრაძე, თიბისის სტრატეგიული კომუნიკაციების ლიდერი

ქალისა და კაცის პროფესიული განვითარების გზა ერთმანეთისგან მრავალი ასპექტით განსხვავდება. „The Power of No“-ს ფოკუსი ის სტრუქტურული და კულტურული ბარიერებია, რომლებიც გენდერულად სპეციფიკურია მსოფლიოს მასშტაბით და ქალთა კარიერულ წინსვლას მნიშვნელოვნად აფერხებს. სიტყვა „არა” გამოყენებულია როგორც მეტაფორა და მასში გაერთიანებულია ხელისშემშლელი სოციალური კონტექსტი, მჩაგვრელი ინსტიტუციური მოწყობა და თვით-დამაკნინებელი აზროვნება.

თიბისისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი პროექტების მხარდაჭერა, რომელთა მიზანიც ქალების პროფესიული განვითარება, დასაქმება და გენდერული თანასწორობის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა. თიბისი აქტიურად არის ჩართული ქალთა გაძლიერების, დასაქმებისა და სხვადასხვა უნარების გამომუშავების ხელშემწყობ პროექტებში.

ღონისძიება 22 მარტს 12:00 საათიდან 20:00 საათამდე სასტუმრო „სტამბაში“ გაიმართება. მას მოწვეული სპიკერები გაუძღვებიან, აუდიტორიას თავიანთ ისტორიებს გააცნობენ და პრაქტიკულ რეკომენდაციებს გასცემენ.

 

ბილეთების შეძინა შესაძლებელია ბმულზე: http://tkt.ge/ThepowerofNO

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:04

    „თეგეტა ჰოლდინგი“ AmCham-ისა და MAC Georgia-ს სასტ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში...

  • 13:25

    თიბისი, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი 2024 წელს აჯ...

    თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...

  • 13:25

    თიბისი, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი 2024 წელს აჯ...

    თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...

  • 10:59

    თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება...

    თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ბიზნესებს საინტერესო თემატიკის შეხვედრებზე დასწრების შესაძლებლობა 2025 წელსაც ექნებათ.   თებერვლის თვეში, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალი ტრენერების ...

  • 14:56

    „თეგეტა მოტორსში“ ზამთრის საბურავებზე 30%-იანი ფას...

    ცივ სეზონზე ავტოსაგზაო შემთხვევის რისკი იზრდება, რაც ხშირ შემთხვევაში ავტომობილის არასათანადოდ აღჭურვითაა გამოწვეული. უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი საბურავია, რა...

  • 18:09

    FinOps თიბისიში - ფინანსური ეფექტურობა და ოპერაციუ...

    ინოვაციური მიდგომები და უწყვეტი განვითარება თიბისის ორგანიზაციული კულტურაა, რომლის ნათელი მაგალითია FinOps პრაქტიკის დანერგვა. იგი ფინანსების, IT-ისა და ბიზნესის გუნდებს აერთიანებს, რათა მათ ღრუბლოვა...