2 0 : 0 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ლიბერთი #გულით სოლიდარობის ფონდისთვის

დღეს,   ლიბერთი   ბანკსა   და   სოლიდარობის   ფონდს   შორის ურთიერთთანამშრომლობის   მემორანდუმი   გაფორმდა.   ამ   მემორანდუმის   ხელმოწერით კიდევ   ერთხელ   განმტკიცდა   6   წლიანი   პარტნიორობა   და   ლიბერთიმ   კიდევ   ერთხელ, სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ‘ლიბერთი #გულით’ ფარგლებში, გამოხატა მზაობა   2021   წლის   განმავლობაში   საკუთარი   ფინანსური   სახსრებით   ყოველთვიურად უზრუნველყოს ფონდის ანგარიშზე თანხის გადარიცხვა.

ლიბერთი ბანკი და სოლიდარობის ფონდი 2014 წლიდან წარმატებით თანამშრომლობენ.

წლების   განმავლობაში,   ბანკის   საკუთარი   რესურსის   გარდა,   სპეციალურად   შექმნილი ტექნოლოგიური   ინფრასტრუქტურის   მეშვეობით,   ბანკის   თანამშრომლებისა   და   ასევე, მომხმარებლების   მიერ   გამოყენებული საბანკო   პროდუქტებიდან   მიღებული   შემოსავლის ნაწილი ყოველთვურად ირიცხებოდა ფონდის ანგარიშზე. კერძოდ, 2014 წლიდან დღემდე ლიბერთი ბანკის მიერ სოლიდარობის ფონდში 900 ათას ლარამდე თანხაა ჩარიცხული. გასული წლების მანძილზე, ამ რესურსით   არაერთ   მოზარდს   გაეწია   აუცილებელი   სამედიცინო   დახმარება. სოლიდარობის ფონდმა დაარსებიდან დღემდე ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე 782 ბავშვსა და 22 წლამდე ახალგაზრდას მკურნალობა და დიაგნოსტიკა დაუფინანსა. ფონდში მობილიზებული თანხის 100% სრულად ხმარდება ბენეფიციარებისთვის საჭირო სამედიცინო სერვისების დაფინანსებას.

 

“პანდემიის გამო შექმნილმა ახალმა რეალობამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გყავდეს ერთგული მეგობრები. “ლიბერთი ბანკი” “სოლიდარობის ფონდის” ის მეგობარია, რომელიც ორგანიზაციის დაარსების დღიდან გვერდში უდგას ჩვენს ბენეფიციარებს. 2014 წლიდან დღემდე “ლიბერთი ბანკსა” და “საქართველოს სოლიდარობის ფონდს” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმია გაფორმებული, რომლის ფარგლებში ქველმოქმედებისთვის რამდენიმე ათეული ათასი ლარი გადმოირიცხა. ეს თანხები კი სრულად მოხმარდა ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვებისა და 22 წლამდე ახალგაზრდების მკურნალობისა და დიაგნოსტირების დაფინანსებას.

“ლიბერთი ბანკის” ახალი სლოგანი “დაეხმარე მას, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება” ზუსტად ამართლებს და შეესაბამება ბანკის ღირებულებებს. “ლიბერთი” დღეს ნამდვილად იმ ბანეფიციარების გვერდით დგას, ვისაც თანადგომა ყველაზე მეტად სჭირდებათ. ბანკის მიერ განხორციელებული ქველმოქმედება, მისაბაძი მაგალითია კერძო სექტორის სხვა წარმომადგენლებისთვის.

თითოეული ბენეფიციარის და მათი ოჯახების სახელით, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო “ლიბერთი ბანკს” უწყვეტი და  უანგარო სიკეთისთვის. “სოლიდარობის ფონდში” ჩარიცხული თითოეული ლარი კიდევ ერთ გადარჩენილ სიცოცხლეს ნიშნავს. თქვენი მხარდაჭერა ჩვენ გვაძლიერებს!” - ია მაქაცარია, სოლიდარობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი

 

" წელს მთელი ჩვენი რესურსი მიმართული იყო ქველმოქმედებაზე და სწორედ ისეთი  პროექტების განხორციელებაზე რომლითაც გვერდში დავუდექით სწორედ იმ ადამიანებს,  ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. სოლიდარობის ფონდის მხარდაჭერა უკვე მრავალი  წელია ლიბერთი ბანკისთვის ერთერთი მნიშვნელოვანი სოციალური პასუხისმგებლობის  პროექტია. განახლებული მემორანდუმის ფარგლებში, კიდევ უფრო აქტიურად  ჩავერთვებით საჭირო რესურსების მობილიზების კუთხით და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენს  მოკრძალებულ წვლილს შევიტანთ თითოეული მოზარდის სიცოცხლის შენარჩუნებაში.” –  ვასილ ხოდელი, ლიბერთის გენერალური დირექტორი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:23

    „თეგეტა ჰოლდინგსა“ და UNFPA GEORGIA-ს შორის ურთიერ...

    თანამედროვე ბიზნესგარემოში გენდერული თანასწორობისა და ინკლუზიურობის პრინციპების დაცვა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, როგორც სოციალური პასუხისმგებლობის, ისე კომპანიების მდგრადი განვითარების კუთხი...

  • 15:28

    თიბისის ინოვაციური ტექღონისძიება „TechXplore 202...

    თიბისი IT აკადემიამ, ტექნოლოგიური განათლების მხარდაჭერის ფარგლებში, ოთხდღიანი მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება – TechXplore 2025 გამართა.  ღონისძიების მთავარი მიზანი, პროექტის „TBC...

  • 15:08

    წმინდა სავალუტო შემოდინებები გაუმჯობესდა - თიბისი ...

    თიბისი კაპიტალის შეფასებით, იანვარში წმინდა სავალუტო შემოდინებები ვაჭრობიდან, ტურიზმიდან და ფულადი გზავნილებიდან, როგორც წინა თვესთან, ასევე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, გაუმჯობესდა. შეფა...

  • 12:12

    PSP-ში ფულადი ვაუჩერის აქცია დაიწყო. ...

    PSP-ში ფულადი ვაუჩერის აქცია 20 თებერვლიდან დაიწყო და 28 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. აქციის ფარგლებში, თითოეულ 100 ლარიან შენაძენზე, მომხმარებელს საჩუქრად გადაეცემა 10 ლარიანი ფულადი ვაუჩერი. მომხ...

  • 12:47

    თიბისი ლიზინგს კორპორაციული მდგრადობის ჯილდო გადაე...

    19 თებერვალს, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით “კორპორაციული მდგრადობის ჯილდო - ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის “ მეშვიდე ცერემონია გაიმართა. SDG17 “პარტ...

  • 12:22

    PSP სტუდენტებს სიახლეს - სტუდენტურ ბარათს სთავაზობ...

    ახალი, PSP-ს სტუდენტური ბარათი, სტუდენეტების ინტერესების გათვალისწინებით შეიქმნა. 20 თებერვლიდან სტუდენტური ბარათის აღება შეუძლიათ 18-24 წლის სტუდენტის სტატუსის მქონე ახალგაზრდებს. PSP-ს სტუდენტური ბ...

  • 17:37

    „თეგეტას” მულტიფუნქციურმა კომპლექსმა კორპორაციული ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ფარგლებში, ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი კორპორაციული მდგრადობის კონკურსის გამარჯვებულია. პროექტით „თეგეტა X ვოლვოს ენერგოეფექტურ...