2 0 : 5 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

2020 წელს ევროპაში მაკდონალდსის პირველი რესტორანი თიბისის მხარდაჭერით გაიხსნა

„მაკდონალდს საქართველომ“, თიბისის და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით, თბილისში ორი ახალი ობიექტი გახსნა. ეს „მაკდონალდსის“ მიერ 2020 წელს ევროპის მასშტაბით გახსნილი პირველი ახალი ობიექტებია. „მაკდონალდსის“ უახლესი კონცეფციის რესტორნები მომხმარებლებს დედაქალაქის 2 მთავარ გასასვლელში, აღმაშენებლის ხეივანსა და კახეთის გზატკეცილზე  უმასპინძლებს. 

„მაკდონალდსთან“ ერთად ახალ რესტორნებში განთავსდა „მაკკაფეც“, რომელიც მომხმარებელს პრემიუმ ყავასა და დესერტებს სთავაზობს. ორივე ლოკაციაზე მოქმედებს მაკდრაივის 24-საათიანი სერვისი.

„მაკდონალდსის“ ორივე ახლადგახსნილი რესტორანი 160-მდე სტუმარზეა გათვლილი და მოიცავს როგორც დახურულ, ასევე ტერასის ტიპის ღია სივრცეებს. რესტორანში დანერგილია ყველა ინოვაციური მომსახურება, რომელიც მოიაზრებს ახალი ტექნოლოგიებისა და სტუმრების მომსახურების კიდევ უფრო მარტივ  და დახვეწილ მოდელს. სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ როგორც შესაკვეთი აპარატით, ასევე ადგილზე მომსახურების სერვისით, რომელიც გულისხმობს შეკვეთის სასურველ მაგიდასთან მიღებას. რესტორნების ინფრასტრუქტურა სრულად არის მორგებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე. „მაკდონალდსის“ ორი ახალი რესტორნის მშენებლობისთვის განხორციელებული ინვესტიცია 25 000 000 ლარზე მეტს შეადგენს.

„ქვეყანაში პანდემიით გამოწვეული კრიზისის მიუხედავად, „მაკდონალდსი“ აგრძელებს აქტიურ საქმიანობას. ახალი რესტორნების გახსნით  ჩვენ მოვახერხეთ 150 ახალი სამუშაო ადგილის შექმნა. განვახორციელეთ სოლიდური ინვესტიციები. Covid19-ის პირობებში, როდესაც მსოფლიოში გლობალური კრიზისია, ეკონომიკის გაძლიერება ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობას წარმოადგენს; ამიტომ მოხარულები ვართ, რომ საშუალება გვაქვს, ჩვენი წვლილი შევიტანოთ მის განვითარებაში.“- აცხადებენ კომპანიაში. 

 „თიბისი აქტიურად აგრძელებს კორპორატიული ბიზნესის მხარდაჭერას. ჩვენ პანდემიის პერიოდშიც  არ შეგვიწყვიტავს პროექტების დაფინანსება.  დღეს, დედაქალაქის 2 მთავარ გასავლელში მაკდონალდსის 2 ახალი რესტორნის გახსნა კარგი მაგალითია იმისა, რომ მაკდონალდსთან ჩვენი თანამშრომლობა, კრიზისის მიუხედავად, წარმატებით გრძელდება. ბოლო სამი წლის განმავლობაში, საქართველოში მაკდონალდსის 7 ახალი რესტორანი გაიხსნა და ვიმედოვნებ, ერთობლივად კიდევ არაერთ საინტერესო პროექტს განვახორციელებთ“, - გიორგი თხელიძე, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე.

„მაკდონალდსის“ რესტორნების ოფიციალური გახსნის ცერემონია 17 აგვისტოს კახეთის გზატკეცილზე მდებარე რესტორანში გაიმართა.

რესტორნების წამყვანი გლობალური ქსელი „მაკდონალდსი“ მსოფლიოს 119 ქვეყანაში ოპერირებს და ყოველდღიურად დაახლოებით 68 მილიონ ადამიანს ემსახურება. საქართველოში მაკდონალდსის პირველი რესტორანი 1999 წლის 5 თებერვალს გაიხსნა და ამჟამად  18 ობიექტს მოიცავს მთელი საქართველოს მასშტაბით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 19:39

    Med Award - ყოველწლიური სამედიცინო დაჯილდოება...

    Med Award - ყოველწლიური სამედიცინო დაჯილდოება, 2025 წლის 16 თებერვალს, სასტუმრო შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში გაიმართება. გამარჯვებულებს გადაეცემათ Med Award-ს ჯილდოები, სიგელები და სხვა სპეცი...

  • 09:16

    ახალი თიბისი ბარათი მომაბეზრებელი კითხვების გარეშე...

      თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი -  თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...

  • 15:33

    თიბისიმ საქართველოსთვის გაზიარებული სურვილები მთელ...

    ახალი წლის დღეებში, თბილისის და საქართველოს სხვა დიდი ქალაქების მონიტორებზე, ერთხელ მაინც შეგხვდებოდათ ადამიანების მიერ გამოგზავნილი 2025 წლის გულწრფელი სურვილები. თიბისიმ საქართველოსა და მის ფარგლებ...

  • 11:31

    თიბისი ბიზნესების მხარდასაჭერად...

    ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ, Glovo-სთან და Mymarket-თან ერთად, სპეციალური ინიციატივა წამოიწყო, რომელიც ერთი მხრივ, ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული და Happyeuyear-ის პლატფორმაზ...

  • 19:17

    თიბისი თავის საკომუნიკაციო არხებს საახალწლოდ ხალხს...

    ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, თიბისი საახალწლო კამპანიას არ გაუშვებს. სანაცვლოდ, ყველა იმ საკომუნიკაციო არხს, რომელშიც ტრადიციულად თიბისის რეკლამები თავსდება, მოქალაქეებს დაგითმობთ, რომ თქვენი ...

  • 19:14

    PSP Pharma განცხადებას ავრცელებს: „ამ ისტორიას ა...

    გუშინ ტელეკომპანია „იმედმა“ და „რუსთავი 2“-მა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს, PSP Pharma  ჩართულია მასშტაბურ ეკონომიკურ ურთიერთობაში და აქვს უდიდესი შემოსავალი რუსეთიდან.&...

  • 13:33

    თიბისი და საქართველოს ბანკი ერთად ქართველი ხალხ...

    ქვეყანაში  შექმნილი ვითარების შედეგად  დაზარალებული მოქალაქეებისა  და ბიზნესების მხარდასაჭერად, საქართველოს ორი ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი - თიბისი და საქართველოს ბანკი გაერთიანდა...