ახალი თიბისი ბარათი მომაბეზრებელი კითხვების გარეშე...
თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი - თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...
|
16 ოქტომბერი, საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივით მსოფლიოში წამყვანი გლობალური ბიზნეს აქსელერატორი 500 Startups-ი საქართველოშია. პროექტის მთავარი მიზანი საქართველოს საინვესტიციო პოტენციალისა და სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებაა.
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აქსელერაციის პროგრამის პირველ ნაკადში შერჩეულ 15 სტარტაპს ჰქონდა შესაძლებლობა საკუთარი იდეების დახვეწაზე წარმატებული კომპანიების დამფუძნებლებთან ერთად ემუშავათ. პროგრამის მეორე ეტაპისთვის კი, ათი ყველაზე სწრაფად მზარდი სტარტაპი გამოვლინდა, აქედან 5 სტარტაპი აქსელერაციის ფინალისტია იყო, კიდევ ხუთს კი მიეცა შესაძლებლობა, ინვესტორების წინაშე „დემო დღეზე“ საკუთარი იდეებით წარმდგარიყვნენ. ხუთმა ფინალისტმა პროგრამაში მონაწილეობა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით განაგრძო, დამატებით ინვესტიციას კი ფინალურ ეტაპზე ერთერთი გამარჯვებული მიიღებს.
„მოხარული ვართ, რომ ჩვენი ხელშეწყობით მსგავსი ტიპის გლობალური პროექტი ხორციელდება. მსოფლიოში წამყვან, ერთერთ ყველაზე დიდი გამოცდილების მქონე კომპანიასთან მუშაობის ეს უნიკალური შესაძლებლობა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს როგორც ქართული სტარტაპების, ასევე გლობალური ეკოსისტემის განვითარებაში. ეს ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობის მქონე მოვლენაა. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ პროექტში ჩართულ სტარტაპებს. ჩვენ გვეამაყება მათი წარმატება“,- განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ, საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა.
500 Georgia რეგიონის მასშტაბით ხორციელდება. დემო დღეზე 10 კომპანია წარსდგა. ესენია: CARDEAL, Cargon, Echolize, FINMAP, Intrro, LiveCaller, Nextsale, Phubber, Stack და Tripcars. მათ შორის სამი უცხოური კომპანიაა აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან და არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდანაა, რომლებიც ქართულ სტარტაპებად დარეგისტრირდნენ.
500 Georgia პროგრამის პირველი ნაკადის ორი გამარჯვებული სტარტაპი Cardeal და Cargon 2021 წლის გაზაფხულზე სილიკონის ველზე გაემგზავრება, სადაც 500 Startups-ის ერთთვიან პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას. ამ ეტაპზე კი აქსელერაციის მეორე ნაკადზე აპლიკაციების მიღებაზე რეგისტრაცია მიმდინარეობს. (დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://ecosystems.500.co/500georgia/apply)
ინფორმაციისთვის, 500 Startups ვენჩურული კაპიტალის ერთ – ერთი ყველაზე აქტიური გლობალური კომპანიაა. 2010 წლიდან - დღიდან დაარსებისა, კომპანიის მხრიდან ინვესტირება განხორციელდა 77 ქვეყნის 2400–ზე მეტ კომპანიაში. მის პორტფოლიოში შედის ისეთი “Unicorn” სტარტაპები, როგორებიცაა: Intercom, Credit Karma, Grab, Talkdesk, Canva, GitLab. გარდა სტარტაპ დამფუძნებლებისა, 500 Startups დახმარებას უწევს ქვეყნებს და კორპორაციებს ინოვაციური ეკოსისტემების განვითარებაში, რასაც სააქსელერაციო და საგანმანათლებლო პროგრამების, ღონისძიებებისა და პარტნიორობების მეშვეობით მთელი მსოფლიო მასშტაბით ახორციელებს.
თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი - თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...
ახალი წლის დღეებში, თბილისის და საქართველოს სხვა დიდი ქალაქების მონიტორებზე, ერთხელ მაინც შეგხვდებოდათ ადამიანების მიერ გამოგზავნილი 2025 წლის გულწრფელი სურვილები. თიბისიმ საქართველოსა და მის ფარგლებ...
ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ, Glovo-სთან და Mymarket-თან ერთად, სპეციალური ინიციატივა წამოიწყო, რომელიც ერთი მხრივ, ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული და Happyeuyear-ის პლატფორმაზ...
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, თიბისი საახალწლო კამპანიას არ გაუშვებს. სანაცვლოდ, ყველა იმ საკომუნიკაციო არხს, რომელშიც ტრადიციულად თიბისის რეკლამები თავსდება, მოქალაქეებს დაგითმობთ, რომ თქვენი ...
გუშინ ტელეკომპანია „იმედმა“ და „რუსთავი 2“-მა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს, PSP Pharma ჩართულია მასშტაბურ ეკონომიკურ ურთიერთობაში და აქვს უდიდესი შემოსავალი რუსეთიდან.&...
ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული მოქალაქეებისა და ბიზნესების მხარდასაჭერად, საქართველოს ორი ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი - თიბისი და საქართველოს ბანკი გაერთიანდა...
თიბისი კონცეპტის, მხარდაჭერით 1-დან 8 დეკემბრის ჩათვლით, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება. ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილი იქნება 5 სრულმეტრაჟიანი მხატვრული, 15 მოკლემეტრა...
იანვარი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები