0 2 : 1 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისის ციფრულ ბანკში გულების მარათონი იწყება 💛

მალე ახალი წელი მოდის, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთგულება კიდევ უფრო ფასდება. დეკემბერში თიბისის ლოიალობის პროგრამა - ერთგული  მომხმარებლებს კიდევ ერთ სიახლეს უმზადებს.  

ციფრულ ბანკში თამაში იწყება.  მასში მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვისაც აქვს თიბისის ციფრული ბანკი და არის 18 ან მეტი წლის.

მომხმარებლები თიბისის ციფრულ ბანკში შესვლისთანავე დაინახავენ ერთგულის ღილაკს, საიდანაც თითის ერთი დაჭერით შევლენ, გაეცნობიან თამაშის წესებს/პირობებს და ჩაერთვებიან გულების მარათონში.

თამაშის მონაწილეებს ციფრულ ბანკში 10-დან 1000-მდე ერთგული ქულა და 4 მთავარი ფულადი პრიზი - 20 000 ლარი დახვდებათ.

პრიზებს გათამაშების მონაწილეები თიბისის ციფრულ ბანკში და თიბისის ბარათით განხორციელებული ტრანზაქციების სანაცვლოდ მიიღებენ, ამიტომ  ამ პრიზების მიღება თითოეული მომხმარებლის  აქტიურობაზეა დამოკიდებული.

გათამაშების ფარგლებში მომხმარებლებს მხოლოდ შემდეგი ტიპის ტრანზაქციები ჩაეთვლებათ:

საბარათე გადახდა:

·         თიბისის ნებისმიერი ბარათით გადახდა თიბისის პოს ტერმინალზე

·         თიბისის ნებისმიერი ბარათით გადახდა ნებისმიერ e-commerce-ში

 

ციფრულ ბანკში განხორციელებული ტრანზაქცია:

·         სხვასთან გადარიცხვა (IBAN ან პირადი ნომრით)

·         სხვასთან გადარიცხვა მობილურის ნომრით (P2P)

·         კომუნალურების გადახდა

·         მობილურის ბალანსის შევსება

 

განხორციელებული ტრანზაქცია უნდა იყოს მინიმუმ 10 ლარის მოცულობის. ერთი დღის განმავლობაში ერთსა და იმავე POS ტერმინალზე/e-commerce-ში გადახდა ჩაითვლება მხოლოდ ერთხელ.  ერთი დღის განმავლობაში ერთსა და იმავე ადამიანთან განხორციელებული თანხის გადარიცხვა ციფრული ბანკიდან  ჩაითვლება მხოლოდ ერთხელ.

დაგროვებული ქულები შეიძლება მომენტალურად გაანაღდო ან გააგრძელო თამაში უფრო დიდი პრიზისთვის.  გათამაშების მონაწილე განაღდების შემთხვევაში მარათონს არ ეთიშება და თავიდან იწყებს ქულების დაგროვებას სხვა პრიზებისთვის.  

იმისათვის, რომ მომხმარებელმა შეძლოს ციფრულ ბანკში თამაში, აუცილებელია აპლიკაცია განახლებული ჰქონდეს. აპლიკაციის განახლებისთვის კი საჭიროა მობილური მოწყობილობის ოპერაციული სისტემა განახლებული იყოს მინიმუმ Android 6.0 ან iOS 15.1 ვერსიამდე.

ინფორმაციას თამაშის შესახებ გაეცანით ბმულზე:  https://link.tbc.ge/ertgulicampaign

თიბისი გისურვებთ მოგებას და კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას ერთგულებისთვის 💛

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 19:39

    Med Award - ყოველწლიური სამედიცინო დაჯილდოება...

    Med Award - ყოველწლიური სამედიცინო დაჯილდოება, 2025 წლის 16 თებერვალს, სასტუმრო შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში გაიმართება. გამარჯვებულებს გადაეცემათ Med Award-ს ჯილდოები, სიგელები და სხვა სპეცი...

  • 09:16

    ახალი თიბისი ბარათი მომაბეზრებელი კითხვების გარეშე...

      თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი -  თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...

  • 15:33

    თიბისიმ საქართველოსთვის გაზიარებული სურვილები მთელ...

    ახალი წლის დღეებში, თბილისის და საქართველოს სხვა დიდი ქალაქების მონიტორებზე, ერთხელ მაინც შეგხვდებოდათ ადამიანების მიერ გამოგზავნილი 2025 წლის გულწრფელი სურვილები. თიბისიმ საქართველოსა და მის ფარგლებ...

  • 11:31

    თიბისი ბიზნესების მხარდასაჭერად...

    ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ, Glovo-სთან და Mymarket-თან ერთად, სპეციალური ინიციატივა წამოიწყო, რომელიც ერთი მხრივ, ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული და Happyeuyear-ის პლატფორმაზ...

  • 19:17

    თიბისი თავის საკომუნიკაციო არხებს საახალწლოდ ხალხს...

    ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, თიბისი საახალწლო კამპანიას არ გაუშვებს. სანაცვლოდ, ყველა იმ საკომუნიკაციო არხს, რომელშიც ტრადიციულად თიბისის რეკლამები თავსდება, მოქალაქეებს დაგითმობთ, რომ თქვენი ...

  • 19:14

    PSP Pharma განცხადებას ავრცელებს: „ამ ისტორიას ა...

    გუშინ ტელეკომპანია „იმედმა“ და „რუსთავი 2“-მა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს, PSP Pharma  ჩართულია მასშტაბურ ეკონომიკურ ურთიერთობაში და აქვს უდიდესი შემოსავალი რუსეთიდან.&...

  • 13:33

    თიბისი და საქართველოს ბანკი ერთად ქართველი ხალხ...

    ქვეყანაში  შექმნილი ვითარების შედეგად  დაზარალებული მოქალაქეებისა  და ბიზნესების მხარდასაჭერად, საქართველოს ორი ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი - თიბისი და საქართველოს ბანკი გაერთიანდა...