1 6 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

მაგთიკომმა კინგსის ოლიმპიადაში გამარჯვებული 70 მოსწავლე დააჯილდოვა

„მაგთი განათლებისთვის“  წლებია  ახალგაზრდა თაობის მხარდაჭერას, მოტივაციას ისახავს მიზნად და სხვადასხვა თემატიკისა და მიმართულების საგანმანათლებლო პროექტებში მონაწილეობს.

2019 წელს მაგთიკომი კინგსის ოლიმპიადის პარტნიორიც გახდა, რომელიც მე-2-დან მე-12 კლასამდე მოსწავლეებისთვის საგნობრივ ოლიმპიადებს ატარებს მათემატიკაში, ქართულსა და  ინგლისურ ენებში. კინგსის ოლიმპიადებში  100 000-ზე მეტი ბავშვია ჩართული და მსურველთა რაოდენობა ყოველ წელს მატულობს. 

2019 წელს მაგთიკომი კინგსის ოლიმპიადის გაზაფხულისა და შემოდგომის სეზონების მხარდამჭერი გახდა და 70 მოსწავლე დააჯილდოვა:    

გამარჯვებული ბავშვები  მაგთიკომისგან მიიღებენ 1-წლიან სტიპენდიას, ასევე 1-წლიან მომსახურების პაკეტებს, მათ შორის სრული საკომუნიკაციო მომსახურების პაკეტსაც.

მაგთიკომმა სხვა „კინგსელებიც“ წაახალისა: ტესტებში ჩაიდო მაგთის ბონუს კითხვა, რომელზეც სწორი პასუხის შემთხვევაში მოსწავლეებს „მაგთის აკადემიურ კლუბში“ გაწევრიანების საშუალება მიეცათ,  რაც კომპანიისგან მობილური სერვისის ბონუსების მიღებას გულისხმობს. 

„დღეს, როდესაც ახალ გამოწვევებს დროული და ინოვაციური გადაწყვეტები სჭირდება,  განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მომავალი თაობის განათლებაში მონაწილეობა, ახალგაზრდების ხელშეწყობა და წახალისება. განათლებული მომავალი თაობა ჩვენი საზოგადოების და ქვეყნის სწრაფი განვითარების საწინდარია. ამიტომ მაგთიკომი მუდამ ცდილობს ხელი შეუწყოს მათი ცოდნის გაღრმავებას და განვითარებას“, - აცხადებენ მაგთიკომში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:23

    „Zeekr საქართველომ“ ქართულ ბაზარს ახალი მოდელი - Z...

    Zeekr 009 უკვე „Zeekr საქართველოს“ პორტფელშია. მაღალტექნოლოგიური ბრენდის პირველი ავტომობილები ქართველმა მომხმარებელმა წინასწარი შეკვეთით ჯერ კიდევ ოფიციალურ წარდგენამდე შეიძინა. დახვ...

  • 13:05

    რატომ მყარდება ლარი? - თიბისი კაპიტალის ყოველკვირე...

    როგორც თიბისი კაპიტალმა წინა განახლებაში აღნიშნა, წმინდა სავალუტო შემოდინებების მთავარ წყაროებზე დაყრდნობით, მოკლევადიან პერიოდში ლარის მნიშვნელოვანი მერყეობა საბაზო სცენარად არ განიხილება. შესაბამის...

  • 13:01

    თიბისი OKR Forum 2025-ის გამარჯვებულია ...

    თიბისიმ ახალ გამარჯვებას და წარმატებას მიაღწია საერთაშორისო ვირტუალურ ფორუმზე - OKR Forum 2025. წელს, ფორუმზე 200-მდე აპლიკაცია მიიღეს განსახილველად და გამარჯვებულები სამ ძირითად ნომინაციაში გამოცხა...

  • 15:31

    თიბისი კვლავ Svaneti Freeride Week Junior-ის მხარდ...

    თიბისი წელსაც აქტიურად აგრძელებს ზამთრის სპორტის მხარდაჭერას.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღირებულება ახალი თაობის სპორტსმენების განვითარების ხელშეწყობაა და სწორედ ამიტომ, უკვე მეორე წელია, თიბი...

  • 11:47

    თიბისი მომხმარებლის გამოცდილების მართვის (CX) წლის...

    კომპანია CX Hub, თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში უკვე მეორედ ატარებს Customer Experience (CX) Business Summit-ს - წლის მთავარ ღონისძიებას CX-ის მიმართულებით. სამიტზე მომხმარებლის და თანამშრომლ...

  • 10:09

    PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო მსოფლიოს ცნობილი...

      PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო. შეარჩიეთ „ვალენტინობის“ საჩუქარი PSP-ს სილამაზისა და თავის მოვლის მსოფლიოში ცნობილი ბრენდების მარავალფეროვანი ასორტიმენტიდან განსაკუთრებული ფასდაკ...