0 4 : 4 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

სამარყანდში გამართულ ფორუმზე თიბისიმ EBRD-სგან სამი ჯილდო მიიღო

 

EBRD-ის მიერ უზბეკეთში, ქალაქ სამარყანდში გამართულ საერთაშორისო რეგიონულ ფორუმზე, სადაც თიბისი ჯგუფი ფართო შემადგენლობით იყო წარმოდგენილი, თიბისი ბანკმა რამდენიმე ჯილდო მიიღო, რაც სხვადასხვა მიმართულებით თიბისის პროგრესის მნიშვნელოვანი აღიარებაა.

 

თიბისიმ EBRD Annual Sustainability Awards-ის ვერცხლი ჯილდო მოიპოვა იმ გამორჩეული საქმიანობისთვის, რასაც ბანკი მდგრადი განვითარების მიმართულებით ახორციელებს. EBRD აღნიშნავს, რომ გარემოს დაცვის, სოციალური და მმართველობის საკითხებში თიბისი წამყვანი მაგალითია ქვეყანაში.

 

ფორუმის ფარგლებში, EBRD-იმ საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობისა და დაფინანსების მიმართულებით, თიბისი კიდევ ერთხელ დაასახელა ყველაზე აქტიურ ბანკად საქართველოში. აღნიშნული ჯილდო თიბისიმ უკვე მეცხრედ მიიღო. თიბისიმ აღიარება ვაჭრობის ხელშეწყობის პროგრამის - TFP-ის ფარგლებში განხორციელებული ტრანზაქციების რაოდენობის მიხედვით მოიპოვა.

 

ღონისძიებაზე EBRD-იმ თიბისის მეორე - წლის ტრანზაქციის ჯილდოც გადასცა, ყველა იმ ქვეყნის მასშტაბით, სადაც EBRD ოპერირებს. აღნიშნული ჯილდო თიბისიმ, Armswissbank-თან ერთად და EBRD-ის გარანტიების მხარდაჭერით, საერთაშორისო ფაქტორინგული ტრანზაქციის განხორციელებისთვის მიიღო, რომელიც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მონაწილეობით, მსოფლიოში პირველად შესრულებული ფაქტორინგული ტრანზაქცია იყო.

2022 წელს თიბისისა და Armswissbank-ის მიერ, FCI-ის ფაქტორინგული პლატფორმის საშუალებით განხორციელებულმა ტრანზაქციამ, შოკოლადის ადგილობრივი წარმოების მიზნით, ქართული სადისტრიბუციო კომპანიის მიერ, სომხეთში საკვები პროდუქტების ექსპორტი უზრუნველყო.   

თიბისი, ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით, ქვეყნის ბაზრის ლიდერია. თიბისის ვაჭრობის დაფინანსების პორტფელი 2 მილიარდ ლარზე მეტს შეადგენს და 1000-ზე მეტ მსხვილ, მცირე თუ საშუალო ბიზნესსა და საერთაშორისო კომპანიას აერთიანებს.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    თიბისი x ქართული რაგბი - 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრე...

    საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგეთში, ქალაქ ვიშში გაემგზავრა, სადაც 6 ერის ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალზე, საქართველოსა და 6 ერის ქვეყნების (საფრანგეთი, უელსი, ინგლისი, ი...

  • 11:58

    თიბისიმ, საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურ...

    მსოფლიოში ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა - Euromoney, თიბისი საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის დააჯილდოვა.   ჯილდო ბანკმა თიბისი კონცეპტისა და თიბისი WM-ის მაღალშემ...

  • 11:09

    ZEG Storytelling Festival 13-15 ივნისი ...

    როგორ შეიძლება დაგანახოს ომი  სატირიკოსმა მწერალმა და მონაცემთა მეცნიერმა? რა შეიძლება გასწავლოს ფილოსოფოსმა ამბის თხრობაზე? რას გვიყვებიან განსაკუთრებულს ჩვენი პლანეტის შესახებ არქიტექტორე...

  • 18:46

    მალე საირმის ტყეს კეთილშობილი კავკასიური ირემი დაუ...

    ·         საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარეობს, რომლის ერთ-ერთი ნაწილი ე.წ. ფერმის მოწყობაა, სადაც წითელ ნუსხაში შეტანილ ცხოველებს გაამრავლებენ და ბუ...

  • 17:15

    თიბისის გუნდმა Young Lions Georgia 2025-ზე ოქროს მ...

    კანის ახალგაზრდული ლომების ფესტივალი შემოქმედებითი ინდუსტრიის ყველაზე პრესტიჟული კონკურსია, სადაც მონაწილეობას ქვეყნის საუკეთესო ტალანტები იღებენ. წელს კონკურსს უპრეცედენტოდ ბევრი მონაწილე ჰყავდა. სხ...

  • 15:07

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მარტში ქალი მეწარმ...

    საქართველოს ბანკისთვის სტარტაპ ეკოსისტემის განვითარება და ქალი მეწარმეების ხელშეწყობა ორი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, Startup Grind-თან ერთად, ბიზნეს 360-ის ფარგლებში, მარტის თვე ქალ მე...

  • 12:53

    თიბისი x გურჯაანის „დელტა“ - პარტნიორობა რეგიონული...

    თიბისი გურჯაანის საკალათბურთო კლუბის - „დელტას“ მხარდამჭერია. პარტნიორობა 2024 წელს დაიწყო და წელსაც გრძელდება, რადგან თიბისისთვის რეგიონული პროექტების მხარდაჭერა ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტ...