2 0 : 5 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„თეგეტა მოტორსმა“ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ავტოპარკს 100 000 ლარის ღირებულების საბურავები და საცხებ-საპოხ მასალები უსასყიდლოდ გადასცა

„თეგეტა მოტორსმა“  კოვიდ-19-თან ერთობლივი ბრძოლისა და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს უსასყიდლოდ  100 000 ლარის ღირებულების საბურავები და  საცხებ-საპოხ მასალები გადასცა.  

აღნიშნულთან დაკავშირებით, „თეგეტა მოტორსმა“ ღონისძიება - „მადლობა მედიცინის სფეროში დასაქმებულებს“ -  გამართა, რომელსაც  გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ავთანდილ თალაკვაძე და კომპანია „თეგეტა მოტორსის“ მენეჯმენტი ესწრებოდნენ.

„თეგეტა მოტორსმა“ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკი  ფრანგული ბრენდის, „მიშლენის“ საბურავებითა და ამერიკული ბრენდის, „ექსონმობილის“ საცხებ-საპოხი მასალებით უზრუნველყო. „მიშლენი“ მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი და უძველესი საბურავების მწარმოებელი პრემიუმ კლასის ბრენდია, რომელიც ტექნოლოგიური ინოვაციებით, სიახლეებით, ხარისხითა და საიმედოობით გამოირჩევა. Exxonmobil კი ინდუსტრიის ლიდერია ნავთობპროდუქტებისა და საცხებ-საპოხი მასალების  წარმოების მიმართულებით. კომპანია მოიპოვებს ბუნებრივ გაზსა და ნავთობს 6 კონტინენტზე.

„კოვიდ-19-ის პრევენციული ღონისძიებების დაწყების დღიდან, საგანგებო სიტუაციების, კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი ბრძოლის პირველ ხაზზე იმყოფება. ჩვენთვის ნამდვილად მნიშვნელოვანია მსგავსი მხარდაჭერა და მადლობას ვუხდით „თეგეტა მოტორსს“ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გამოჩენისთვის,“ - აღნიშნა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის  დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი მოსახლეობას სასწრაფო სამედიცინო დახმარების სერვისს მთელი ქვეყნის მასშტაბით აწვდის. მიმდინარე წელს, კომპანია „თეგეტა მოტორსმა“ ცენტრს ასევე გადასცა უახლესი სპეცაღჭურვილობა ზამთრის კურორტზე გათვლილი ევროსტანდარტების შესაბამისი ავტომობილისთვის.

„თეგეტა მოტორსი“ პანდემიის დაწყების პირველი დღიდან აქტიურადაა ჩართული კოვიდ 19-თან ბრძოლაში. კომპანიამ პანდემიის პერიოდში პირველ საუნივერესიტეტო კლინიკას სამედიცინო ეკიპირება გადასცა. „თეგეტა მოტორსი“ საგანგებო მდგომარეობის დროს ლუგარის სახელობის ლაბორატორიის, რესპუბლიკური საავადმყოფოსა და ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალის გადაყვანას უზრუნველყოფდა. კომპანიამ ასევე კოვიდ 19-თან ბრძოლაში სახელმწიფოს მიერ შექმნილ ფონდში 200 000 ლარი ჩარიცხა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 19:39

    Med Award - ყოველწლიური სამედიცინო დაჯილდოება...

    Med Award - ყოველწლიური სამედიცინო დაჯილდოება, 2025 წლის 16 თებერვალს, სასტუმრო შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში გაიმართება. გამარჯვებულებს გადაეცემათ Med Award-ს ჯილდოები, სიგელები და სხვა სპეცი...

  • 09:16

    ახალი თიბისი ბარათი მომაბეზრებელი კითხვების გარეშე...

      თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი -  თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...

  • 15:33

    თიბისიმ საქართველოსთვის გაზიარებული სურვილები მთელ...

    ახალი წლის დღეებში, თბილისის და საქართველოს სხვა დიდი ქალაქების მონიტორებზე, ერთხელ მაინც შეგხვდებოდათ ადამიანების მიერ გამოგზავნილი 2025 წლის გულწრფელი სურვილები. თიბისიმ საქართველოსა და მის ფარგლებ...

  • 11:31

    თიბისი ბიზნესების მხარდასაჭერად...

    ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ, Glovo-სთან და Mymarket-თან ერთად, სპეციალური ინიციატივა წამოიწყო, რომელიც ერთი მხრივ, ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული და Happyeuyear-ის პლატფორმაზ...

  • 19:17

    თიბისი თავის საკომუნიკაციო არხებს საახალწლოდ ხალხს...

    ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, თიბისი საახალწლო კამპანიას არ გაუშვებს. სანაცვლოდ, ყველა იმ საკომუნიკაციო არხს, რომელშიც ტრადიციულად თიბისის რეკლამები თავსდება, მოქალაქეებს დაგითმობთ, რომ თქვენი ...

  • 19:14

    PSP Pharma განცხადებას ავრცელებს: „ამ ისტორიას ა...

    გუშინ ტელეკომპანია „იმედმა“ და „რუსთავი 2“-მა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს, PSP Pharma  ჩართულია მასშტაბურ ეკონომიკურ ურთიერთობაში და აქვს უდიდესი შემოსავალი რუსეთიდან.&...

  • 13:33

    თიბისი და საქართველოს ბანკი ერთად ქართველი ხალხ...

    ქვეყანაში  შექმნილი ვითარების შედეგად  დაზარალებული მოქალაქეებისა  და ბიზნესების მხარდასაჭერად, საქართველოს ორი ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი - თიბისი და საქართველოს ბანკი გაერთიანდა...