0 1 : 1 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„არ გადაყარო, ჩააბარე“ - დედამიწის კვირეული „თეგეტა მოტორსთან“ ერთად გრძელდება

·         მეორადი საავტომობილო ნარჩენების ჩაბარება თბილისის 8 უბანში იქნება შესაძლებელი

დედამიწის დღე 2025 - გარემოსდაცვით ღონისძიებაში უკვე ტრადიციულად ერთვება „თეგეტა მოტორსი“ და მოქალაქეებს გარემოზე ზრუნვის შესაძლებლობას აძლევს. 25 აპრილის ჩათვლით კომპანიის ელექტრომობილი თბილისის უბნებში ივლის და საავტომობილო ნარჩენებს - აკუმულატორებს, საბურავებსა და ზეთებს ჩაიბარებს.  ბრენდირებული ელექტრომობილი უკვე იმყოფებოდა დიდ დიღომში, გლდანსა და ავლაბარში. მოქალაქეები საავტომობილო ნარჩენების ჩაბარებას დღეს, 23 აპრილს, 15:00 საათიდან შეძლებენ ვარკეთილში, 24 აპრილს - თემქასა და ნაძალადევში; 25 აპრილს - საბურთალოსა და დიდუბეში.

შეგროვებული მეორადი აკუმულატორების, საბურავებისა და ზეთების ლიცენზირებულ გადამმუშავებელ ქარხნებამდე ტრანსპორტირებასა და ტექნიკური რეგლამენტით გადამუშავებას „თეგეტა გრინ პლანეტი“ უზრუნველყოფს. აღსანიშნავია, რომ საავტომობილო პროდუქტები პირველადი გამოყენების შემდეგ სპეციფიკურ, სახიფათო ნარჩენებად გადაიქცევა. თუ ამ ნარჩენების მართვა კანონის შესაბამისად არ წარიმართა, დედამიწას სერიოზული ზიანი მიადგება. სწორედ ამიტომ გარემოს დაცვა „თეგეტა მოტორსმა“ ბიზნესპროცესის განუყოფელ ნაწილად აქცია. კომპანიას მუდმივად გააქვს ნარჩენები, გადაამუშავებს და მათ ახალ სიცოცხლეს სძენს.

გარემოსდაცვით აქტივობაში ჩართული მოქალაქეები, რომლებიც ნარჩენებს ჩააბარებენ, კომპანიისგან მიიღებენ სიმბოლურ საჩუქრებს და „თეგეტა ქარდზე“ 25%-იან ქეშბექს Bridgestone-ის, Varta-ს, Mobil-ისა და Petronas-ის სრულ ასორტიმენტზე.

აღნიშნული პრემიუმ ბრენდები პროდუქციის წარმოებისას გარემოზე ზრუნვის კომპონენტს ითვალისწინებენ. მათ შორის არის Varta, რომლის აკუმულატორებიც 90%-მდე გადამუშავებადია, რაც ამცირებს ნარჩენების რაოდენობას. პარალელურად კი კომპანია ახალ პროდუქციას ეკომეგობრულ წყაროებზე დაყრდნობით აწარმოებს. ბრენდის აკუმულატორებში გამოყენებული ტყვია გადამუშავებულია და კვლავ ბრუნდება წარმოებაში, ეს კი ბუნებრივი რესურსების გამოყენებას ამცირებს. ახასიათებს ენერგოეფექტურობაც - მისი ბატარეები გამოირჩევა ხანგრძლივი მუშაობით, რაც ნაკლები ბატარეის მოხმარებასა და, შესაბამისად, ნაკლებ ნარჩენს ნიშნავს. Varta-ს Start-Stop ტიპის ბატარეები ხელს უწყობს საწვავის მოხმარების შემცირებას და, შესაბამისად, ამცირებს CO₂ ემისიას.

Petronas - საავტომობილო და სამრეწველო საპოხი მასალების მწარმოებელი გლობალური ბრენდი ზეთების შეფუთვაში 15%-ით ნაკლებ პლასტმასას იყენებს. შესაბამისად, მისი შეფუთვები, სხვა ბრენდებთან შედარებით, თხელი და ეკომეგობრულია. ამ გზით კომპანია ცდილობს, შეამციროს გარემოზე მავნე ზემოქმედება და 2050 წლისთვის მიზნად ისახავს, მიაღწიოს ნულოვან ემისიებს. „თეგეტა მოტორსი“ 2022 წლიდან ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია.

Bridgestone - მსოფლიოში საბურავების მწარმოებელი ერთ-ერთი წამყვანი ბრენდი მომხმარებელს ეკომეგობრულ ხაზს სთავაზობს. Bridgestone Ecopia ახალი სტანდარტია საბურავების წარმოების სფეროში. ისინი ორჯერ უფრო გამძლე და მდგრადია და ორჯერ უფრო მეტხანს ემსახურება მომხმარებელს. ასევე უზრუნველყოფს საწვავის ეკონომიას და არის 75%-ით გადამუშავებადი.

--

თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები