1 6 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოსბანკიდა “კინგსი“ გრძელვადიან პარტნიორობას იწყებენ

21 მაისი, 2021- საქართველოს ბანკმა ქვეყანაში ყველაზე მსხვილ საგანმანათლებლო პროდუქტების პროვაიდერთან, „კინგსთან“, გრძელვადიანი თანამშრომლობა გააფორმა. პარტნიორობის მთავარ მიზანს სკოლის მოსწავლეების და აბიტურიენტების განათლებისა და განვითარების ხელშეწყობა და  მოტივაციის ამაღლება წარმოადგენს.

 

თანამშრომლობა სხვადასხვა ტიპის ინიციატივებს აერთიანებს და სკოლის მოსწავლეებს  საგანმანათლებლო პლატფორმებზე - Kings.ge, Lupi.ge, Murtsku.com, Tvschool.ge, Hubu.ge და Unicatalog.ge შეღავათიან წვდომის შესაძლებლობას აძლევს.

 

უფრო კონკრეტულად კი, sCool Card-ის მფლობელები შეძლებენ შეღავათით  ისარგებლონ „კინგსის“ მიერ ორგანიზებულ ოლიმპიადებზე, სასწავლო წიგნებსა და კრებულებზე.

 

გარდა ამისა, პანდემიის პირობებში განათლების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ბანკი sCool Card-ის მფლობელ 1-9 კლასის მოსწავლეებს „ლუპის“ 3 თვიანი სასწავლო პროგრამით უზრუნველყოფს. პროგრამა 3 საგანში, ქართულ და ინგლისურ ენებსა და მათემატიკაში იქნება ხელმისაწვდომი.  მოსწავლეების ცოდნის დონეზე სპეციალურადმორგებული პროგრამა დაშვებული შეცდომების გამოსწორებაზე იქნება ორიენტირებული.

 

ამასთან, ბანკი აბიტურიენტებს Murtsku.com-სა და Hubu.ge-ზე ეროვნული გამოცდებისათვის მოსამზადებელი კურსებისთვის საჭირო ფინანსურ მხარდაჭერასაც გაუწევს.

 

“განათლების მხარდაჭერა საქართველოს ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. პარტნიორობის ფარგლებში, ახლა უკვე „კინგსთან“ ერთად გვეძლევა შესაძლებლობა, მრავალფეროვანი საგანმანათლებლო რესურსი კიდევ უფრო მეტი მოსწავლისთვის გავხადოთ ხელმისაწვდომი. სტიპენდიები, პერსონიზებული სასწავლო პროგრამები, შეღავათები ოლიმპიადებზე - ეს მცირე ჩამონათვალია იმ შეთავაზებებისა, რაც გრძელვადიანი თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდება. გვჯერა, რომ პარტნიორობა არაერთ მოსწავლეს მისცემს შესაძლებლობას, გაიუმჯობესოს ცოდნის დონე, მიაღწიოს დასახულ მიზნებს და კიდევ უფრო მეტად გამოავლინოს და აითვისოს საკუთარი პოტენციალი“,- განაცხადა საქართველოს ბანკის SCR მიმართულების ხელმძღვანელმა, თამარ გოჩაშვილმა.

 

საქართველოს ბანკის მიერ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებულ საგანმანათლებლო  პროექტებზე ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/340rr4g

ინფორმაციისთვის, „კინგსი“განათლების სფეროში 2012 წლიდან მოღვაწეობს. მის მთავარ მისიას მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებითა და მუდმივგანახლებადი საგანმანათლებლო ტექნოლოგიების დანერგვით ზოგადი განათლების დონის გაზრდა წარმოადგენს. კომპანიის ძირითად საქმიანობას ქართულ და ინგლისურ ენებში, მათემატიკაში, ისტორიაში, ბუნებაში, ინტელექტსა და ინფორმატიკაში სასკოლო ოლიმპიადების ორგანიზება წარმოადგენს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 15:28

    თიბისის ინოვაციური ტექღონისძიება „TechXplore 202...

    თიბისი IT აკადემიამ, ტექნოლოგიური განათლების მხარდაჭერის ფარგლებში, ოთხდღიანი მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება – TechXplore 2025 გამართა.  ღონისძიების მთავარი მიზანი, პროექტის „TBC...

  • 15:08

    წმინდა სავალუტო შემოდინებები გაუმჯობესდა - თიბისი ...

    თიბისი კაპიტალის შეფასებით, იანვარში წმინდა სავალუტო შემოდინებები ვაჭრობიდან, ტურიზმიდან და ფულადი გზავნილებიდან, როგორც წინა თვესთან, ასევე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, გაუმჯობესდა. შეფა...

  • 12:12

    PSP-ში ფულადი ვაუჩერის აქცია დაიწყო. ...

    PSP-ში ფულადი ვაუჩერის აქცია 20 თებერვლიდან დაიწყო და 28 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. აქციის ფარგლებში, თითოეულ 100 ლარიან შენაძენზე, მომხმარებელს საჩუქრად გადაეცემა 10 ლარიანი ფულადი ვაუჩერი. მომხ...

  • 12:47

    თიბისი ლიზინგს კორპორაციული მდგრადობის ჯილდო გადაე...

    19 თებერვალს, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით “კორპორაციული მდგრადობის ჯილდო - ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის “ მეშვიდე ცერემონია გაიმართა. SDG17 “პარტ...

  • 12:22

    PSP სტუდენტებს სიახლეს - სტუდენტურ ბარათს სთავაზობ...

    ახალი, PSP-ს სტუდენტური ბარათი, სტუდენეტების ინტერესების გათვალისწინებით შეიქმნა. 20 თებერვლიდან სტუდენტური ბარათის აღება შეუძლიათ 18-24 წლის სტუდენტის სტატუსის მქონე ახალგაზრდებს. PSP-ს სტუდენტური ბ...

  • 17:37

    „თეგეტას” მულტიფუნქციურმა კომპლექსმა კორპორაციული ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ფარგლებში, ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი კორპორაციული მდგრადობის კონკურსის გამარჯვებულია. პროექტით „თეგეტა X ვოლვოს ენერგოეფექტურ...

  • 12:37

    თიბისი x Amazon Web Services - ტექ პარტნიორობა და ...

    თიბისი მოწინავე ტექ კომპანიაა. ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერება კომპანიის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია. ამის ნათელ მაგალითად კი, თიბისი IT აკადემია შეგვიძლია დავასახელოთ, სადაც სალექციო კურსებს, ძირი...