2 3 : 0 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი ლიზინგის მხარდაჭერით ბათუმში კაფე „დაფნა“ გაიხსნა

თიბისი ლიზინგის მხარდაჭერით ბათუმში კაფე „დაფნა“ გაიხსნა. ამ დრომდე სახლური ხინკლისა და მოდერნისტული ქართული კერძების სივრცე მომხმარებელს მხოლოდ თბილისში, ერთ ლოკაციაზე მასპინძლობდა. 2022 წელს ფორბსის „დაფნა“  „The 12 Best Georgian Restaurants In Tbilisi“ -ის სიაში მოხვდა და ტურისტულ გზამკვლევებში უმაღლესი რეიტინგით სარგებლობს.

 კაფე ბათუმში, მემედ აბაშიძის 43 ნომერში, ისტორიულ შენობაში მასპინძლობს სტუმრებს და იმეორებს თბილისში არსებული ფილიალის მინიმალისტურ კონცეფციას.

„“დაფნა“ სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელია. გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ რამდენიმე წლიანი პარტნიორობისას დავრწმუნდით, რომ მათთვის პრიორიტეტი ხარისხია, სწორედ ამიტომ, ძალიან მარტივად შევთანხმდით ახალი ფილიალისთვის საჭირო აქტივების დაფინანსებაზე. დარწმუნებულები ვართ, რომ ბათუმს გამორჩეული ლოკაცია შეემატა და მოხარული ვართ, რომ თანამშრომლობის არჩევანი ჩვენზე შეაჩერეს“, - ნოდარ ბარბაქაძე, თიბისი ლიზინგის საკრედიტო დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

„თავდაპირველად გაჩნდა გაფართოების იდეა, შემდეგ სურვილი, რომ არა თბილისში, არამედ ბათუმში შეგვექმნა სივრცე, რომელიც სახლური ხინკლით გაუმასპინძლდებოდა სტუმრებს. ვუფრთხილდებით იმ სიყვარულს და ნდობას, რომელიც  დავიმსახურეთ, ამიტომ კაფე „დაფნა“ ბათუმში იმეორებს დამკვიდრებულ ხარისხს და სტანდარტს. იმედი გვაქვს, რომ აქაც გავხდებით მეგობრების თავშეყრის საყვარელი ადგილი“, - ნიკოლოზ მამეიშვილი, კაფე „დაფნას“ დამფუძნებელი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 15:31

    თიბისი კვლავ Svaneti Freeride Week Junior-ის მხარდ...

    თიბისი წელსაც აქტიურად აგრძელებს ზამთრის სპორტის მხარდაჭერას.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღირებულება ახალი თაობის სპორტსმენების განვითარების ხელშეწყობაა და სწორედ ამიტომ, უკვე მეორე წელია, თიბი...

  • 11:47

    თიბისი მომხმარებლის გამოცდილების მართვის (CX) წლის...

    კომპანია CX Hub, თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში უკვე მეორედ ატარებს Customer Experience (CX) Business Summit-ს - წლის მთავარ ღონისძიებას CX-ის მიმართულებით. სამიტზე მომხმარებლის და თანამშრომლ...

  • 10:09

    PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო მსოფლიოს ცნობილი ...

      PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო. შეარჩიეთ „ვალენტინობის“ საჩუქარი PSP-ს სილამაზისა და თავის მოვლის მსოფლიოში ცნობილი ბრენდების მარავალფეროვანი ასორტიმენტიდან განსაკუთრებული ფასდაკლ...

  • 18:04

    „თეგეტა ჰოლდინგი“ AmCham-ისა და MAC Georgia-ს სასტ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში...

  • 13:25

    თიბისი, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი 2024 წელს აჯ...

    თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...

  • 13:25

    თიბისი, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი 2024 წელს აჯ...

    თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...