1 6 : 0 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„თეგეტას“ მორიგი ინტეგრირებული შოურუმი - Geely, Mazda და Auto Gallery მომხმარებელს ახალ მისამართზე მოემსახურება

 

Tegeta Cars-ში შემავალი სამი კომპანია Geely Sakartvelo, Mazda Center Tegeta და Auto Gallery ახალ შოურუმში განთავსდა. აღმაშენებლის ხეივანი №152 - ეს თეგეტას კიდევ ერთი საავტომობილო კომპლექსის ახალი მისამართია, სადაც  მომხმარებელი ერთი ვიზიტით, მისთვის საჭირო ყველა მომსახურებასა და სრულ საავტომობილო სერვისს მიიღებს.

 

3600 m2-ზე საექსპოზიციო სივრცე, სერვისი და საოფისე ნაწილია განთავსებული. თანამედროვე სტანდარტებით აშენებული ორ სართულიანი შენობა სამი კომპანიის სამოდელო რიგს, შესაბამის პროდუქტებსა და სერვისს გააერთიანებს.

ახალი კომპლექსის კონცეფცია სრული საავტომობილო მომსახურების ერთ სივრცეში მოქცევა და შესაბამისად, ავტომანქანის ფლობის მაქსიმალურად გამარტივებაა.

 

პეტრე წაქაძე, Tegeta Cars-ის დირექტორი: "მოხარულები ვართ, რომ Geely Sakartvelo-ს, Mazda Center Tegeta-ს და Auto Gallery-ს მომხმარებელს უკვე ახალ შოურუმში ვმასპინძლობთ. მთავარი იდეა კომპლექსური მომსახურების შეთავაზება იყო. სასურველი ავტომობილის შერჩევა, სრული სერვისი და ტესტ დრაივი უკვე ერთ მისამართზეა შესაძლებელი. Tegeta Cars-ში შემავალ ამ სამ კომპანიას აქამდე ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი შოურუმები ჰქონდათ, სერვისისათვის კი მომხმარებელს თეგეტა მოტორსის ფილიალებში უწევდა ვიზიტი. ეს მოცემულობა სრულად შევცვალეთ, დარჩა თეგეტას სტანდარტი და მხოლოდ ერთი ლოკაცია, სადაც ჩამოთვლილი ბრენდების ავტომფლობელები მათზე მორგებულ მომსახურებას მიიღებენ. ერთგულად მივყვებით ჰოლდინგის მიერ არჩეულ პოლიტიკას და გვსურს ჩვენს მომხმარებელს ავტომობილის ფლობა მაქსიმალურად გავუმარტივოთ’’.

 

სამი კომპანიის Geely Sakartvelo-ს, Mazda Center Tegeta-ს და Auto Gallery-ის მომხმარებელს სამ სხვადასხვა სივრცეში უმასპინძლებენ. პირველი სართულის ნაწილი Geely Sakartvelo-ს, ეთმობა. კომპანია, რომელიც ჩინური ავტოგიგანტის Geely Auto-ს ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორია საქართველოში,  გამძლეობით, უსაფრთხოების სისტემებით და თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრაციით გამოირჩევა. ამავე სართულს დაიკავებს Mazda Center Tegeta. კომპანიას, რომელიც საქართველოში იაპონური ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია მომხმარებელი 2012 წლიდან კარგად იცნობს.

 

 

მეორე სართული კი Auto Gallery-სთვის არის განკუთვნილი. ეს არის Tegeta Cars-ში შემავალი მულტიბრენდული კომპანია, რომელიც საქართველოს ბაზარზე ელექტრომობილებს, ელექტრომოპედებსა და მოტოციკლებს წარადგენს და ისეთი ბრენდების ოფიციალური წარმომადგენელია, როგორებიცაა Polaris, Indian Motorcycle და NIU.

 

 

თეგეტას სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების მსგავსად, ახალი შოურუმის შენობაც თანამედროვე სტანდარტებით აშენდა და ევროპული წარმოების მანქანა დანადგარებით აღიჭურვა. საავტომობილო სერვისისათვის განკუთვნილი უახლესი ხელსაწყოები შვიდ სამუშაო სივრცეში განთავსდება.

 

სრულად კეთილმოწყობილია გარე ტერიტორიაც. შოურუმის ეზოში გამოყოფილია სივრცე ავტოსადგომის, სამრეცხაოსა და ელექტროდამტენებისათვის. დასამუხტი სადგურების მონტაჟი და დამტენების ქსელის გაფართოება "თეგეტასათვის“ ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება და მწვანე პროექტების მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელსაც ჰოლდინგი უწყვეტად განაგრძობს.

 

ახალი შოურუმი, სერვისცენტრთან ერთად, უკვე ფუნქციონირებს. პრეზენტაცია კი სექტემბერში იგეგმება, რა დროსაც ჰოლდინგი  ქართველ და უცხოელ პარტნიორებსაც უმასპინძლებს. მანამდე კი ახალ მისამართზე, აღმაშენებლის ხეივანი, 152 ნომერში ყოველ სამუშაო დღეს 09:30 საათიდან 18:30-მდე, შაბათს კი 09:30-დან 15:00 საათამდე ელის მომხმარებელს.

 

--

„თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია Tegeta Cars ბაზარზე 2010 წლიდან ოპერირებს და რეგიონში ავტოსფეროს განვითარებაზე ზრუნავს. მსოფლიოს წამყვან ბრენდებთან პარტნიორობით, როგორიცაა Porsche, Mazda, Toyota, Volvo, Geely, Zeekr, Auto Gallery, Europcar, NIU, Indian - კომპანია მუდმივად ზრდის ხელმისაწვდომობას უსაფრთხო, კომფორტულ და ეკომეგობრულ ტრანსპორტზე. განახლებული პორტფელით კი მომხმარებელს ავტომობილებისა თუ მოტოტრანსპორტის ყველაზე მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. რეგიონში ბრენდების შემოყვანისა და დამკვიდრების გარდა კომპანია ზრუნავს, მომხმარებელს ყიდვის შემდგომ უმაღლესი ხარისხის მომსახურება გაუწიოს. 14 წელია, თეგეტა ქარსი არ წყვეტს განვითარებას და პროფესიონალი გუნდის დახმარებით საუკეთესო სივრცეს ქმნის ავტომოყვარულებისთვის.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:54

    თიბისის ბიზნესკლიენტებს SelectUSA სამიტში მონაწილე...

    თიბისი, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან და საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატასთან ერთად, უკვე მეორე წელია ბიზნესკლიენტებს შესაძლებლობას აძლევს ამერიკაში საინვესტიციო სამიტ...

  • 10:08

    თიბისი, ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე, ...

    2025 წელს საქართველო პირველად წარადგენს მოსწავლეთა ეროვნულ ნაკრებს ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე (IOAI). საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციამ GAIA, IOAI-ისგან ეროვნული ნაკრების შერჩ...

  • 16:02

    თიბისი ტექსკოლის მე-5 სეზონზე მთელი საქართველოდან ...

    გაზაფხულის სემესტრზე, თიბისი ტექსკოლაში, უფროსკლასელები, როგორც საქართველოს 12 რეგიონიდან, ასევე, წელს პირველად საზღვარგარეთ მცხოვრები ემიგრანტი მოსწავლეებიც დარეგისტრირდნენ. კონკურსის საფუძველზე 155...

  • 14:21

    Tegeta Commercial Vehicles-მა სომხეთს, EBRD-ის ტენ...

    „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ Tegeta Commercial Vehicles-მა სომხეთს 30 ერთეული სპეციალიზებული სატვირთო ავტომობილი გადასცა. Renault Trucks-ის პრემიუმ ხარისხის 28 ერთეული ნაგავშემ...

  • 12:58

    პრემია „ელისო“ ნამუშევრების მიღებას იწყებს...

    ნატო ვაჩნაძის ფონდი და თიბისი წარმოგიდგენთ პრემია „ელისოს“, რომელიც წელს, 14 ივნისს, უკვე მეორედ გაიმართება. ნამუშევრების მიღება 25 მარტიდან დაიწყო და ეს პროცესი 15 აპრილამდე გაგრძელდება...

  • 10:14

    „ლუმიერსი“ - ქართული საკონდიტრო, რომელიც თიბისი ბი...

    ალბათ, მომხმარებლების უმეტეს ნაწილს ნაყინისა და დარიჩინის ტკბილი სურნელის სინთეზზე „ლუმიერსი“ ახსენდება. უფრო კონკრეტულად კი, ამ საკონდიტროს ერთადერთი პროდუქტი — “ტრდელნიკი&rd...

  • 12:23

    თიბისი კონცეპტი და Coaching Lab გიწვევთ ტრენინგ პრ...

    თიბისი კონცეპტის და Coaching Lab-ის პარტნიორობის ფარგლებში, 27-29 მარტს გიწვევთ ტრენინგ პროგრამაზე დასასწრებად - „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“. „გუნდური ქოუჩინგი – ფუნდამენტ...