2 1 : 0 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

პირველი ლუდის მიქსი საქართველოშიც გამოჩნდა - “ქარვა რადლერი” ლიმონითა და ლაიმით

რადლერი ტრადიციული და ყველაზე პოპულარული გერმანული ლუდის მიქსია. როგორც ამბობენ, სასმელი 1922 წელს ლუდის ბარის „Kugler Alm” მფლობელმა გერმანელმა ფრანც კუგლერმა გამოიგონა. იმ ქალაქის  მაცხოვრებელთა უმეტესობა ველოსიპედით სარგებლობდა და ფაბი იყო სწორედ ის ადგილი, სადაც ისინი სულს ითქვამდნენ, წყურვილს იკლავდნენ და შემდეგ აგრძელებდნენ გზას. კუგლერმა  ერთ დღეს, როდესაც ლუდი ამოეწურა, მოსულ სტუმრებს ლიმონათით განზავებული ლუდი შესთავაზა. მათ ლუდის სიმწარისა და ხილის არომატის კომბინაცია ძალიან მოეწონათ და ეს სასმელი სწრაფად გახდა პოპულარული.

თუმცა არსებობს სხვა  ვერსიებიც, რომელთა მიხედვით ლუდის მიქსმა სახელწოდება გერმანული სიტყვიდან მიიღო - “Radler”, რაც „ველოსიპედით სიარულს“ /“ველოსიპედს“ ნიშნავს.

როგორც ჩანს, ამ მეტად უნიკალურ და ასწლოვან სასმელს, წარმოშობის საკმაოდ მრავალფეროვანი ვერსიები აქვს. ის პოპულარულია ევროპაში და ამასთან ტრენდულიც. პირველი ლუდის მიქსი საქართველოშიც გამოჩნდა.  ეს არის  “ქარვა რადლერი” ლიმონითა და ლაიმით, რომელშიც 80% ლუდია და დანარჩენი - ლიმონისა და ლაიმის წვენი. ახალ პროდუქტს კი, ქართველ მომხმარებელს ქართული ლუდის ბაზრის ლიდერი კომპანია „ეფეს საქართველო“ სთავაზობს. „ქარვა რადლერი“ უკვე ჩამოისხა და გაყიდვაშია.

„ქარვა რადლერი“ სასიამოვნოა განსაკუთრებით ზაფხულში - გაგრილებს, არ გათრობს და  ალკოჰოლის დაბალი შემცველობით (ალკ. 2,8%) გამოირჩევა.  

გაიცანი ქარვა რადლერი:

https://www.facebook.com/watch/?v=328083411692806

„პროექტი სახელად „ქარვა რადლერი“ დიდი ხანია შემოდებული გვქონდა თაროზე და ველოდებოდით დროს, როცა ბაზარი მომწიფდებოდა ამ სიახლისთვის. ამასობაში ევროპის საზღვრები გაიხსნა და დაიკეტა კიდეც, მაგრამ ადამიანებმა მოასწრეს ევროპის ნაწილად თავისი თავის აღქმა და იმ უპირატესობით სარგებლობა, რომლის თანმდევი გამოცდილებებიც ევროპული სასმელებისა და კულინარიის გაცნობა იყო.

თუკი აქამდე არავინ იცოდა რადლერი და ეს სიტყვა უცნობი იყო, საკმაოდ ბევრმა ადამიანმა თავად დამისვა შეკითხვა თუ რატომ არ გვაქვს ეს სასმელი პორტფელში. სწორედ, მაშინ დავრწმუნდი, რომ მოვიდა დრო ქართველი მომხმარებლისთვის პირველი ქართული რადლერი შემოგვეთავაზებინა და ეს პროექტი თაროდან ჩამოვიღეთ - შევურიეთ ერთმანეთს 80% ლუდი „ქარვა“ და 20%  ლიმონისა და ლაიმის წვენი და ტრადიციული გერმანული რეცეპტით მივიღეთ პირველი ქართული რადლერი.

რადლერი პროდუქტია, რომელიც ყვალასათვის კარგად ნაცნობ ინგრედიენტებს სრულიად ახლებურად წარმოგვიდგენს და მათი ნაზავი ახალ გემოვნურ გამოცდილებას გვთავაზობს,“ - აღნიშნავს „ეფეს საქართველოს“ მარკეტინგის მენეჯერი ანა ქარჩავა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 19:39

    Med Award - ყოველწლიური სამედიცინო დაჯილდოება...

    Med Award - ყოველწლიური სამედიცინო დაჯილდოება, 2025 წლის 16 თებერვალს, სასტუმრო შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში გაიმართება. გამარჯვებულებს გადაეცემათ Med Award-ს ჯილდოები, სიგელები და სხვა სპეცი...

  • 09:16

    ახალი თიბისი ბარათი მომაბეზრებელი კითხვების გარეშე...

      თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი -  თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...

  • 15:33

    თიბისიმ საქართველოსთვის გაზიარებული სურვილები მთელ...

    ახალი წლის დღეებში, თბილისის და საქართველოს სხვა დიდი ქალაქების მონიტორებზე, ერთხელ მაინც შეგხვდებოდათ ადამიანების მიერ გამოგზავნილი 2025 წლის გულწრფელი სურვილები. თიბისიმ საქართველოსა და მის ფარგლებ...

  • 11:31

    თიბისი ბიზნესების მხარდასაჭერად...

    ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ, Glovo-სთან და Mymarket-თან ერთად, სპეციალური ინიციატივა წამოიწყო, რომელიც ერთი მხრივ, ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული და Happyeuyear-ის პლატფორმაზ...

  • 19:17

    თიბისი თავის საკომუნიკაციო არხებს საახალწლოდ ხალხს...

    ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, თიბისი საახალწლო კამპანიას არ გაუშვებს. სანაცვლოდ, ყველა იმ საკომუნიკაციო არხს, რომელშიც ტრადიციულად თიბისის რეკლამები თავსდება, მოქალაქეებს დაგითმობთ, რომ თქვენი ...

  • 19:14

    PSP Pharma განცხადებას ავრცელებს: „ამ ისტორიას ა...

    გუშინ ტელეკომპანია „იმედმა“ და „რუსთავი 2“-მა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს, PSP Pharma  ჩართულია მასშტაბურ ეკონომიკურ ურთიერთობაში და აქვს უდიდესი შემოსავალი რუსეთიდან.&...

  • 13:33

    თიბისი და საქართველოს ბანკი ერთად ქართველი ხალხ...

    ქვეყანაში  შექმნილი ვითარების შედეგად  დაზარალებული მოქალაქეებისა  და ბიზნესების მხარდასაჭერად, საქართველოს ორი ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი - თიბისი და საქართველოს ბანკი გაერთიანდა...