2 0 : 4 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გურიაში ლურჯი მოცვის პლანტაციის გაშენების მიზნით ინვესტიცია განხორციელდა

საქართველოს ბანკი რეგიონებში ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. საქართველოს ბანკთან პარტნიორობით გურიაში, დაბა ლაითურში კომპანია „ლურჯი მოცვის“ მიერ 15.4  ჰა-ზე პლანტაცია გაშენდება. მიწის ნაკვეთის შესყიდვის მიზნით კომპანიის მიერ 205 000 ევროს ინვესტიცია განხორციელდა, ბანკის ფინანსური მხარდაჭერა კი 1.5 მლნ ლარს შეადგენს. გამოყოფილი ინვესტიცია ლურჯი მოცვის თანამედროვე ინტენსიური საადრეო ჯიშების შესყიდვას, პლანტაციის გაშენებას, სამაცივრე მეურნეობის და საჭირო ტექნიკის შესყიდვას მოხმარდება.

 

„კომპანიის მიერ პლანტაციის გაშენების მიზნით ფართობის დამუშავება თებერვალში დავიწყეთ. ჩატარდა სერიოზული სამუშაოები ნაკვეთის გაწმენდასთან დაკავშირებით. ნაკვეთზე მიმდინარეობს 300 ტონაზე გათვლილი წყალსაცავის მოწყობა. საბოლოო ჯამში, სექტემბრის ბოლოს, ნერგების დასარგავად მთლიანი ფართობი 15.4 ჰა იქნება მზად. პლანტაციების გაშენების შემდეგ  კომპანიაში  დაახლოებით 200 ტონა მოცვის მოსავალს ველოდებით. აქტიურად ვმუშაობთ ისეთი სტანდარტების დანერგვაზე როგორებიცაა: HACCP (ჰასპი), GLOBAL GAP (გლობალ გაპი), GRASP (სოციალურ პრაქტიკაში გლობალური რისკების შეფასება), ISO 9001. მოცვის რეალიზაციის ძირითადი ბაზარი იქნება ევროკავშირი, ასევე, ექსპორტზე გავა მეზობელ და სპარსეთის ყურის ქვეყნებში“, - აღნიშნავს ნანა ბიწაძე, კომპანია „ლურჯი მოცვის“ დირექტორი. „ვცდილობთ შევქმნათ ლურჯი მოცვის შესანახი სპეციალიზებული სტაციონარული საცავები, რომელიც  აღჭურვილი იქნება სავენტილაციო დანადგარებით, სადაც არსებული ნორმატიულ-ტექნიკური მოთხოვნების შესაბამისად შეიქმნება საჭირო ტემპერატურული რეჟიმი და ფარდობითი ტენიანობა. მოცვის შოკური გაყინვა და შემდგომ მისი შენახვის ტექნოლოგია განსაკუთრებით რთულია. ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკება მსოფლიოში საუკეთესო სამაცივრე მეურნეობების კონტრაქტორ კომპანიებთან 200 ტონიანი მოცულობის მაცივრის დასაპროექტებლად, რომელიც მოიცავს პროდუქციის ჩქარი გაგრილების განყოფილებას. აქ მოცვის ნაყოფი 25-30 გრადუსიდან 1-2 გრადუსამდე გაგრილდება ერთი საათის განმავლობაში, რაც გაზრდის მის მდგრადობას და შესაბამისად, შენახვის ვადასაც. პროექტის განხორციელოებისას მუდმივად დასაქმებული იქნება 10-15 ადგილობრივი მაცხოვრებელი, ხოლო სეზონურად 150-200 თანამშრომელი“,- დასძენს  ნანა ბიწაძე.

 

„მოხარული ვართ, მხარი დავუჭიროთ კიდევ ერთ, ეკონომიკურად გამართულ პროექტს, რომელსაც  ჩვენი პარტნიორი კომპანია „ლურჯი მოცვი“ ახორციელებს და რაც გურიაში 15.4 ჰა მოცვის პლანტაციის გაშენებას გულისხმობს. ბოლო დროის მონაცემების ანალიზით ამ ბიზნესს დიდი პოტენციალი აქვს და ის კიდევ მეტად უნდა განვითარდეს.  უნდა შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები და ამით ხელი შეეწყოს ჩვენი რეგიონისა და ქვეყნის ეკონომიკურ გაძლიერებას. სასიამოვნოა, რომ კომპანია არ ჩერდება და სამომავლოდ უკვე დაგეგმილია  საჭირო სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისა და აგრეგატების შეძენა. ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ მსგავსი პროექტების განხორციელებას, განსაკუთრებით კი რეგიონებში“, - განაცხადა ნათია ღლონტმა, საქართველოს ბანკის აჭარის რეგიონის კორპორაციული საბანკო მომსახურების სექტორის უფროსმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:32

    Thermo King-ის ავტოტრანსპორტის სამაცივრე აგრეგატებ...

    ექსკლუზიური სერვისი „თეგეტა მოტორსის“ პორტფელში - გეზის ტერიტორიაზე მდებარე სრულად განახლებულ ფილიალში კომპანია მომხმარებელს Thermo King-ის სამაცივრე აგრეგატების ნაწილების ფართო ასორტიმენ...

  • 12:13

    Max Groom — სალონი ოთხფეხა მეგობრებისთვის, რომელიც...

    თანამედროვე სამყაროში ჩვენს ოთხფეხა მეგობრებზე ზრუნვა იმაზე გაცილებით მარტივი და მრავალფეროვანია, ვიდრე წლების წინ იყო. ძაღლებსა და კატებს ოჯახის წევრებად მივიჩნევთ, შესაბამისად, მათ მოვლასა თუ გალამ...

  • 12:13

    Max Groom — სალონი ოთხფეხა მეგობრებისთვის, რომელიც...

    თანამედროვე სამყაროში ჩვენს ოთხფეხა მეგობრებზე ზრუნვა იმაზე გაცილებით მარტივი და მრავალფეროვანია, ვიდრე წლების წინ იყო. ძაღლებსა და კატებს ოჯახის წევრებად მივიჩნევთ, შესაბამისად, მათ მოვლასა თუ გალამ...

  • 09:47

    მიზანი 100%-ით შესრულდა - ბორჯღალოსნები მსოფლიო თა...

    საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი ესპანეთთან გამარჯვებით დაასრულა, ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და ნახევარფინალისა და ფინალის მასპინძლობის უფლებაც მოიპ...

  • 15:28

    თიბისის მხარდაჭერით, Svaneti Freeride Week Junior ...

    13 თებერვალს, Svaneti Freeride Week Junior-ის ერთვარსკვლავიანი ტურნირით, სვანეთის ფრირაიდ კვირეული ოფიციალურად დაიწყო. ზედიზედ მეორე წელია, თიბისი ახალგაზრდა ქართველი ფრირაიდერების აქტიური მხარდამჭერ...

  • 15:25

    ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის წევრმა 8 ...

    ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის წევრმა 8 კომპანიამ, თიბისის მხარდაჭერით, ინდოეთის ქალაქ მუმბაიში, საერთაშორისო გამოფენაში - MEWA INDIA 2025 მიიღო მონაწილეობა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდეს...

  • 10:40

    თიბისის მხარდაჭერით საერთაშორისო ფოტოფესტივალი „ქო...

    თიბისის მხარდაჭერით 2-6 მაისს, „ქოლგა თბილისი ფოტო" წელს 24-ედ ჩატარდება და ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენებს უმასპინძლებს.   ფესტივალის ფარგლებში 15 მარტის ჩათვლით ცხადდება ...