1 7 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ქალების გასაძლიერებლად საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში USAID - მა თიბისისთან თანამშრომლობით გრეის ჰოპერის ჯილდო დააწესა

USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა, თიბისისთან, მაშავის ცენტრთან და გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით საქართველოში გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდოს აწესებს. ჯილდოს მიზანია წარმოაჩინოს ადგილობრივი გოგონები და ქალები საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში (ICT) და გამოავლინოს ის ორგანიზაციები, პროგრამები და ინიციატივები, რომლებიც ტექნოლოგიების ინდუსტრიაში გენდერული თანასწორობისა და მრავალფეროვნებისთვის მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამენ.   

პროგრამა ამერიკელი კომპიუტერული მეცნიერისა და პირველი ამერიკელი კომპიუტერული პროგრამისტი ქალის -  გრეის ჰოპერის სახელს ატარებს. 

„დღეს, როდესაც საქართველოში ქალების ჩართულობა ICT სექტორში ასეთი დაბალია, ძალიან მნიშვნელოვანია, ისეთი ინიციატივების განხორციელება, რაც მათ მონაწილეობას ამ სფეროში უფრო გაზრდის.  ამ მიმართულებით გავრცელებულია სტერეოტიპები, გვაქვს როლური მოდელების ნაკლებობა და სწორედ ეს გახლავთ ერთ-ერთი მიზეზი რატომაც დავაწესეთ გრეის ჰოპერის ჯილდოს პროგრამა. ჩვენი მიზანია, ამ სფეროში უკვე წარმატებული გოგონების და ქალების წარმოჩენა. გვსურს იმ ორგანიზაციებისა და პროგრამების წვლილის აღნიშვნა, რომლებმაც ამ კუთხით პოზიტიურ ცვლილებებს მიაღწიეს.  გვაქვს იმედი, რომ გრეის ჰოპერის პროგრამით, ჩვენ მოტივაციას მივცემთ მეტ გოგონას და ქალს ჩაერთონ ამ სექტორში და ასევე, წავახალისებთ ორგანიიზაციებს, მხარი დაუჭირონ ქალების ამ მიმართულებით გაძლიერებას,“ - აღნიშნავს მარიამ ქობალია, USAID - ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ახალგაზრდებისა და გენდერის სპეციალისტი. 

„ეს პროექტი პირდაპირ შეესაბამება თიბისის,  როგორც ტექნოლოგიური კომპანიის პრიორიტეტებს, მხარი დაუჭიროს ქალების ჩართულობას ტექნოლოგიებში, განსაკუთრებით კი, ICT სფეროში. მოხარულები ვართ, რომ მოგვეცა საშუალება მონაწილეობა მივიღოთ ასეთ დროულ წამოწყებაში. ეს შესაძლებლობას მოგვცემს გავაძლიეროთ ქალების ჩართულობა ტექნოლოგიებში და იმედი გვაქვს, რომ მათი მხრიდანაც კიდევ უფრო გაიზრდება ინტერესი ამ მიმართულებების მიმართ მომავალში. გარდა ამისა, გრეის ჰოპერის ჯილდოს პროგრამა უზრუნველყობს მონაწილეების აღიარებას ამ სფეროებში და პარტნიონი ორგანიზაციების ჩართულობით, დაეხმარება მათ პროეფესიულ ზრდას და ბიზნეს პერსპექტივების გაფართოებას,“ - განაცხადა ნიკა ქურდიანმა, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილემ. 

ღია ნომინირებისა და ნომინირებული კანდიდატების ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტებისგან შემდეგარი ჟიურის შეფასების შედეგად გამოვლენილ გამარჯვებულებს, გრეის ჰოპერის ჯილდო  შემდეგ კატეგორიებში გადაეცემათ: 

1. მომავლის ლიდერი - 18 - 30 წლის ახალგაზრდა ქალი, რომელიც ცვლილებებს ახდენს ტექნოლოგიების საშუალებით ან/და აქვს ICT სფეროში განსაკუთრებული მიღწევები. 

2. ICT  სფეროს ჩემპიონი - ქალი, რომელიც იკავებს გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციას ICT ინდუსტრიაში, თავისი საქმიანობით არის როლური მოდელი სხვა ქალებისთვის და მოაქვს პოზიტიური ცვლილებები ინდივიდუალურად ან/და ორგანიზაციის ფარგლებში. 

3. ტექნოლოგიური სტარტაპი - დამწყები ტექნოლოგიურ კომპანია, რომელიც დაარსებულია და/ან წარმართავს ქალი/ქალები  და  რომელიც ტექნოლოგიების გამოყენებით ქმნის ინოვაციურ პროდუქტს, მომსახურებს ან ბიზნეს მოდელს. 

4. ქალების გაძლიერების პროგრამა - გამორჩეული პროგრამა, პროექტი ან  ინიციატივა, რომელიც მხარს უჭერს გოგონების და ქალების ჩართულობას ტექნოლოგიების სფეროში. 

5. მრავალფეროვნების მხარდამჭერი ორგანიზაცია  - ორგანიზაცია/ინსტიტუტი, რომელიც თავისი საქმიანობით, როგორც ორგანიზაციაში, ისე ორგანიზაციის გარეთ  გენდერულ თანასწორობასა და მრავალფეროვნებას წაახალისებს. 

6. ICT სექტორში ქალების გაძლიერების ქომაგი - ქალი ან მამაკაცი, ვინც შეიტანა წვლილი ქალების გაძლიერებაში, ან ინდივიდუალურად ან ორგანიზაციის ფარგლებში, მათ შორის განახორციელა კონკრეტული ინიციატივები ქალების გასაძლიერებლად და მათი ინტერესების ადვოკატირებისთვის. 

გრეის ჰოპერის ჯილდოსთვის  ნომინაციების მიღება  26  მარტიდან დაიწყო და გაგრძელდება 2021 წლის 26 აპრილის ჩათვლით. თითეულ კატეგორიაში გამარჯვებულები, გარდა საჯარო აღიარებისა, მონაწილეობას მიიღებენ სასწავლო ვიზიტში ისრაელში, რომელიც  ხორციელდება მაშავის ცენტრსა და საქართველოში ისრაელის საელჩოსთან თანამშრომლობით. ამას გარდა, თიბისიმ და გაეროს ქალთა ორგანიზაციამ რამდენიმე კატეგორიისთვის სპეციალურ პრიზები დააწესეს. 

დამატებითი ინფორმაციისთვის და საკუთარი თავისთვის ან სხვისთვის ნომინაციის გასაკეთებლად, გთხოვთ, ესტუმროთ ვებ. გვერდს: www.ictwomen.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 15:28

    თიბისის ინოვაციური ტექღონისძიება „TechXplore 202...

    თიბისი IT აკადემიამ, ტექნოლოგიური განათლების მხარდაჭერის ფარგლებში, ოთხდღიანი მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება – TechXplore 2025 გამართა.  ღონისძიების მთავარი მიზანი, პროექტის „TBC...

  • 15:08

    წმინდა სავალუტო შემოდინებები გაუმჯობესდა - თიბისი ...

    თიბისი კაპიტალის შეფასებით, იანვარში წმინდა სავალუტო შემოდინებები ვაჭრობიდან, ტურიზმიდან და ფულადი გზავნილებიდან, როგორც წინა თვესთან, ასევე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, გაუმჯობესდა. შეფა...

  • 12:12

    PSP-ში ფულადი ვაუჩერის აქცია დაიწყო. ...

    PSP-ში ფულადი ვაუჩერის აქცია 20 თებერვლიდან დაიწყო და 28 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. აქციის ფარგლებში, თითოეულ 100 ლარიან შენაძენზე, მომხმარებელს საჩუქრად გადაეცემა 10 ლარიანი ფულადი ვაუჩერი. მომხ...

  • 12:47

    თიბისი ლიზინგს კორპორაციული მდგრადობის ჯილდო გადაე...

    19 თებერვალს, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით “კორპორაციული მდგრადობის ჯილდო - ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის “ მეშვიდე ცერემონია გაიმართა. SDG17 “პარტ...

  • 12:22

    PSP სტუდენტებს სიახლეს - სტუდენტურ ბარათს სთავაზობ...

    ახალი, PSP-ს სტუდენტური ბარათი, სტუდენეტების ინტერესების გათვალისწინებით შეიქმნა. 20 თებერვლიდან სტუდენტური ბარათის აღება შეუძლიათ 18-24 წლის სტუდენტის სტატუსის მქონე ახალგაზრდებს. PSP-ს სტუდენტური ბ...

  • 17:37

    „თეგეტას” მულტიფუნქციურმა კომპლექსმა კორპორაციული ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ფარგლებში, ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი კორპორაციული მდგრადობის კონკურსის გამარჯვებულია. პროექტით „თეგეტა X ვოლვოს ენერგოეფექტურ...

  • 12:37

    თიბისი x Amazon Web Services - ტექ პარტნიორობა და ...

    თიბისი მოწინავე ტექ კომპანიაა. ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერება კომპანიის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია. ამის ნათელ მაგალითად კი, თიბისი IT აკადემია შეგვიძლია დავასახელოთ, სადაც სალექციო კურსებს, ძირი...