0 2 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„თეგეტა გრინ პლანეტმა“ მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების შესახებ ბათუმში პარტნიორებისთვის პრეზენტაცია გამართა

3 ნოემბერს ბათუმში გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობისა და მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (მგვ) ორგანიზაციების მიზნებისა და ვალდებულებების შესახებ „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა ორგანიზაციამ, „თეგეტა გრინ პლანეტმა“,ღონისძიება გამართა. 

„თეგეტა გრინ პლანეტის“ დირექტორმა შალვა ახვლედიანმა ორგანიზაციის საქმიანობაზე,ნარჩენების სწორად მართვასა და მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ფარგლებში არსებულ რეგულაციებზე ინფორმაცია პარტნიორებს ამჯერად აჭარის რეგიონში გააცნო.

 

„თეგეტა გრინ პლანეტი“ „თეგეტას“ კორპორაციულ მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, ნარჩენი ზეთები, აკუმულატორები და საბურავები კომპანიის შეგროვების პუნქტებში ჩააბარონ. ამის შემდეგ „თეგეტა გრინ პლანეტი“ უზრუნველყოფს სპეციფიკური ნარჩენების ტრანსპორტირებასა და ლიცენზირებულ გადამმუშავებელ კომპანიებში ჩაბარებას.

შალვა ახვლედიანი, „თეგეტა გრინ პლანეტის“ დირექტორი: „ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორ ორგანიზაციებს გავაცნოთ ის შესაძლებლობები, რასაც „თეგეტა გრინ პლანეტი“ ნარჩენების გადამუშავების კუთხით აძლევს მათ. გვინდა, რომ გარემოზე ზრუნვის საკითხში კიდევ უფრო მეტი თანამოაზრე შემოვიკრიბოთ და, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, დადებითი ზეგავლენები გავზარდოთ. „თეგეტა გრინ პლანეტის“ უმთავრესი საზრუნავი სწორედ გარემოს დაცვაა და ჩვენი საქმიანობის მთავარი მიზანი სპეციფიკური ნარჩენების მართვა, მათი რეციკლირება, გადამუშავება და აღდგენაა. ამ პროცესში მეტი კომპანიის ჩართვით კი პროცესი კიდევ უფრო ეფექტიანი გახდება“.

ღონისძიებას, სადაც მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ფარგლებში არსებულ შესაძლებლობებზე ისაუბრეს, 80-ამდე ადამიანი დაესწრო. მათ შორის იყვნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ბათუმის მერიის წარმომადგენლებიდა პარტნიორი ორგანიზაციების წევრები. 

სოლომონ პავლიაშვილი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე: „სასიხარულოა, რომ დღევანდელ ღონისძიებაზე აჭარის რეგიონის ბიზნეს სექტორის მხრიდან დიდი დაინტერესება იყო. მათ დეტალურად გავაცანით მგვ ორგანიზაციების მიზნები. ვფიქრობ, რომ ასეთი შეხვედრები ძალიან ეფექტური იქნება მდგრადი მიზნების მიღწევის გზაზე. რაც შეეხება „თეგეტა გრინ პლანეტს“ მისი საქმიანობა სწორედ ცირკულარული ეკონომიკის პრინციპებზეა აწყობილი. მათ უკვე აქვთ ნარჩენების შეგროვების 45 ლოკაციადა იგეგმება, რომ აჭარის რეგიონში დამატებითი ლოჯისტკის ცენტრებიც გაჩნდეს.მათ შორის შეიქმნას საბურავების, აკუმულატორების, ზეთების გადამამუშავებელი წერტილები. ეს იქნება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი ცირკულარული ეკონომიკის წახალისებისთვის“.

თეგეტასთვის გარემოს დაცვაზე ზრუნვა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგიის ნაწილია და სწორედ ამ იდეით 2022 წელს ჰოლდინგს კიდევ ერთი შვილობილი ორგანიზაცია „თეგეტა გრინ პლანეტი“ შეემატა. საქართველოს მასშტაბით „თეგეტა გრინ პლანეტის“ 45-ამდე შეგროვების პუნქტი ფუნქციონირებს, მათ შორის, თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ყაზბეგში, თელავში, გორსა და ფოთში. 

 

 

--

 

Tegeta Green Planet „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი ორგანიზაციაა, რომელიც 2022 წლიდან ფუნქციონირებს. ის ერთ-ერთი პირველია საქართველოში, რომელმაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსაგან ავტორიზაცია მოიპოვა მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ფარგლებში ნარჩენი საბურავების, ზეთებისა და აკუმულატორების მართვაზე. პირველ ეტაპზე ორგანიზაცია ზემოაღნიშნულ სპეციფიკურ ნარჩენებს რეგლამენტის მიხედვით აგროვებს, უზრუნველყოფს მათ ტრანსპორტირებას, გადამუშავებას, შემდგომ კი მართვას ცირკულარული ეკონომიკის წესების 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 19:39

    Med Award - ყოველწლიური სამედიცინო დაჯილდოება...

    Med Award - ყოველწლიური სამედიცინო დაჯილდოება, 2025 წლის 16 თებერვალს, სასტუმრო შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში გაიმართება. გამარჯვებულებს გადაეცემათ Med Award-ს ჯილდოები, სიგელები და სხვა სპეცი...

  • 09:16

    ახალი თიბისი ბარათი მომაბეზრებელი კითხვების გარეშე...

      თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი -  თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...

  • 15:33

    თიბისიმ საქართველოსთვის გაზიარებული სურვილები მთელ...

    ახალი წლის დღეებში, თბილისის და საქართველოს სხვა დიდი ქალაქების მონიტორებზე, ერთხელ მაინც შეგხვდებოდათ ადამიანების მიერ გამოგზავნილი 2025 წლის გულწრფელი სურვილები. თიბისიმ საქართველოსა და მის ფარგლებ...

  • 11:31

    თიბისი ბიზნესების მხარდასაჭერად...

    ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ, Glovo-სთან და Mymarket-თან ერთად, სპეციალური ინიციატივა წამოიწყო, რომელიც ერთი მხრივ, ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული და Happyeuyear-ის პლატფორმაზ...

  • 19:17

    თიბისი თავის საკომუნიკაციო არხებს საახალწლოდ ხალხს...

    ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, თიბისი საახალწლო კამპანიას არ გაუშვებს. სანაცვლოდ, ყველა იმ საკომუნიკაციო არხს, რომელშიც ტრადიციულად თიბისის რეკლამები თავსდება, მოქალაქეებს დაგითმობთ, რომ თქვენი ...

  • 19:14

    PSP Pharma განცხადებას ავრცელებს: „ამ ისტორიას ა...

    გუშინ ტელეკომპანია „იმედმა“ და „რუსთავი 2“-მა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს, PSP Pharma  ჩართულია მასშტაბურ ეკონომიკურ ურთიერთობაში და აქვს უდიდესი შემოსავალი რუსეთიდან.&...

  • 13:33

    თიბისი და საქართველოს ბანკი ერთად ქართველი ხალხ...

    ქვეყანაში  შექმნილი ვითარების შედეგად  დაზარალებული მოქალაქეებისა  და ბიზნესების მხარდასაჭერად, საქართველოს ორი ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი - თიბისი და საქართველოს ბანკი გაერთიანდა...