0 0 : 5 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თელიასონერას საქართველოდან გასვლის მიზეზები კომპანიის 2017 წლის ოფიციალურ ანგარიშში ცხადად ჩანს

მაგთიკომის დამფუძნებლის, გია ჯოხთაბერიძის განცხადება  მსხვილი საერთაშორისო ინვესტორების, მათ შორის, თელიასონერას საქართველოდან გასვლის თაობაზე, ეფუძნება თელიასონერას  2017 წლის ოფიციალურ ანგარიშს. (იხილეთ ბმული და სრული ანგარიში) https://www.teliacompany.com/globalassets/telia-company/documents/reports/2017/q4/telia-company-q4-2017-en.pdf 

თელიასონერა წლიურ ანგარიშში მთელ თავს უთმობს სტრატეგიული და მზარდი რისკების შეფასებას, რამაც განაპირობა რიგი ქვეყნებიდან (ყაზახეთი, აზერბაიჯანი, უზბეკეთი, ტაჯიკეთი, საქართველო, მოლდოვა, ნეპალი) მისი გასვლის  გადაწყვეტილება. 

რაც შეეხება ბატონი ბექაურის მიერ გამოქვეყნებულ თელიასონერას საქართველოში გამოგზავნილ  2017 წლის წერილს, დიპლომატიური სახე აქვს. 

კომპანია TELIA-ს 2017 წლის წლიური ანგარიშიდან ამონარიდში გვ. 44-45-ზე ვკითხულობთ:    

განვითარებადი ბაზრები

კომპანია TELIA-მ განახორციელა მნიშვნელოვანი ინვესტიციები ევრაზიის (ყაზახეთი, აზერბაიჯანი, უზბეკეთი, ტაჯიკეთი, საქართველო, მოდლოვა, ნეპალი), რუსეთის, თურქეთის და ავღანეთის სატელეკომუნიკაციო ოპერატორებში. 2015 წლის სექტემბერში, კომპანია TELIA-მ განაცხადა მისი გადაწყვეტილების შესახებ შეემცირებინა ამ ქვეყნებში მისი საქმიანობა და დროთა განმავლობაში დაეტოვებინა ევრაზიის რეგიონი. ისტორიულად, ამ ქვეყნებში პოლიტიკური, ეკონომიკური, სამართლებრივი და რეგულატორული სისტემები ნაკლებად პროგნოზირებადი იყო განვითარებულ ბაზრებთან შედარებით. ამ ბაზართა ხასიათი მნიშვნელოვნად ართულებს ოპერაციების პროცესს, რაც მათ შორის განპირობებულია სახელმწიფოს პოტენციური ჩარევით, იმ ფაქტთან ერთობლიობაში, რომ კომპანია TELIA სრულად არ ფლობს აქტივებს, არესებობს ვალდებულებები წილის მფლობელებთან გაფორმებული სხვადასხვა შეთანხმებებით, აქტივებთან და განვითარებულ ბაზრებთან შედარებით ნაკლებ პოტენციურ მყიდველებთან დაკავშირებული რეპუტაციული ხასიათის საკითხები. 

პოტენციური გავლენა

ამ განვითარებად ბაზრებზე პოლიტიკური სიტუაცია შესაძლებელია შენარჩუნდეს ან გახდეს კიდევ უფრო მეტად არაპროგნოზირებადი, იმ ზომამდეც კი, რომ კომპანია TELIA იძულებული გახდეს გავიდეს ქვეყნიდან ან ამ ქყვეყანაში კონკრეტული ბიზნეს სეგმენტიდან. შესაძლებელია არსებობდეს მოულოდნელი ან არაპროგნოზირებადი სამართლებრივი დავები სამოქალაქო ან საგადასახადო საკანონმდებლო სფეროში. შეზღუდვებმა უცხოური ვალუტის გადაცვლის კუთხით ან ადმინისტრაციულმა ბარიერებმა შესაძლებელია არსებითად შეაფერხოს კომპანია TELIA თავის ადგილსამყოფელ ქვეყანაში მოიზიდოს ფულადი სახსრები, რაც შეიძლება გამოიხატებოდეს მის მიერ დივიდენდების მიღებაში და სესხის დაფარვაში ან მისი ინვესტიციების განკარგვაში. დამატებით რისკს წარმოადგენს უცხო ქვეყნის მფლობელობაზე პოტენციური შეზღუდვების დაწესება ან სხვა ფორმალური ან არაფორმალური შესაძლო პრეტენზიები უცხო ქვეყნის მფლობელობის წინააღმდეგ. ამგვარმა უარყოფითმა მოვლენებმა ან ადგილობრივი ეკონომიკის ან ვალუტის შესუსტებამ შესაძლებელია მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა მოახდინოს კომპანია TELIA-ს საოპერაციო შედეგებზე. ამ ბაზართა ბუნებამ, რასაც ახასიათებს მნიშვნელოვანი გაურკვევლობები და სირთულეები, შესაძლებელია გავლენა მოახდინოს გაყიდვების პროცესზე როგორც შედეგების ასევე ვადების კუთხით.

R

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 19:39

    Med Award - ყოველწლიური სამედიცინო დაჯილდოება...

    Med Award - ყოველწლიური სამედიცინო დაჯილდოება, 2025 წლის 16 თებერვალს, სასტუმრო შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში გაიმართება. გამარჯვებულებს გადაეცემათ Med Award-ს ჯილდოები, სიგელები და სხვა სპეცი...

  • 09:16

    ახალი თიბისი ბარათი მომაბეზრებელი კითხვების გარეშე...

      თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი -  თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...

  • 15:33

    თიბისიმ საქართველოსთვის გაზიარებული სურვილები მთელ...

    ახალი წლის დღეებში, თბილისის და საქართველოს სხვა დიდი ქალაქების მონიტორებზე, ერთხელ მაინც შეგხვდებოდათ ადამიანების მიერ გამოგზავნილი 2025 წლის გულწრფელი სურვილები. თიბისიმ საქართველოსა და მის ფარგლებ...

  • 11:31

    თიბისი ბიზნესების მხარდასაჭერად...

    ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ, Glovo-სთან და Mymarket-თან ერთად, სპეციალური ინიციატივა წამოიწყო, რომელიც ერთი მხრივ, ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული და Happyeuyear-ის პლატფორმაზ...

  • 19:17

    თიბისი თავის საკომუნიკაციო არხებს საახალწლოდ ხალხს...

    ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, თიბისი საახალწლო კამპანიას არ გაუშვებს. სანაცვლოდ, ყველა იმ საკომუნიკაციო არხს, რომელშიც ტრადიციულად თიბისის რეკლამები თავსდება, მოქალაქეებს დაგითმობთ, რომ თქვენი ...

  • 19:14

    PSP Pharma განცხადებას ავრცელებს: „ამ ისტორიას ა...

    გუშინ ტელეკომპანია „იმედმა“ და „რუსთავი 2“-მა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს, PSP Pharma  ჩართულია მასშტაბურ ეკონომიკურ ურთიერთობაში და აქვს უდიდესი შემოსავალი რუსეთიდან.&...

  • 13:33

    თიბისი და საქართველოს ბანკი ერთად ქართველი ხალხ...

    ქვეყანაში  შექმნილი ვითარების შედეგად  დაზარალებული მოქალაქეებისა  და ბიზნესების მხარდასაჭერად, საქართველოს ორი ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი - თიბისი და საქართველოს ბანკი გაერთიანდა...