1 3 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით DataFest Online - ყველაფერი ხელოვნული ინტელექტის შესახებდღეს იწყება

 

20 მაისი, 2021- საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ხუთი წარმატებული ფესტივალის შემდეგ, აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ყველაზე პრესტიჟული ყოველწლიური მონაცემთა ფესტივალი, DataFest Tbilisi სპეციალური გამოშვებით  ბრუნდება. წლევანდელი ფესტივალის მთავარი თემაა-ყველაფერი ხელოვნული ინტელექტის შესახებ.DataFest Online - All About AI თავს მოუყრის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის მონაცემებით დაინტერესებულ პროფესიონალებს - ერთმანეთისთვის შთაგონების გასაზიარებლად და მნიშვნელოვანი კავშირების დასამყარებლად. DataFest Online დღესდაიწყება და 22 მაისს დასრულდება. ფესტივალი უმასპინძლებს ინსპირაციულ გამოსვლებს, ვორქშოპებს და პანელურ დისკუსიებს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაზე ტექნოლოგიებში, ბიზნესში და საზოგადოებრივი სარგებლისთვის.

 

წლევანდელი DataFest Online - All About AI -ზეც, ტრადიციისამებრ, ისეთი მაღლი დონის სპიკერები თუ ტრენერები იქნებიან წარმოდგენილები, როგორებიც არიან: Zaka-ს თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი - კრისტოფ ზოღბი; AICenter Sweden - ის დირექტორი, ჰანი ვაჰაბი; IMB-ის პროექტის ლიდერი და მონაცემთა მეცნიერი ბრაიან გილიკინი; AICenter Sweden-ის გენერალური დირექტორი, რეზა მოუსავი.

 

უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში მსოფლიო დონის 150-ზე მეტმა სპიკერმა და ტრენერმა უკვე გაუზიარა საკუთარი ცოდნა და გამოცდილება DataFest Tbilisi-ის მონაწილეებს.

 

„მოხარულები ვართ, რომ საქართველოს ბანკი უკვე რამდენიმე წელია ხელს უწყობს ასეთი მასშტაბური ღონისძიებების ორგანიზებას, საინტერესო სემინარების ჩატარებასა და უახლესი ტექნოლოგიური მიღწევების გაზიარებას. DataFest Tbilisi უნიკალურია იმით, რომ იძლევა მრავალფეროვანი გამოცდილების მიღების შესაძლებლობას კომუნიკაციის, ხელოვნური ინტელექტის, მონაცემთა გაცვლისა თუ ტექნოლოგიების მიმართულებით. საქართველოს ბანკის მიზანია ხელი შეუწყოს რეგიონში მსავსი მასშტაბური ღონისძიებების  ორგანიზებას, რადგანასეთი ფესტივალები არის ძალიან კარგი შესაძლებლობა პირველი პირისგან,  მაღალი დონის სპიკერებისგან მიიღო ინფორმაცია სფეროს სიახლეებზე, დაამყარო ახალი კავშირები და მოიძიო პარტნიორები“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ვახტანგ ბობოხიძემ.

 

კონფერენციის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია: www.datafest.ge.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:12

    PSP-ში ფულადი ვაუჩერის აქცია დაიწყო. ...

    PSP-ში ფულადი ვაუჩერის აქცია 20 თებერვლიდან დაიწყო და 28 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. აქციის ფარგლებში, თითოეულ 100 ლარიან შენაძენზე, მომხმარებელს საჩუქრად გადაეცემა 10 ლარიანი ფულადი ვაუჩერი. მომხ...

  • 12:47

    თიბისი ლიზინგს კორპორაციული მდგრადობის ჯილდო გადაე...

    19 თებერვალს, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით “კორპორაციული მდგრადობის ჯილდო - ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის “ მეშვიდე ცერემონია გაიმართა. SDG17 “პარტ...

  • 12:22

    PSP სტუდენტებს სიახლეს - სტუდენტურ ბარათს სთავაზობ...

    ახალი, PSP-ს სტუდენტური ბარათი, სტუდენეტების ინტერესების გათვალისწინებით შეიქმნა. 20 თებერვლიდან სტუდენტური ბარათის აღება შეუძლიათ 18-24 წლის სტუდენტის სტატუსის მქონე ახალგაზრდებს. PSP-ს სტუდენტური ბ...

  • 17:37

    „თეგეტას” მულტიფუნქციურმა კომპლექსმა კორპორაციული ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ფარგლებში, ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი კორპორაციული მდგრადობის კონკურსის გამარჯვებულია. პროექტით „თეგეტა X ვოლვოს ენერგოეფექტურ...

  • 12:37

    თიბისი x Amazon Web Services - ტექ პარტნიორობა და ...

    თიბისი მოწინავე ტექ კომპანიაა. ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერება კომპანიის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია. ამის ნათელ მაგალითად კი, თიბისი IT აკადემია შეგვიძლია დავასახელოთ, სადაც სალექციო კურსებს, ძირი...

  • 14:32

    Thermo King-ის ავტოტრანსპორტის სამაცივრე აგრეგატებ...

    ექსკლუზიური სერვისი „თეგეტა მოტორსის“ პორტფელში - გეზის ტერიტორიაზე მდებარე სრულად განახლებულ ფილიალში კომპანია მომხმარებელს Thermo King-ის სამაცივრე აგრეგატების ნაწილების ფართო ასორტიმენ...

  • 12:13

    Max Groom — სალონი ოთხფეხა მეგობრებისთვის, რომელიც...

    თანამედროვე სამყაროში ჩვენს ოთხფეხა მეგობრებზე ზრუნვა იმაზე გაცილებით მარტივი და მრავალფეროვანია, ვიდრე წლების წინ იყო. ძაღლებსა და კატებს ოჯახის წევრებად მივიჩნევთ, შესაბამისად, მათ მოვლასა თუ გალამ...