თიბისის მხარდაჭერით „ქოლგა თბილისი ფოტო“ გაიმართებ...
თიბისის მხარდაჭერით 2-6 მაისს, „ქოლგა თბილისი ფოტო" წელს 24-ედ ჩატარდება და ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენებს უმასპინძლებს. ქოლგა თბილისი ფოტო მხარს უჭერს თანამედროვე ხელოვნების...
|
Meliora 2022-ის გამარჯვებული მსხვილი კომპანია კატეგორიაში „მწვანე ინიციატივა“ „თეგეტა ჰოლდინგი“ გახდა. კონკურსში ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია პროექტით „თეგეტა გარემოსთვის“ მონაწილეობდა. ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ორგანიზებით გამართულ კონკურსზე საუკეთესოები საერთაშორისო ჟიურიმ გამოავლინა. Meliora 2022-ის რიგით მეოთხე ცერემონიაზე კომპანიები კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მდგრადი განვითარების სფეროში განხორციელებული პროექტებისა და ინიციატივებისთვის დაჯილდოვდნენ.
ნათიკა ბერძული, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი: „ძალიან სასიხარულო და ამავე დროს საპასუხისმგებლოა ჯილდო მწვანე ინიციატივებისთვის. თეგეტასათვის, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიისთვის, გარემოზე ზრუნვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მეტიც, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა ჩვენი CSR სტრატეგიის პრიორიტეტული მიმართულებაა. ამიტომაც სიამოვნებით ჩავერთეთ კონკურსში და მოხარულები ვართ, რომ საერთაშორისო ჟიურის საუკეთესო შეფასება დავიმსახურეთ, როგორც მსხვილმა კომპანიამ. ვიმედოვნებთ, სხვა ბიზნესებისთვისაც შევძლებთ მაგალითის მიცემას მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად. დიდი მადლობა ორგანიზატორებს და კონკურსში ჩართულ პირებს „თეგეტას“ პროექტებით დაინტერესებისა და ჯილდოსთვის“.
საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის მიზანი საქართველოში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განვითარება და საზოგადოებაში მისი პოპულარიზაციაა. წლევანდელ ღონისძიებაზე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა და სფეროს საერთაშორისო ექსპერტებმა კონკურსის სხვადასხვა კატეგორიაში გამარჯვებული კომპანიები დააჯილდოვეს. Meliora-ს ყოველწლიურად სულ უფრო მეტი მონაწილე ჰყავს. წელს კონკურსში, სულ, 60 კომპანია ჩაერთო, ჯამში, 80 პროექტით.
„თეგეტა ჰოლდინგი“ წარდგენილი იყო პროექტით „თეგეტა გარემოსთვის“, რომელიც კომპანიის „მწვანე ინიციატივებს“ აერთიანებს.
ჰოლდინგი თავისი საქმიანობიდან მიღებულ ნარჩენებს ეფექტიანად მართავს. ამ მიზნით შეიქმნა თეგეტას შემადგენლობაში ორგანიზაცია „თეგეტა გრინ პლანეტი“. ორგანიზაცია უზრუნველყოფს ნარჩენი ზეთის, მეორადი საბურავისა და აკუმულატორის შეგროვებას და აღდგენა-გადამუშავების მიზნით ნებართვის მქონე კომპანიებისთვის გადაცემას.
„თეგეტა ჰოლდინგი“ მწვანე ოფისის მიმართულებითაც აქტიურად მუშაობს. ოფისებსა და სერვისცენტრებში მეორადი პლასტმასისა და ქაღალდის შეგროვებას უზრუნველყოფს და პარტნიორ საწარმოებს აბარებს.
ჰოლდინგი, რომელიც ოთხ კონტინენტზე საქმიანობს, თითოეულ ინფრასტრუქტურულ პროექტს თანამედროვე სტანდარტით ახორციელებს. ეს, პირველ რიგში, მშენებლობის პროცესში ენერგოეფექტურობის კომპონენტს გულისხმობს.
ამასთანავე, თეგეტა, შვილობილ კომპანიებთან ერთად, ხელს უწყობს ელექტრომობილების - გარემოზე ზრუნვის პრინციპით შექმნილი ავტომობილების პოპულარიზაციას და მომხმარებელს მასზე მორგებულ შესაბამის ინფრასტრუქტურას სთავაზობს.
ამ პროექტების საფუძველზე მიიღო საერთაშორისო ჟიურიმ გადაწყვეტილება და „თეგეტა ჰოლდინგი“ კატეგორიაში „მწვანე ინიციატივა“ გამარჯვებულად დაასახელა.
ეკა ურუშაძე, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) დირექტორი: „კორპორაციული პასუხისმგებლობა ბიზნესკომპანიებისათვის მომავალ განვითარებაზე ორიენტირებული სტრატეგიაა. მომხმარებლები, თანამშრომლები და საზოგადოება უფრო მეტად ითხოვენ კომპანიებისგან აქტიურ მონაწილეობას გარემოსდაცვითი, სოციალური და კულტურული საკითხების გადაჭრაში. შესაბამისად, Meliora-ს მსგავსი კონკურსები ეხმარება ბიზნესკომპანიებს, უფრო მეტად განავითარონ თავიანთი სოციალური და გარემოსდაცვითი პროექტები და გააცნონ ისინი საზოგადოებას“.
დაჯილდოების ღონისძიებას კი 250 სტუმარი ესწრებოდა მათ შორის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საქართველოს მთავრობის წევრები, სფეროს ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები და სამოქალაქო საზოგადოებისა და ბიზნესკომპანიების წარმომადგენლები.
თიბისის მხარდაჭერით 2-6 მაისს, „ქოლგა თბილისი ფოტო" წელს 24-ედ ჩატარდება და ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენებს უმასპინძლებს. ქოლგა თბილისი ფოტო მხარს უჭერს თანამედროვე ხელოვნების...
· მეორადი საავტომობილო ნარჩენების ჩაბარება თბილისის 8 უბანში იქნება შესაძლებელი დედამიწის დღე 2025 - გარემოსდაცვით ღონისძიებაში უკვე ტრადიციულად...
თიბისის ბიზნესმომხმარებლად რეგისტრაციის პროცესი კიდევ უფრო გამარტივდა. დღეიდან, ბიზნესებს შესაძლებლობა აქვთ, თიბისის მომხმარებლები ციფრულად, 90 წამში გახდნენ და ამისათვის ფილიალში მისვლა და დამატები...
22 აპრილს - დედამიწის დღეს კომპანიები, გარემოზე ზრუნვისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით, სხვადასხვა ინიციატივითა და კამპანიით აღნიშნავენ. საერთაშორისო ტენდენციის შესაბამისად, წლებია თიბისიც არ...
თიბისი ქვეყნის წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი და ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანიაა საქართველოში, რომელიც ნერგავს გარემოსდაცვით და სოციალურ პასუხისმგებლობასა და მდგრადი განვითარების უმაღლეს სტანდარტებს. ხ...
PSP მომხამრებელს მუდმივად ინოვაციური პროექტებითა და სასარგებლო სიახლეებით ანებივრებს. სულ ცოტა ხნის წინ, კომპანიამ დანერგა პირველი ლოქერი ფარმაციაში და ონლაინ მომხმარებლებს შოპინგის ახალი, კომფ...
“თეგეტა ჰოლდინგმა“, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, 30 მილიონი ევროს მულტისავალუტო ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში, მე-4 და ბოლო ტრანშის სახით, 10 მილიონი აშშ დოლარის, 2-წლიანი, საჯარო ობლ...
აპრილი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები