თიბისი კონცეპტი და Coaching Lab გიწვევთ ტრენინგ პრ...
თიბისი კონცეპტის და Coaching Lab-ის პარტნიორობის ფარგლებში, 27-29 მარტს გიწვევთ ტრენინგ პროგრამაზე დასასწრებად - „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“. „გუნდური ქოუჩინგი – ფუნდამენტ...
|
საქართველოში პირველად, “საბამ” “wavetech” - თან თანამშრომლობით, ციფრულ ბიბლიოთეკაში ხელოვნური ინტელექტის მიერ გახმოვანებული წიგნები დაამატა.
ამ ეტაპზე “საბას” ბიბლიოთეკაში ინოვაციური ტექნოლოგიით გახმოვანებული 20-მდე წიგნია ხელმისაწვდომი მკითხველებისთვის, მათ შორის, რამდენიმე უფასოა.
“Ხმოვანი წიგნებით დაინტერესება გასული წლის განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა, რაც ლოგიკურიც არის თანამედროვე ადამიანის გრაფიკისა და ცხოვრების სტილის გათვალისწინებით. Მკითხველის მოთხოვნიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ „wavetech”-თან თანამშრომლობა, რომელსაც AI ტექნოლოგიით გახმოვანების სწრაფი და საუკეთესო შესაძლებლობები აქვს. ახალი ტექნოლოგიის ინტეგრაცია დაგვეხმარება ხმოვანი წიგნების მოყვარულ მომხმარებლებს უფრო მრავალფეროვანი არჩევანი შევთავაზოთ და ჩვენი ბიბლიოთეკა სხვადასხვა ჟანრის წიგნებით შევავსოთ. ამჟამად აპლიკაციაში მხოლოდ 20-მდე წიგნი დავამატეთ სატესტო რეჟიმში და ველოდებით მკითხველების გამოხმაურებას,” - ირინა ჯავახაძე, “საბას” დირექტორი.
“wavetech-ის შექმნის ერთ-ერთი მთავარი მიზანი სკალირებადი სისტემის შექმნა იყო, რადგან ადამიანური რესურსების სკალირება უზარმაზარ ფინანსურ და დროის რესურსებთანაა დაკავშირებული. ასეთი სერვისის არსებობის შემთხვევაში კი, მოთხოვნის / დატვირთვის ზრდის შესაბამისად სკალირება მარტივი ტექნიკური პრობლემაა. შესაბამისად, რადგან “საბას“, როგორც ბაზარზე ყველაზე დიდ ელ. Წიგნების პლატფორმას, ათასობით წიგნი აქვს - ადამიანური რესურსებით ამ ყოველივეს გახმოვანება რამდენიმე წელსა და უზარმაზარ ფინანსურ რესურსს საჭიროებდა. თუმცა, ჩვენი რეალისტური ხმოვანი აგენტებით “საბას” 20-მდე წიგნის გახმოვანება სულ რაღაც 20 წუთში შევძელით - როცა ადამიანური რესურსებით ამ ყოველივეს 4 თვეზე მეტი დაჭირდებოდა,” - სოფი ზამბახიძე, wavetech-ის დირექტორი.
AI-ით გახმოვანებული წიგნების გარდა, SABA Reader-ში ტრადიციული მეთოდით გახმოვანებული 1000-მდე ხმოვანი წიგნია. მომხმარებლებს შეუძლიათ გამოიყენონ არაერთი ფუნქცია, მათ შორის. აკონტროლონ ჩანაწერის სიჩქარე, გააქტიურონ ავტომობილის რეჟიმი და სხვ.
შეგახსენებთ, რომ „საბას“ ისტორია 2002 წელს, თიბისისა და პოეტ რატი ამაღლობელის მიერ ლიტერატურული პრემია „საბას“ დაარსებით იწყება. კონკურსის კვალდაკვალ 2012 წელს შეიქმნა ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“, რომელიც აერთიანებს მრავალფეროვან ლიტერატურას - კლასიკურ და თანამედროვე, ქართულ და უცხოურ მხატვრულ ტექსტებს. 2019 წლიდან შეიქმნა მკითხველთა პლატფორმა „საბკულტურა“ და მასთან ერთად განახლდა აპლიკაცია Saba Reader-ი. დღესდღეობით „საბას“ ბიბლიოთეკაში 7 000-ზე მეტი ელექტრონული და ხმოვანი წიგნი იყრის თავს.
Რაც შეეხება “wavetech”-ს, იგი Speech Processing კომპანიაა და მისი სერვისები ქართულ Text to Speech, Speech Recognition და Speaker Diarization პროდუქტებს მოიცავს. მათ სერვისებს უკვე 2 წელზე მეტია იყენებენ სხვადასხვა ადამიანური რესურსების ავტომატიზაციებისათვის, როგორიცაა: ხარისხის კონტროლი ქოლცენტრებში, ქოლცენტრების ავტომატიზაცია, პროფესიონალური გახმოვანება და ვოისოვერი, მედიამონიტორინგი და ა.შ.
თიბისი კონცეპტის და Coaching Lab-ის პარტნიორობის ფარგლებში, 27-29 მარტს გიწვევთ ტრენინგ პროგრამაზე დასასწრებად - „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“. „გუნდური ქოუჩინგი – ფუნდამენტ...
უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე „თეგეტა მოტორსის“ ფილიალში სწრაფი სერვისები დაინერგა. ძრავის ზეთის, აკუმულატორის ან საბურავების შეცვლა ახლა უკვე 20 წუთშია შესაძლებელი. [I=1] ნიკა მაღრა...
იტალიური წარმოების Lamborghini, ლეგენდარული ბრიტანული Bentley და ჩინური პრემიუმ ელექტრომობილების მწარმოებელი Zeekr, - სამი ახალი ბრენდი პორტფელში და ბაზრის წილის ზრდა 30%-იან ნიშნულზე - „...
თუ ხარ მოსწავლე ან სტუდენტი და გინდა, დაზოგო თანხა და დამოუკიდებლად მართო შენი ფინანსები, მაშინ თიბისის მუდმივი შეთავაზებები, სწორედ, შენთვისაა. მუდმივი შეთავაზებები თიბისის ინიციატივაა, რომელიც კომ...
თიბისი ჯგუფის წარმატების ისტორია მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა წამყვანი უნივერსიტეტის სასწავლო მასალად იქნება გამოყენებული. Case study-ში, რომელიც ცნობილმა საერთაშორისო ბიზნესსკოლამ, IMD გამოაქვეყნა...
„თეგეტამ“ საავტომობილო სფეროს 20 წამყვან თურქულ კომპანიას სათავო ოფისსა და გეზის ტერიტორიაზე მდებარე ახალ სერვისცენტრში უმასპინძლა თბილისში გამართული სავაჭრო-ეკონომიკური ფორუმის მ...
21 მარტს მსოფლიო დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით „თეგეტა ჰოლდინგი“ ინტეგრირებული თეატრის „აზდაკის ბაღის“ &nb...
მარტი 2025 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები