ქართული რაგბის არქიტექტორი...
მსოფლიო რაგბი ლეგენდარულ კლოდ სორელს ემშვიდობება - ფრანგ მორაგბესა და მწვრთნელს, რომელიც 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. სორელი საფრანგეთის ქალაქ ბეზიეში, 1948 წლის 17 აპრილს დაიბადა და როგორც ფრანგულ, ი...
|
სატვირთო ავტომობილებს ყოველდღიურად ასობით კილომეტრის გავლა და ათეულობით ტონა ტვირთის გადატანა უწევთ. მსგავსი დატვირთვის პირობებში მნიშვნელოვანია, რომ მათი თითოეული ნაწილი ორიგინალი და მაღალი ხარისხის იყოს.
„თეგეტა მოტორსი“ სატვირთო ავტომობილის მფლობელებს ახალ, გაუმჯობესებულ საგარანტიო პირობებს სთავაზობს. MAN-ის ორიგინალ დეტალებზე „თეგეტა მოტორსის“ სერვისცენტრებში შესრულებული ნებისმიერი სარემონტო სამუშაოს დროს დაყენებულ ნაწილებზე 2-წლიანი გარანტია ვრცელდება.
საგარანტიო პირობები მარტივი და კომფორტულია: იმ შემთხვევაში, თუ „თეგეტაში“ შეცვლილი MAN-ის ორიგინალი დეტალი 2 წლის განმავლობაში ექსპლუატაციისას დაზიანდა, მას კომპანია სრულიად უსასყიდლოდ ჩაგინაცვლებთ ახალი, ორიგინალი დეტალით.
მიხეილ ვაშაკიძე, „თეგეტა მოტორსის“ სატვირთო ავტომობილების მიმართულების დირექტორი:
„თეგეტამ, როგორც გერმანული ავტოგიგანტის ექსკლუზიურმა წარმომადგენელმა საქართველოში, MAN-ისგან მოიპოვა უფლება, რომ გაავრცელოს 2-წლიანი გარანტია ყველა იმ ორიგინალ დეტალზე, რომლებსაც მომხმარებელი სერვისცენტრებში შეცვლის.მოგეხსენებათ, რომ სატვირთო ავტომობილების ბიზნესში დრო კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. შესაბამისად, ჩვენი გუნდის ინტენსიური მუშაობის შედეგად მოვახერხეთ ამ უპირატესობის მოპოვება. დღეიდან MAN-ის ორიგინალ დეტალებზე გარანტია საქართველოს მასშტაბით „თეგეტა მოტორსის“ყველა სერვისცენტრში იმოქმედებს. გამომდინარე იქიდან, რომ ავტომობილის აგებულების თითოეული დეტალის ჩანაცვლებას საკმაოდ დიდი ცოდნა და გამოცდილება სჭირდება, აუცილებელია,შეცვლის მომენტში გამოირიცხოს ნებისმიერი სახის მექანიკური დაზიანება ან შესრულებული სამუშაოების სტანდარტთან შეუსაბამობა“.
„თეგეტა მოტორსში“ მომხმარებელს MAN-ის ორიგინალი დეტალების გაზრდილი ასორტიმენტი დახვდება - სავალი ნაწილების, გაგრილების სისტემის, დაკიდების სისტემის, ძრავის, გადაბმულობისა და სამუხრუჭე სისტემის დეტალები.თუკი ფილიალში ვიზიტისას სასურველი ორიგინალი დეტალი არ იქნება მარაგში, „თეგეტა მოტორსი“ უმოკლეს ვადაში უზრუნველყოფს საჭირო დეტალის ტრანსპორტირებას გერმანიიდან.
MAN-ის ორიგინალ ბრენდზე არსებული გარანტია ვრცელდება როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებზე. „თეგეტა მოტორსში“ სატვირთო ავტომობილების მიმართულებით საქართველოს მასშტაბით 16 სერვისცენტრი ფუნქციონირებს.ცენტრალური ფილიალი კი მომხმარებლებს 2008 წლიდან ემსახურება და ყველაზე დიდი სერვისცენტრია რეგიონში. სატვირთოს მექანიკოსები წელიწადში ორჯერ გადამზადების სპეციალურ კურსს გადიან, რათა შესრულებული სამუშაოების ხარისხი და სტანდარტი აბსოლუტურად აკმაყოფილებდეს MAN-ის მიერ დაწესებულ მოთხოვნებს.
შეგახსენებთ, რომ „თეგეტა მოტორსის“ სატვირთო ავტომობილების სერვისცენტრმა 2022 წელს ავტოინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდო მიიღო და World Class Workshop 2022-ის გამარჯვებული გახდა.
--
თეგეტა მოტორსის შესახებ: „თეგეტა ჰოლდინგში“შემავალი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-ამდე საცალო და 35 000-ამდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ 300-ამდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
მსოფლიო რაგბი ლეგენდარულ კლოდ სორელს ემშვიდობება - ფრანგ მორაგბესა და მწვრთნელს, რომელიც 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. სორელი საფრანგეთის ქალაქ ბეზიეში, 1948 წლის 17 აპრილს დაიბადა და როგორც ფრანგულ, ი...
თიბისის მხარდაჭერით და საქართველოს წიგნის ასოციაციის ორგანიზებით, 10-13 აპრილს ექსპო ჯორჯია თბილისის წიგნის ბაზრობას უმასპინძლებს. თბილისი წიგნის ბაზრობა - ეს არის ადგილი, სადაც ყველა თაობის ადამიან...
საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგეთში, ქალაქ ვიშში გაემგზავრა, სადაც 6 ერის ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალზე, საქართველოსა და 6 ერის ქვეყნების (საფრანგეთი, უელსი, ინგლისი, ი...
მსოფლიოში ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა - Euromoney, თიბისი საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის დააჯილდოვა. ჯილდო ბანკმა თიბისი კონცეპტისა და თიბისი WM-ის მაღალშემ...
როგორ შეიძლება დაგანახოს ომი სატირიკოსმა მწერალმა და მონაცემთა მეცნიერმა? რა შეიძლება გასწავლოს ფილოსოფოსმა ამბის თხრობაზე? რას გვიყვებიან განსაკუთრებულს ჩვენი პლანეტის შესახებ არქიტექტორე...
· საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარეობს, რომლის ერთ-ერთი ნაწილი ე.წ. ფერმის მოწყობაა, სადაც წითელ ნუსხაში შეტანილ ცხოველებს გაამრავლებენ და ბუ...
კანის ახალგაზრდული ლომების ფესტივალი შემოქმედებითი ინდუსტრიის ყველაზე პრესტიჟული კონკურსია, სადაც მონაწილეობას ქვეყნის საუკეთესო ტალანტები იღებენ. წელს კონკურსს უპრეცედენტოდ ბევრი მონაწილე ჰყავდა. სხ...
აპრილი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები