0 0 : 0 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით თურქეთში პირველი ქართული ბიბლიოთეკა გაიხსნა

 

თურქეთის ქალაქ სინოპში მცხოვრები ქართველებისთვის და ყველა იმ ადამიანისთვის ვინც ქართული ლიტერატურით ინტერესდება, თიბისის მხარდაჭერით და ეროვნული ბიბლიოთეკის ორგანიზებით, ქართული წიგნების სივრცე გაიხსნა.

თურქეთში კულტურულ-შემეცნებითი სივრცის გახსნის მიზანი მსურველთათვის სხვადასხვა ქართველი მწერლის შემოქმედების უფრო ფართოდ გაცნობა და ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის მხარდაჭერაა. მკითხველს, ბიბლიოთეკის სივრცეში, თანამედროვე ქართველი მწერლების, სხვადასხვა ჟანრის პროზისა და პოეზიისა, აგრეთვე საბავშვო შემეცნებითი ლიტერატურის გაცნობის შესაძლებლობა ექნება.

სინოპში ბიბლიოთეკის გახსნას წინ უძღოდა, ა.წ. 23 მაისს, თიბისისა და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის გაფორმება, რომლის ფარგლებშიც, სამომავლოდ, ქართული ბიბლიოთეკების გახსნა, თურქეთის მსგავსად, სხვა ქვეყნებშიცაა დაგეგმილი.

„თიბისისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს ხელი შევუწყოთ საქართველოსთან კავშირების გაძლიერების პროცესში.  მოხარული ვარ, რომ ჩვენი თანამშრომლობა ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ახალ ეტაპზე გადავიდა და საზღვარგარეთ კიდევ ერთი ქართული კულტურულ-შემეცნებითი სივრცე გაჩნდა, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობაში განათლების გავრცელებას შეუწყობს ხელს“. - მარიამ თავბერიძე, თიბისის მარკეტინგისა და ბრენდის გამოცდილების ხელმძღვანელი.

თიბისი მომავალშიც გააგრძელებს საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველებისთვის საგანმანათლებლო ღონისძიებებისა და საინტერესო ინიციატივების შეთავაზებას.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:04

    „თეგეტა ჰოლდინგი“ AmCham-ისა და MAC Georgia-ს სასტ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში...

  • 13:25

    თიბისი, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი 2024 წელს აჯ...

    თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...

  • 13:25

    თიბისი, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი 2024 წელს აჯ...

    თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...

  • 10:59

    თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება...

    თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ბიზნესებს საინტერესო თემატიკის შეხვედრებზე დასწრების შესაძლებლობა 2025 წელსაც ექნებათ.   თებერვლის თვეში, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალი ტრენერების ...

  • 14:56

    „თეგეტა მოტორსში“ ზამთრის საბურავებზე 30%-იანი ფას...

    ცივ სეზონზე ავტოსაგზაო შემთხვევის რისკი იზრდება, რაც ხშირ შემთხვევაში ავტომობილის არასათანადოდ აღჭურვითაა გამოწვეული. უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი საბურავია, რა...

  • 18:09

    FinOps თიბისიში - ფინანსური ეფექტურობა და ოპერაციუ...

    ინოვაციური მიდგომები და უწყვეტი განვითარება თიბისის ორგანიზაციული კულტურაა, რომლის ნათელი მაგალითია FinOps პრაქტიკის დანერგვა. იგი ფინანსების, IT-ისა და ბიზნესის გუნდებს აერთიანებს, რათა მათ ღრუბლოვა...