„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Kaizen Global Award-ის ჯილ...
„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ კაიზენის 2024 წლის გლობალური ჯილდოს მფლობელია. კაიზენის ჯილდო ტოიოტას სადილეროებს ყოველწლიურად, სხვადასხვა კრიტერიუმით შეფასების შემდეგ, გადაეცემათ. იაპონური ბრენდი...
|
„ტოიოტა ცენტრი ბათუმი“ უკვე მეორედ Toyota Motor Corporation-ის ხატვის საერთაშორისო კონკურსში ჩაერთო. „ოცნების ავტომობილის“ შექმნა დასავლეთ საქართველოს 200 ბავშვისთვის ინსპირაციისა და იდეების გენერირების საშუალება გახდა.
„ოცნების ავტომობილის“ ხატვის გლობალურ კონკურსში 5-დან 15 წლამდე მოზარდები მონაწილეობდნენ. 9 გამარჯვებული 3 ასაკობრივ კატეგორიაში კომპანიის კომპეტენტურმა ჟიურიმ გამოავლინა. მონაწილეებსა და გამარჯვებულებს „ტოიოტა ცენტრი ბათუმისგან“ სიგელები დასპეციალური, სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.
გოდერძი სურმანიძე, „ტოიოტა ცენტრი ბათუმის“ დირექტორი: „ტოიოტა ცენტრი ბათუმი“ უკვე მეორედ ასეულობით ბავშვს ჩარჩოებს მიღმა ფიქრისა და მოქმედების შესაძლებლობას აძლევს. მოზარდები ტოიოტას მომავლის ავტომობილის ინოვაციურ-ტექნოლოგიურ გადაწყვეტებს პოულობენ, არსებული პროდუქტისა თუ სერვისის მოდიფიცირებას ცდილობენ. ბავშვების აქცენტები ეკომეგობრული, მულტიფუნქციური, სოციუმის საჭიროებებზე მორგებული ავტომობილის შექმნაზეა.
„ტოიოტა ცენტრი ბათუმი“ ამ კონკურსით რეგიონში მცხოვრებ მოზარდებს თვითრეალიზებასა და საკუთარი პოტენციალის გამოვლენაში ეხმარება. მათ შესაძლებლობა მივეცით, სხვა ქვეყნებში მცხოვრები თანატოლების მსგავსად, საკუთარი ნამუშევრები ხატვის გლობალური კონკურსისთვის შეექმნათ. ბავშვების წარმოსახვით შექმნილი ავტომობილის ესკიზები ქვეყნის ფარგლებს გასცდა. ნახატები უკვე იაპონიაში, ტოიოტას სათავო ოფისშია“.
ნამუშევრებმა ტოიოტას ხატვის გლობალური კონკურსის მთავარ მესიჯს „შეცვალე ავტომობილის მომავალი “ უნდა უპასუხოს. იაპონიაში არსებული Toyota Motor Corporation-ისთვის ეს პირველი კრიტერიუმია, თუმცა ნახატები კრეატიულობისა და შესრულების ხარისხის მიხედვითაც ფასდება.
კონკურსში მონაწილე ბავშვების ნამუშევრები ბრენდის ოფიციალური წარმომადგენლის, „ტოიოტა ცენტრი ბათუმის“ რეგიონულ ოფისში შეგროვდა.
ტოიოტას ხატვის გლობალური კონკურსი ყოველწლიურად იმართება და უკვე 17 წელს ითვლის. მეთვრამეტედ სტარტს
შემდეგი წლის გაზაფხულზე
აიღებს. მანამდე კი შესაძლოა, ტოიოტას მომავლის ავტომობილებში სწორედ ქართველი ბავშვების იდეები აისახოს.
--
„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „ტოიოტა ცენტრი ბათუმი“ ბაზარზე 2020 წლიდან ოპერირებს და ტოიოტას ერთადერთი ავტორიზებული ცენტრია დასავლეთ საქართველოში. კომპანია მონობრენდულია და შექმნილია იაპონური ბრენდის სტანდარტების კონცეფციის შესაბამისად. მისი მომსახურება სრულად „ტოიოტას“ მარკის ავტომობილებზეა ფოკუსირებული. სერვისცენტრი აღჭურვილია უახლესი, ლიცენზირებული აპარატურითა და ავტორიზებული პროგრამებით, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს ტოიოტას ავტომობილების უახლეს სამოდელო რიგს, ორიგინალ სათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებსა და სრულ ავტოსერვისს.
„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ კაიზენის 2024 წლის გლობალური ჯილდოს მფლობელია. კაიზენის ჯილდო ტოიოტას სადილეროებს ყოველწლიურად, სხვადასხვა კრიტერიუმით შეფასების შემდეგ, გადაეცემათ. იაპონური ბრენდი...
„ვოლვო ქარ კავკასია” Excellence Club-ის ჯილდოს არ თმობს. Volvo Cars EMEA-ს ყოველწლიურ ბიზნესკონფერენციაზე კომპანიამ მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. Excellence Club-ის ჯილდოსთვის შედ...
თიბისი კონცეპტის სამოგზაურო უპირატესობები ახლა უკვე ერთ სივრცეში -მობაილბანკშია ხელმისაწვდომი. კონცეპტ მომხმარებლებს თიბისის მობაილბანკის შეთავაზებების გვერდზე აეროპორტის სერვისები დაგხვდებათ, სადაც ...
12 მარტიდან 12 აპრილამდე, ყველა მომხმარებელს ექნება საშუალება, თიბისის მობაილბანკიდან უმარტივესად გადაიხადოს ამანათის ტრანსპორტირების თანხა. ამანათის გამოწერისას, მისი ტრანსპორტირების თანხას გადამზი...
„თეგეტა ჰოლდინგი“ მდგრადი განვითარების საუკეთესო ანგარიშისთვის BARTA-ს ჯილდოს მფლობელი გახდა. გამორჩეული კორპორაციული ანგარიშგებისა და გამჭვირვალობის პრაქტიკის მქონე კომპანიები მსოფლიო ბა...
„რენიუ“ - ეს არის პლასტიკური ქირურგიის ცენტრი, რომელიც სულ რამდენიმე თვეა დაფუძნდა და დიდი გეგმებით მიიწევს წინ. განსხვავებით სხვა მსგავსი კლინიკებისა, აქ პლასტიკურ ქირურგიასთან ერთად, რთ...
13 მარტიდან, განახლებული პრემიუმ პაკეტების შეთავაზებით, „საბა“ მკითხველებს უნიკალურ შესაძლებლობას მისცემს, პირველად SABA Reader-ში წაიკითხონ წიგნები, რომლებიც სხვაგან არსადაა ხელმისაწვდომ...
მარტი 2025 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები