1 6 : 0 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ოროზმანის ექსპედიციამ, რომლის გენერალური პარტნიორიც საქართველოს ბანკია, მსოფლიო მნიშვნელობის აღმოჩენა გააკეთა

საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი პროექტების, აღმოჩენების მხარდამჭერია. ბანკის გენერალური პარტნიორობით, ოროზმანის საერთაშორისო არქეოლოგიურმა ექსპედიციამ, დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვემო ოროზმანში, ადრეული ჰომოს (უძველესი ადამიანის) ქვედა ყბის კბილი, მე 4-ე პრემოლარი აღმოაჩინა.

ოროზმანი საქართველოში 1.8 მილიონი წლით დათარიღებული არქეოლოგიური ძეგლია და და ასაკიდან გამომდინარე მსოფლიო მნიშვნელობისაა. ის აფრიკის ფარგლებს გარეთ, დმანისთან  ერთად, მსოფლიოში  უძველესი ადამიანის ანუ ადრეული ჰომოს  გავრცელების კერას წარმოადგენს.

„ოროზმანის ძეგლზე ჰომინიდის კბილის აღმოჩენას ადამიანის ევოლუციისა და უძველესი ჰომინიდების მიერ ევრაზიის კონტინენტის კოლონიზაციის შესწავლისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს. აღმოჩენის მნიშვნელობიდან გამომდინარე კიდევ უფრო გაიზრდება საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის ინტერესი ჩვენი  ქვეყნის მიმართ. ოროზმანი საპატიო ადგილს დაიკავებს მსოფლიო სამეცნიერო რუკაზე.  ოროზმანის ექსპედიცია არის ერთერთი საუკეთესო მაგალითი კერძო და სამეცნიერო სექტორის თანამშრომლობის ჩვენს ქვეყანაში. მადლობა ჩვენი ექსპედიციის გენერალურ პარტნიორს“,- განაცხადა ოროზმანის ექსპედიციის სამეცნიერო ხელმძღვანელმა, არქეოლოგმა, გიორგი ბიძინაშვილმა.

“მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ჩვენი წვლილი შევიტანოთ  საქართველოსა და მსოფლიოსთვის ამ უმნიშვნელოვანეს არქეოლოგიურ აღმოჩენაში, რომელიც დარწმუნებული ვარ, უცხოელ სპეციალისტებისა და  მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში ძალიან მალე მოექცევა. ოროზმანის ექსპედიცია დიდ სამეცნიერო ინტერესს იწვევს, რადგან უძველესი ადამიანის ახალ კერას წარმოადგენს.  ბანკის ფინანსური მხარდაჭერით სწორედ შარშან, მკვლევარების ჯგუფმა, ოროზმანის არქეოლოგიურ ლოკაციაზე, ერთი უმნიშვნელოვანესი აღმოჩენა  უკვე გააკეთა. ჩვენ ვართ ამაყები, რომ ვიღებთ მონაწილეობას საქმეში, რომელიც საქართველოს, როგორც ძალიან საინტერესო არქეოლოგიური აღმოჩენების ქვეყანას  მსოფლიო რუკაზე მონიშნავს“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.  

ინფორმაციისთვის, ოროზმანის ტერიტორიაზე პირველი არქეოლოგიური გათხრები 2021 წელს ჩატარდა, რა დროსაც გამოვლინდა ევრაზიის უძველესი მაცხოვრებლების (ჰომო ერექტუსების) მიერ დამზადებული ქვის იარაღები, რომლებსაც პრეისტორიული ადამიანი ნადირობისთვის თუ საკვების დასამუშავებლად იყენებდა. ექსპედიციის შედეგად აღმოჩენილია 30-ზე მეტი არტეფაქტი და განამარხებული ცხოველები. 2022 წლის არქეოლოგიური სამუშაოები გრძელდება, მიკვლეულია მრავალი სახეობის გადაშენებულ ცხოველთა ნაშთები და უძველესი არტეფაქტები.  

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:54

    თიბისის ბიზნესკლიენტებს SelectUSA სამიტში მონაწილე...

    თიბისი, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან და საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატასთან ერთად, უკვე მეორე წელია ბიზნესკლიენტებს შესაძლებლობას აძლევს ამერიკაში საინვესტიციო სამიტ...

  • 10:08

    თიბისი, ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე, ...

    2025 წელს საქართველო პირველად წარადგენს მოსწავლეთა ეროვნულ ნაკრებს ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე (IOAI). საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციამ GAIA, IOAI-ისგან ეროვნული ნაკრების შერჩ...

  • 16:02

    თიბისი ტექსკოლის მე-5 სეზონზე მთელი საქართველოდან ...

    გაზაფხულის სემესტრზე, თიბისი ტექსკოლაში, უფროსკლასელები, როგორც საქართველოს 12 რეგიონიდან, ასევე, წელს პირველად საზღვარგარეთ მცხოვრები ემიგრანტი მოსწავლეებიც დარეგისტრირდნენ. კონკურსის საფუძველზე 155...

  • 14:21

    Tegeta Commercial Vehicles-მა სომხეთს, EBRD-ის ტენ...

    „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ Tegeta Commercial Vehicles-მა სომხეთს 30 ერთეული სპეციალიზებული სატვირთო ავტომობილი გადასცა. Renault Trucks-ის პრემიუმ ხარისხის 28 ერთეული ნაგავშემ...

  • 12:58

    პრემია „ელისო“ ნამუშევრების მიღებას იწყებს...

    ნატო ვაჩნაძის ფონდი და თიბისი წარმოგიდგენთ პრემია „ელისოს“, რომელიც წელს, 14 ივნისს, უკვე მეორედ გაიმართება. ნამუშევრების მიღება 25 მარტიდან დაიწყო და ეს პროცესი 15 აპრილამდე გაგრძელდება...

  • 10:14

    „ლუმიერსი“ - ქართული საკონდიტრო, რომელიც თიბისი ბი...

    ალბათ, მომხმარებლების უმეტეს ნაწილს ნაყინისა და დარიჩინის ტკბილი სურნელის სინთეზზე „ლუმიერსი“ ახსენდება. უფრო კონკრეტულად კი, ამ საკონდიტროს ერთადერთი პროდუქტი — “ტრდელნიკი&rd...

  • 12:23

    თიბისი კონცეპტი და Coaching Lab გიწვევთ ტრენინგ პრ...

    თიბისი კონცეპტის და Coaching Lab-ის პარტნიორობის ფარგლებში, 27-29 მარტს გიწვევთ ტრენინგ პროგრამაზე დასასწრებად - „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“. „გუნდური ქოუჩინგი – ფუნდამენტ...