„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Kaizen Global Award-ის ჯილ...
„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ კაიზენის 2024 წლის გლობალური ჯილდოს მფლობელია. კაიზენის ჯილდო ტოიოტას სადილეროებს ყოველწლიურად, სხვადასხვა კრიტერიუმით შეფასების შემდეგ, გადაეცემათ. იაპონური ბრენდი...
|
თიბისი ლიზინგის და სკუტ სკუტის საზაფხულო შეთავაზების ფარგლებში, სასურველი ვესპას შეძენისას განსაკუთრებულ საჩუქრებს მიიღებთ: Giggles-ის 300 ლარიან ვაუჩერს იზიპიზის სათვალის შესარჩევად, იტალიური პრემიუმ ბრენდის,Tucano Urbano-ს ჩაფხუტს ან ხელთათმანს. აქცია ძალაშია 1-ელ სექტემბრამდე.
ვესპა პირველი სკუტერია მსოფლიოში, რომლის მოყვარულებიც უკვე 70 წელზე მეტია სპონტანურ და თავისუფალ ცხოვრების სტილს იზიარებენ. მისი გამორჩეული მახასიათებლებია:
ფერები - მუდმივად მბზინავი და მკვეთრი ფერები თავს მარტივად დაგამახსოვრებთ, რაც იტალიური, სამ დონიანი, შეღებვის ტექნოლოგიის დამსახურებაა.
მეტალის მთლიანი კორპუსი - თუ სხვა სკუტერების და მოპედების კორპუსი რამდენიმე პლასტმასის ნაწილისგან შედგება , ვესპა ერთ მთლიან მეტალის კორპუსზეა აწყობილი, რაც მის მუდმივ სიმყარეს უზრუნველყოფს.
სამუხრუჭე და ამორტიზაციის სისტემა - ვესპას საუკეთესო სამუხრუჭე და ამორტიზაციის სისტემა აქვს, რაც მას სირბილეს და კომფორტულობას სძენს.
რაც შეეხება იზიპიზის, ის 2010 წელს სამმა მეგობარმა ცხოვრების განსაკუთრებული მომენტებისთვის შექმნა. ყველაზე ფერადი მოდელები ბიოდეგრადირებადი, მაღალი ხარისხის პოლიკარბონისგანაა წარმოებული და მთელი ოჯახისთვისაა გათვლილი. თითოეული მოდელი შთაგონებულია ბუნების ფერებით და ადამიანის განწყობის გაუმჯობესების იდეით.
საქართველოში 2017 წლიდან ბრენდის ოფიციალური დისტრიბუტორი კომპანია Giggles-ია.
„სეზონიდან გამომდინარე, განსაკუთრებით გაზრდილია მომართვიანობა ორბორბლიანი სატრანსპორტო საშუალებების დაფინანსებაზე, სწორედ ამიტომ, გვინდოდა კიდევ უფრო წაგვეხალისებინა მომხმარებელი და სკუტ სკუტთან თანამშრომლობით შეგვექმნა აქცია, რაც საჭირო ნივთების ჩუქებას მოიაზრებდა. ამ ეტაპზე თანამედროვე ბრენდის სათვალეების სასაჩუქრე ვაუჩერს, Tucano Urbano-ს განსაკუთრებით გამძლე და უსაფრთხო ჩაფხუტებსა თუ ხელთათმანებს მოვიაზრებთ. იმედი გვაქვს, აღნიშნული შეთავაზებით ბევრი ადამიანი დარჩება კმაყოფილი“, - ეკატერინე ანჯაფარიძე, თიბისი ლიზინგის ავტომოტივის ხელმძღვანელი.
„სკუტ სკუტი ქართულ ბაზარზე 2016 წელს, სკუტერების გაქირავების სერვისით გამოჩნდა, თუმცა მოთხოვნიდან გამომდინარე, დაახლოებით ერთ წელში ვესპა და ჰონდა შემოვიყვანეთ, რაც 2019 წელს პირველი მაღაზიის გახსნით დაგვირგვინდა. ღრმად გვწამს, რომ „მალე მთელი ქვეყანა ჩვენ ვიქნებით“, იმიტომ რომ ორბორბლიანი ტრანსპორტი მომავალია, გადაადგილების მარტივი გზა. ამ იდეის გარშემო გავერთიანდით თიბისი ლიზინგთან და გადავწყვიტეთ კიდევ უფრო წავახალისოთ მომხმარებელი, რომელსაც ვესპას შეძენაზე ეფიქრება“, - თამუ ცხადაძე, სკუტ-სკუტის წარმომადგენელი.
„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ კაიზენის 2024 წლის გლობალური ჯილდოს მფლობელია. კაიზენის ჯილდო ტოიოტას სადილეროებს ყოველწლიურად, სხვადასხვა კრიტერიუმით შეფასების შემდეგ, გადაეცემათ. იაპონური ბრენდი...
„ვოლვო ქარ კავკასია” Excellence Club-ის ჯილდოს არ თმობს. Volvo Cars EMEA-ს ყოველწლიურ ბიზნესკონფერენციაზე კომპანიამ მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. Excellence Club-ის ჯილდოსთვის შედ...
თიბისი კონცეპტის სამოგზაურო უპირატესობები ახლა უკვე ერთ სივრცეში -მობაილბანკშია ხელმისაწვდომი. კონცეპტ მომხმარებლებს თიბისის მობაილბანკის შეთავაზებების გვერდზე აეროპორტის სერვისები დაგხვდებათ, სადაც ...
12 მარტიდან 12 აპრილამდე, ყველა მომხმარებელს ექნება საშუალება, თიბისის მობაილბანკიდან უმარტივესად გადაიხადოს ამანათის ტრანსპორტირების თანხა. ამანათის გამოწერისას, მისი ტრანსპორტირების თანხას გადამზი...
„თეგეტა ჰოლდინგი“ მდგრადი განვითარების საუკეთესო ანგარიშისთვის BARTA-ს ჯილდოს მფლობელი გახდა. გამორჩეული კორპორაციული ანგარიშგებისა და გამჭვირვალობის პრაქტიკის მქონე კომპანიები მსოფლიო ბა...
„რენიუ“ - ეს არის პლასტიკური ქირურგიის ცენტრი, რომელიც სულ რამდენიმე თვეა დაფუძნდა და დიდი გეგმებით მიიწევს წინ. განსხვავებით სხვა მსგავსი კლინიკებისა, აქ პლასტიკურ ქირურგიასთან ერთად, რთ...
13 მარტიდან, განახლებული პრემიუმ პაკეტების შეთავაზებით, „საბა“ მკითხველებს უნიკალურ შესაძლებლობას მისცემს, პირველად SABA Reader-ში წაიკითხონ წიგნები, რომლებიც სხვაგან არსადაა ხელმისაწვდომ...
მარტი 2025 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები