2 2 : 0 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი ბიზნესებს ონლაინ გადახდის ახალ და ყველაზე მარტივ სისტემას სთავაზობს

ბიზნესების ონლაინ ვაჭრობაზე გადასვლის წასახალისებლად, თიბისი VISA-სთან ერთად ონლაინ გადახდების ახალ სისტემას -  „თიბისი ელ.კომერციას“ და სპეციალურ სამოტიცავიო პროგრამას ქმნის.

„თიბისი ელ.კომერცია“ გადახდის სისტემაა, რომელიც ერთი მხრივ, ონლიან მაღაზიაში გადახდის პროცესს მომხმარებლისთვის სწრაფს, უსაფრთხოს და მარტივს ხდის, მეორე მხრივ კი,  ბიზნესებს გადახდების ინტეგრაციას და ონლაინ ტრანზაქციების მართვას  უმარტივებს.

„თიბისი ელ.კომერციით“ ბიზნესებს შესაძლებლობა აქვთ, საკუთარ ონლაინ მაღაზიაში მომხმარებელს გადახდის  მრვალფეროვანი მეთოდები შესთავაზონ.

მათ შორის, გადახდა შესაძლებელია:

 

· ბარათით

· თიბისის ინტერნეტ ბანკში ავტორიზაციით

· თიბისის მობაილბანკით - QR კოდით

· Apple Pay-თ

· ერთგული ქულებით

· ონლაინ განვადებით

„თიბისი ელ.კომერციის“  ონლაინ მაღაზიაში გააქტიურება მარტივად, დეველოპერის ჩარევის გარეშეა შესაძლებელი. ონლაინ მაღაზიაში განხორციელებულ ყოველდღიურ ტრანზაქციებს კი ბიზნესის წარმომადგენელი მარტივად მართავს, მისთვის სპეციალურად გამოყოფილ ონლაინ სივრცეში. 

 

სიახლის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ბმულზე:

https://tbcpayments.ge/details/ecom/tbc

ამასთან ერთად,  გრძელდება თიბისის და VISA-ს ერთობლივი პროექტი -  „შექმენი საკუთარი ონლაინ მაღაზია“, რომლის ფარგლებში კომპანიებს საკუთარი, სრულად გამართული ონლაინ მაღაზიის პლატფორმის შექმნა და  პროდუქციის  მთელი საქართველოს მასშტაბით გაყიდვა შეუძლიათ. კომპანიები უფასოდ მიიღებენ ფოტოგრაფის მომსახურებას, ასევე,  ვებ-გვერდზე  ონლაინ გადახდის სისტემის - „თიბისი ელ.კომერციის“ და მიტანის სერვისის ჩაშენებას.

პროგრამის ფარგლებში, ბიზნესები  6 თვით თავისუფლდებიან ვებ-გვერდის ყოველთვიური მომსახურების გადასახადისგან, ხოლო „თიბისი ელ.კომერციით“ 2 თვით საკომისიო (შევსებადი) გადასახადის გარეშე ისარგებლებენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:23

    „თეგეტა ჰოლდინგსა“ და UNFPA GEORGIA-ს შორის ურთიერ...

    თანამედროვე ბიზნესგარემოში გენდერული თანასწორობისა და ინკლუზიურობის პრინციპების დაცვა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, როგორც სოციალური პასუხისმგებლობის, ისე კომპანიების მდგრადი განვითარების კუთხი...

  • 15:28

    თიბისის ინოვაციური ტექღონისძიება „TechXplore 202...

    თიბისი IT აკადემიამ, ტექნოლოგიური განათლების მხარდაჭერის ფარგლებში, ოთხდღიანი მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება – TechXplore 2025 გამართა.  ღონისძიების მთავარი მიზანი, პროექტის „TBC...

  • 15:08

    წმინდა სავალუტო შემოდინებები გაუმჯობესდა - თიბისი ...

    თიბისი კაპიტალის შეფასებით, იანვარში წმინდა სავალუტო შემოდინებები ვაჭრობიდან, ტურიზმიდან და ფულადი გზავნილებიდან, როგორც წინა თვესთან, ასევე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, გაუმჯობესდა. შეფა...

  • 12:12

    PSP-ში ფულადი ვაუჩერის აქცია დაიწყო. ...

    PSP-ში ფულადი ვაუჩერის აქცია 20 თებერვლიდან დაიწყო და 28 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. აქციის ფარგლებში, თითოეულ 100 ლარიან შენაძენზე, მომხმარებელს საჩუქრად გადაეცემა 10 ლარიანი ფულადი ვაუჩერი. მომხ...

  • 12:47

    თიბისი ლიზინგს კორპორაციული მდგრადობის ჯილდო გადაე...

    19 თებერვალს, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით “კორპორაციული მდგრადობის ჯილდო - ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის “ მეშვიდე ცერემონია გაიმართა. SDG17 “პარტ...

  • 12:22

    PSP სტუდენტებს სიახლეს - სტუდენტურ ბარათს სთავაზობ...

    ახალი, PSP-ს სტუდენტური ბარათი, სტუდენეტების ინტერესების გათვალისწინებით შეიქმნა. 20 თებერვლიდან სტუდენტური ბარათის აღება შეუძლიათ 18-24 წლის სტუდენტის სტატუსის მქონე ახალგაზრდებს. PSP-ს სტუდენტური ბ...

  • 17:37

    „თეგეტას” მულტიფუნქციურმა კომპლექსმა კორპორაციული ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ფარგლებში, ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი კორპორაციული მდგრადობის კონკურსის გამარჯვებულია. პროექტით „თეგეტა X ვოლვოს ენერგოეფექტურ...