1 8 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

აზიის განვითარების ბანკსა (ADB) და საქართველოს ბანკს შორის მცირე ზომის ბიზნესების ხელშეწყობის მიზნით მიწოდების ჯაჭვის დაფინანსებაზე შეთანხმება გაფორმდა

 

საქართველოს ბანკი პარტნიორებთან ერთად ბიზნესების გაძლიერების ხელშეწყობას აგრძელებს. ამ მიზნით, აზიის განვითარების ბანკთან ერთად ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც მოხდება საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა და მათთვის მიწოდების ჯაჭვის დაფინანსება. მსგავსი ხელშეკრულება აზიის განვითარების ბანკისთვის (ADB) აზიის მასშტაბით პირველია და ის საქართველოს ბანკთან გაფორმდა.

 

მიწოდების ჯაჭვის დაფინანსება მცირე და საშუალო ზომის  ბიზნესებს საბრუნავი კაპიტალით მსხვილ კორპორაციებთან ურთიერთობების ბერკეტს აძლევს. საქართველოს ბანკისა და ADB-ის ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვის დაფინანსების პროგრამა (TSCFP) მცირე ბიზნესისთვის არსებულ კორპორატიულ რისკს გაიზიარებს, რაც მეწარმეებს მისცემს შესაძლებლობას, უფრო მეტად განვითარდნენ და გაძლიერდნენ. ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვის დაფინანსების პროგრამა არის საქართველოსთვის ორწლიანი ტექნიკური დახმარების პროგრამა, რომელიც ასევე ხორციელდება აზიის განვითარებად ქვეყნებში.

 

„ეს შეთანხმება კიდევ უფრო აფართოვებს საქართველოს ბანკთან პარტნიორობას, რომელიც

მიწოდების ჯაჭვის დაფინანსებაზე, ჯერ კიდევ  2011 წელს დაიწყო “, - განაცხადა სტივენ ბეკმა, TSCFP-ის ხელმძღვანელმა. „მიწოდების ჯაჭვის დაფინანსების ხელშეწყობის ის სტრატეგია, რომელიც გვაქვს ჩვენს პარტნიორ ბანკებთან, მიმართულია იმისკენ, რომ მცირე კომპანიებმა აითვისონ  განვითარებადი აზიის ბაზრები,  მონაწილეობა მიიღონ მიწოდების გლობალურ ქსელებში, რაც მათ ხელს შეუწყობს მასშტაბირებასა და ზრდაში, იმაში რომ შექმნან ახალი სამუშაო ადგილები. გვაქვს მოლოდინი, რომ ეს შეთანხმება იქნება ერთერთი იმ მრავალი გარიგებიდან, რომელიც გააუმჯობესებს თამაშის წესებს იმ მცირე კომპანიებისთვის, რომლებიც ქმნიან სამუშაო ადგილებს განვითარებად აზიაში, ”- დასძინა სტივენ ბეკმა.

 

”საქართველოს ბანკისთვის მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, სწორედ ამ მიზანს ემსახურება ბანკსა და მის მრავალწლიან პარტნიორს, აზიის განვითარების ბანკს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც მიმართულია მცირე ზომის ბიზნესების კიდევ უფრო გაძლიერებისთვის და მათთვის ახალი ბაზრების ათვისების ხელშეწყობისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის ცოდნა, ექსპერტიზა და გამოცილება, რაც დაგროვდა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკების სახით, გამოვიყენოთ საქართველოში და ბიზნესებს მივცეთ შესაძლებლობა, ნაკლები რისკით დაიწყონ პარტნიორობა დიდ კორპორაციებთან.  საქართველოს ბანკსა და ADB–ს შორის პარტნიორობა შესაძლებლობას მოგვცემს გავაძლიეროთ ჩვენი პოზიცია, როგორც ფინანსური ინსტიტუტისა, რომელიც ზრუნავს, რათა შექმნას  ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვის დაფინანსების კიდევ უფრო ხელმისაწვდომი პროდუქტები მცირე და საშუალო ზომის კომპანიებისთვის”, - განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა.

 

 

ინფორმაციისთვის, ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვის დაფინანსების პროგრამა (TSCFP)  ტრენინგებითა და სხვა ტექნიკური სახის მხარდაჭერით  განვითარებადი აზიის ქვეყნებში ბანკებს აძლევს შესაძლებლობას, უფრო სწრაფად გაიზიარონ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა მიწოდების ჯაჭვის დაფინანსების მიმართულებით.  ADB-ის შეფასებით, ვაჭრობის დაფინანსების მოთხოვნასა და ფინანსურ ხელმისაწვდომობას შორის სხვაობა მინიმუმ 2 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს, რითიც ყველაზე მეტად მცირე და საშუალო ზომის  კომპანიები ზარალდებიან.

 

აზიის განვითარების ბანკი AAA საკრედიტო რეიტინგით და 250-ზე მეტ პარტნიორ ბანკთან თანამშრომლობით, TSCFP პროგრამის ფარგლებში უზრუნველყოფს ვაჭრობისა და მიწოდების ქსელის  ფინანსურ ხელმისაწვდომობას სესხებითა და გარანტიებით, რომლებიც მხარს უჭერს ეკონომიკურ ზრდას და ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს ცხოვრების დონის გასაუმჯობესებლად. TSCFP ინიციატივები ხელს უწყობს, რომ  გლობალური ვაჭრობა და მიწოდების ქსელი გახდეს უფრო მწვანე, მდგრადი, ინკლუზიური, გამჭვირვალე და სოციალურად პასუხისმგებლიანი.

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:32

    Thermo King-ის ავტოტრანსპორტის სამაცივრე აგრეგატებ...

    ექსკლუზიური სერვისი „თეგეტა მოტორსის“ პორტფელში - გეზის ტერიტორიაზე მდებარე სრულად განახლებულ ფილიალში კომპანია მომხმარებელს Thermo King-ის სამაცივრე აგრეგატების ნაწილების ფართო ასორტიმენ...

  • 12:13

    Max Groom — სალონი ოთხფეხა მეგობრებისთვის, რომელიც...

    თანამედროვე სამყაროში ჩვენს ოთხფეხა მეგობრებზე ზრუნვა იმაზე გაცილებით მარტივი და მრავალფეროვანია, ვიდრე წლების წინ იყო. ძაღლებსა და კატებს ოჯახის წევრებად მივიჩნევთ, შესაბამისად, მათ მოვლასა თუ გალამ...

  • 12:13

    Max Groom — სალონი ოთხფეხა მეგობრებისთვის, რომელიც...

    თანამედროვე სამყაროში ჩვენს ოთხფეხა მეგობრებზე ზრუნვა იმაზე გაცილებით მარტივი და მრავალფეროვანია, ვიდრე წლების წინ იყო. ძაღლებსა და კატებს ოჯახის წევრებად მივიჩნევთ, შესაბამისად, მათ მოვლასა თუ გალამ...

  • 09:47

    მიზანი 100%-ით შესრულდა - ბორჯღალოსნები მსოფლიო თა...

    საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი ესპანეთთან გამარჯვებით დაასრულა, ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და ნახევარფინალისა და ფინალის მასპინძლობის უფლებაც მოიპ...

  • 15:28

    თიბისის მხარდაჭერით, Svaneti Freeride Week Junior ...

    13 თებერვალს, Svaneti Freeride Week Junior-ის ერთვარსკვლავიანი ტურნირით, სვანეთის ფრირაიდ კვირეული ოფიციალურად დაიწყო. ზედიზედ მეორე წელია, თიბისი ახალგაზრდა ქართველი ფრირაიდერების აქტიური მხარდამჭერ...

  • 15:25

    ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის წევრმა 8 ...

    ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის წევრმა 8 კომპანიამ, თიბისის მხარდაჭერით, ინდოეთის ქალაქ მუმბაიში, საერთაშორისო გამოფენაში - MEWA INDIA 2025 მიიღო მონაწილეობა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდეს...

  • 10:40

    თიბისის მხარდაჭერით საერთაშორისო ფოტოფესტივალი „ქო...

    თიბისის მხარდაჭერით 2-6 მაისს, „ქოლგა თბილისი ფოტო" წელს 24-ედ ჩატარდება და ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენებს უმასპინძლებს.   ფესტივალის ფარგლებში 15 მარტის ჩათვლით ცხადდება ...