სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლე დატოვა...
“მინდა, პირველ რიგში, ყველას დიდი მადლობა გითხრათ აქ მოსვლისთვის დღეს იმიტომ, რომ დღეს ჩვენ აქ ვდგავართ, იქითკენ არის სიცარიელე, აქ არის საზოგადოება, იქითკენ არიან ჩაკეტილები, ჩვენ ვართ გარეთ იმ...
|
"ქართული ოცნების" პარტიის თავმჯდომარე აშშ-ს ელჩს კელი დეგნანს ისევ თავს ესხმის. ირაკლი კობახიძეს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სანქცირებული მოსამართლეების საკითხზე პოზიცია არ შეუცვლია.
კობახიძის აზრით, 4 მოსამართლის საქმეში არ არსებობს მტკიცებულებები.
"მტკიცებულებების გარეშე მოსამართლეების დასანქცირება მიუღებელია და როდესაც ამის საფუძველზე, სისხლიანი სასამართლო სისტემის შემოქმედი „ნაცმოძრაობა" მოსამართლეების გადადგომას ითხოვს, ამაზე კომენტარის გაკეთებაც კი არ არის სწორი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ქართული მხარე ამერიკისგან კვლავ ითხოვს მტკიცებულებებს, თუ რის საფუძველზე დასანქცირდა ოთხი ქართველი მოსამართლე, თუმცა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი ქართველ ხალხს „ღირსად არ თვლის", რომ მტკიცებულებები წარადგინოს.
„ჩვენ კვლავაც ვითხოვთ მტკიცებულებების წარმოდგენას, თუმცა ვხედავთ, რომ დღემდე ელჩი არ თვლის ქართველ საზოგადოებას ღირსად, რომ წარმოადგინოს მტკიცებულები, რომელიც დაკავშირებულია ოთხი მოსამართლის დასანქცირებასთან, რაც ბუნებრივია, კატეგორიულად მიუღებელია.
ეს არის არასწორი დამოკიდებულება ქართველი საზოგადოების მიმართ, საქართველოს ხელისუფლების მიმართ. არ შეიძლება მტკიცებულებების გარეშე ქართველი მოსამართლეების დასანქცირება. ეს არის ჩვენი პრინციპული პოზიცია. აქედან გამომდინარე, კვლავაც პრინციპულად ვითხოვთ მტკიცებულებებს მისი მხრიდან, თუმცა დღემდე დუმილია ამასთან დაკავშირებით," - განაცხადა კობახიძემ.
“მინდა, პირველ რიგში, ყველას დიდი მადლობა გითხრათ აქ მოსვლისთვის დღეს იმიტომ, რომ დღეს ჩვენ აქ ვდგავართ, იქითკენ არის სიცარიელე, აქ არის საზოგადოება, იქითკენ არიან ჩაკეტილები, ჩვენ ვართ გარეთ იმ...
"შეერთებული შტატები ასანქცირებს ბიძინა გრიგორის ძე ივანიშვილს, საქართველოს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების" დამაარსებელსა და საპატიო თავმჯდომარეს რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ საქართველოს დ...
აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა. აქტივების გაყინვა და ფინანსური სანქციები. რას გულისხმობს აშშ-ის მიერ ივანიშვილის დასანქცირება &nb...
ვნახოთ, სად გააგრძელებს [სალომე ზურაბიშვილი] ცხოვრებას, გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ... მე დარწმუნებული ვარ, რომ მას [სალომე ზურაბიშვილი] ეყოფა გონიერება, რომ არ დაარღვიოს სისხლის სამართლის კოდექს...
ევროკავშირმა “ოცნების” დიპლომატიური პასპორტის მქონე ოფიციალურ პირებს უვიზო რეჟიმი შეუჩერა. აღნიშნული განცხადება ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების ს...
ევროკავშირმა “ოცნების” დიპლომატიური პასპორტის მქონე ოფიციალურ პირებს უვიზო რეჟიმი შეუჩერა. აღნიშნული განცხადება ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების ს...
როგორც უკვე ვთქვი, ბოლო 12 დღის ამბებთან დაკავშირებით, ყველა ოფცია არის მაგიდაზე, ყველაფერი განიხილება, მათ შორის, უვიზო რეჟიმის შეჩერება. ვნახოთ რას გადაწყვეტენ წევრი სახელმწიფოები, არის ეს ოფცია უვი...
იანვარი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები