2 2 : 4 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„დახატე შენი ოცნების ავტომობილი“ - ტოიოტას გლობალურ კონკურსზე წარდგენილი საუკეთესო ნამუშევრები საქართველოდან

 

„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ ხატვის გლობალური კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვა. „დახატე შენი ოცნების ავტომობილი“ - ამ დევიზით კონკურსში მთელი საქართველოდან  16 წლამდე ასაკის

200-ამდე ბავშვმა მიიღო მონაწილეობა. მათ შორის, სამ ასაკობრივ კატეგორიაში 9 საუკეთესო გამოვლინდა, რომელთა ნამუშევრებს ახლა უკვე საერთაშორისო კონკურსზე, იაპონიაში შეაფასებენ.

 

7 წლამდე ასაკობრივი კატეგორიიდან გამარჯვებულები არიან: ნია პაპავა, ანამარია ნანავა და ბარბარე მეფარიშვილი. 8-11 წლის ასაკობრივი კატეგორიიდან - მარიამ ჩაჩანიძე, ლიზა კუტალაძე და ქეთევან გაბიდაური, ხოლო 12-15 წლის ასაკობრივი კატეგორიიდან - სოფიო მენაბდე, მარიამ ტალახაძე და ნარგო სანიკიძე.

 

თეა მანჯავიძე, „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ მარკეტინგის მენეჯერი: „კონკურსის თითოეული მონაწილის ნახატი ჩვენთვის ძალიან ღირებულია. მეტ მნიშვნელობას ყოველთვის იდეას ვანიჭებთ და არა ტექნიკურად შესრულებას, თუმცა მიხარია, რომ გამარჯვებულ ნამუშევრებში ამჯერადაც ორივე კომპონენტი თანაბრად მაღალ დონეზეა. გვჯერა, რომ ყველა დიდი იდეა ოცნებით იბადება, სწორედ ამიტომ მომავლის ავტომობილის შექმნისათვის ბავშვებს სრული თავისუფლება მივეცით. ვიმედოვნებთ, რომ ახალგაზრდა მხატვრების ფანტაზიები ტოიოტას ახალი თაობის მოდელების შექმნაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს“.

 

კონკურსის დაჯილდოების ცერემონიის ფარგლებში, „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ შოურუმში ნახატების გამოფენა მოეწყო და მონაწილეების გართობაზე ანიმატორებმა იზრუნეს. გამარჯვებულებს მათი ინტერესებისა და სურვილების მიხედვით შერჩეული საჩუქრები და სიმბოლური სერტიფიკატები გადაეცათ.

„დახატე შენი ოცნების ავტომობილი“ ტოიოტას გლობალური პროექტია, რომელშიც  ყოველწლიურად 79 ქვეყნიდან 830 000-ამდე ბავშვი მონაწილეობს. კონკურსში მონაწილე ბავშვები თავიანთი წარმოსახვისა და მხატვრული უნარ-ჩვევების გამოყენებით ცდილობენ, ფანტაზია ფურცელზე გადმოიტანონ და შექმნან ისეთი ავტომობილი, რომელიც მათი ხედვით გარემოს გააუმჯობესებს და სამყაროში სასიკეთო ცვლილებებს გამოიწვევს.

--

„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. კომპანია მონობრენდულია და მისი მომსახურება მთლიანად ტოიოტას ბრენდის ავტომობილებზეა ფოკუსირებული. ამ ეტაპზე კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ტოიოტას უახლესი მოდელების ავტომობილებს, მაღალი ხარისხის ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებსა და მომსახურებას. სერვისი აღჭურვილია უახლესი ავტორიზებული პროგრამებითა და კვალიფიციური პერსონალით.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    თიბისი x ქართული რაგბი - 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრე...

    საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგეთში, ქალაქ ვიშში გაემგზავრა, სადაც 6 ერის ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალზე, საქართველოსა და 6 ერის ქვეყნების (საფრანგეთი, უელსი, ინგლისი, ი...

  • 11:58

    თიბისიმ, საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურ...

    მსოფლიოში ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა - Euromoney, თიბისი საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის დააჯილდოვა.   ჯილდო ბანკმა თიბისი კონცეპტისა და თიბისი WM-ის მაღალშემ...

  • 11:09

    ZEG Storytelling Festival 13-15 ივნისი ...

    როგორ შეიძლება დაგანახოს ომი  სატირიკოსმა მწერალმა და მონაცემთა მეცნიერმა? რა შეიძლება გასწავლოს ფილოსოფოსმა ამბის თხრობაზე? რას გვიყვებიან განსაკუთრებულს ჩვენი პლანეტის შესახებ არქიტექტორე...

  • 18:46

    მალე საირმის ტყეს კეთილშობილი კავკასიური ირემი დაუ...

    ·         საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარეობს, რომლის ერთ-ერთი ნაწილი ე.წ. ფერმის მოწყობაა, სადაც წითელ ნუსხაში შეტანილ ცხოველებს გაამრავლებენ და ბუ...

  • 17:15

    თიბისის გუნდმა Young Lions Georgia 2025-ზე ოქროს მ...

    კანის ახალგაზრდული ლომების ფესტივალი შემოქმედებითი ინდუსტრიის ყველაზე პრესტიჟული კონკურსია, სადაც მონაწილეობას ქვეყნის საუკეთესო ტალანტები იღებენ. წელს კონკურსს უპრეცედენტოდ ბევრი მონაწილე ჰყავდა. სხ...

  • 15:07

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მარტში ქალი მეწარმ...

    საქართველოს ბანკისთვის სტარტაპ ეკოსისტემის განვითარება და ქალი მეწარმეების ხელშეწყობა ორი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, Startup Grind-თან ერთად, ბიზნეს 360-ის ფარგლებში, მარტის თვე ქალ მე...

  • 12:53

    თიბისი x გურჯაანის „დელტა“ - პარტნიორობა რეგიონული...

    თიბისი გურჯაანის საკალათბურთო კლუბის - „დელტას“ მხარდამჭერია. პარტნიორობა 2024 წელს დაიწყო და წელსაც გრძელდება, რადგან თიბისისთვის რეგიონული პროექტების მხარდაჭერა ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტ...