0 0 : 4 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

სპეციალური შეთავაზება თიბისი სტატუსის მომხმარებლებისათვის დეველოპერული კომპანიისგან - „რედკო“

თიბისი სტატუსის მომხმარებლებს დეველოპერული კომპანია - „რედკო“ განსაკუთრებულ პირობას სთავაზობს. სტატუსის მომხმარებლებისათვის, „რედკოს“ პროექტში - „ახალი გუდაური“, მინიმუმ 33 კვ.მ ბინის შეძენის შემთხვევაში, კვადრატული მეტრის ღირებულება 2886 ლარია. 

კომპანია „რედკოს“ პროექტი - „ახალი გუდაური“ გუდაურში, საბაგირო გონდოლადან 100 მეტრის დაშორებით, 50 ჰექტარზე გაშენებული საცხოვრებელ-დასასვენებელი კომპლექსია, რომელიც 16 აპარტ-ოტელს, ჯამში 2300-მდე აპარტამენტს და სასტუმრო “Radisson Blu”-ს აერთიანებს. კომლექსის დამსვენებლები სარგებლობენ კონსიერჟის მომსახურებითა და სადღეღამისო დაცვის სერვისით,  სპა ცენტრებითა და საუნით, სავარჯიშო დარბაზით, ღია და დახურული საცურაო აუზებით, ლაუნჯით, მიწისქვეშა პარკინგით, რესტორნებით, სათხილამურო ინვენტარის მაღაზიითა და ბავშვთა გასართობი სივრცეებით. 

აღნიშნულ შეთავაზებასთან ერთად, თიბისი სტატუსის მომხმარებლებს შეუძლიათ იპოთეკური სესხების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, იპოთეკურ სესხზე 5 წლის განმვალობაში 4%-იანი სუბსიდირებით ისარგებლონ. დეველოპერული და სამშენებლო სექტორის მხარდასაჭერად ინიცირებული პროგრამა 1 ივლისიდან ამოქმედდა.  

პროგრამაში მონაწილეობისთვის, მომხმარებელმა დეველოპერული კომპანიისგან ბინის შესაძენად იპოთეკური სესხით მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა ისარგებლოს. სუბსიდიის მისაღებად, განაცხადის ბოლო დღე 31 დეკემბერია, ხოლო სახელმწიფო საგარანტიო კომპონენტით სარგებლობის ბოლო ვადა - 20 დეკემბერი. თანხის მაქსიმალური მოცულობა 200,000 ლარია, სესხის დაფარვის მაქსიმალური ვადა კი - 240 თვე. მომხმარებელმა უზრუნველყოფის სახით  შესაძენი ქონების მინიმუმ 10%-ის ფულადი სახსრები უნდა წარადგინოს. გარდა ამისა, თანამონაწილეობა უნდა დასტურდებოდეს დოკუმენტურად.  პროგრამა ვრცელდება მხოლოდ სესხებზე ეროვნულ ვალუტაში. 

პარტნიორ დეველოპერულ კომპანიებში ბინის შეძენის შემთხვევაში, თიბისის იპოთეკური ცენტრი სტატუს მომხმარებლებს განსაკუთრებულ პირობებსა და ფასდაკლებებს სთავაზობს.

კომპანია „რედკოს“ შეთავაზების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, მიმართოთ პირად ბანკირს ან სტატუს ცენტრს. იპოთეკური სესხის სუბსიდირების პროგრამის შესახებ კი დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია  თიბისის ვებ-გვერდზე - Tbcbank.ge, ცხელ ხაზზე - (032) 2 27 27 27  და ასევე,  ბანკის ნებისმიერ ფილიალში მთელი საქართველოს მასშტაბით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 19:39

    Med Award - ყოველწლიური სამედიცინო დაჯილდოება...

    Med Award - ყოველწლიური სამედიცინო დაჯილდოება, 2025 წლის 16 თებერვალს, სასტუმრო შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში გაიმართება. გამარჯვებულებს გადაეცემათ Med Award-ს ჯილდოები, სიგელები და სხვა სპეცი...

  • 09:16

    ახალი თიბისი ბარათი მომაბეზრებელი კითხვების გარეშე...

      თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი -  თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...

  • 15:33

    თიბისიმ საქართველოსთვის გაზიარებული სურვილები მთელ...

    ახალი წლის დღეებში, თბილისის და საქართველოს სხვა დიდი ქალაქების მონიტორებზე, ერთხელ მაინც შეგხვდებოდათ ადამიანების მიერ გამოგზავნილი 2025 წლის გულწრფელი სურვილები. თიბისიმ საქართველოსა და მის ფარგლებ...

  • 11:31

    თიბისი ბიზნესების მხარდასაჭერად...

    ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ, Glovo-სთან და Mymarket-თან ერთად, სპეციალური ინიციატივა წამოიწყო, რომელიც ერთი მხრივ, ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული და Happyeuyear-ის პლატფორმაზ...

  • 19:17

    თიბისი თავის საკომუნიკაციო არხებს საახალწლოდ ხალხს...

    ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, თიბისი საახალწლო კამპანიას არ გაუშვებს. სანაცვლოდ, ყველა იმ საკომუნიკაციო არხს, რომელშიც ტრადიციულად თიბისის რეკლამები თავსდება, მოქალაქეებს დაგითმობთ, რომ თქვენი ...

  • 19:14

    PSP Pharma განცხადებას ავრცელებს: „ამ ისტორიას ა...

    გუშინ ტელეკომპანია „იმედმა“ და „რუსთავი 2“-მა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს, PSP Pharma  ჩართულია მასშტაბურ ეკონომიკურ ურთიერთობაში და აქვს უდიდესი შემოსავალი რუსეთიდან.&...

  • 13:33

    თიბისი და საქართველოს ბანკი ერთად ქართველი ხალხ...

    ქვეყანაში  შექმნილი ვითარების შედეგად  დაზარალებული მოქალაქეებისა  და ბიზნესების მხარდასაჭერად, საქართველოს ორი ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი - თიბისი და საქართველოს ბანკი გაერთიანდა...