1 5 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ლიტერატურა ლაშქრობაში - „დაუბრუნე წიგნი მთას“

 

რა ფასი აქვს მოგზაურობას, თუ კონკრეტული ადგილის მონახულებისას იქაურების ცხოვრებას უფრო ახლოს არ გაიცნობ?! პასუხი ყველაზე კარგად ორგანიზაცია „მთიელი წიგნების“ დამფუძნებლებმა იციან. ლაშქრობის მოყვარულ მეგობართა ჯგუფს იდეა სწორედ მოგზაურობისას გაუჩნდა, როდესაც აღმოაჩინეს, რომ ძალიან ბევრ სოფელს წიგნის მაღაზია არ აქვს, განსაკუთრებით რთული ვითარება მაღალმთიან რეგიონებშია. ასე გადაწყდა, მოზარდები ლიტერატურით მოემარაგებინათ.

მარიამ წერეთელი, ორგანიზაცია „მთიელი წიგნების“ თანადამფუძნებელი: „ყველაფერი ერთი მარტივი გადაწყვეტილებით დაიწყო, მაშინ როდესაც ლაშქრობაში წაღებული წიგნები ერთ-ერთ სოფელში დავტოვეთ და საპასუხოდ უზომო მადლიერება მივიღეთ. მას შემდეგ მიზნად დავისახეთ, ბავშვებისათვის წიგნები შეგვეგროვებინა  და მათთვის საყვარელი ლიტერატურული გმირების გაცნობა ტრადიციად გვექცია. ასევე გვინდა, მცირე კონტიგენტიანი სკოლების ბიბლიოთეკების თაროები შევავსოთ. მოვიარეთ ქვემო სვანეთი, ლეჩხუმი, ალვანის სოფლები და პანკისის ხეობა. გვჯერა, რომ ასე სახელდახელოდ დაწყებული საქმე და შარაგზაზე ნაჩუქარი წიგნები სამყაროს დიდი სიკეთით დაუბრუნდება“.

მათთვის სხვა საჭირო და აუცილებელ ნივთებთან ერთად, მრავალფეროვანი ლიტერატურით სავსე ზურგჩანთებით მაღალმთიანი სოფლების დასალაშქრად დარაზმული სამეგობრო წრე ნელ-ნელა გაიზარდა და თანამოაზრეებიც შემოიკრიბა. მოხალისეობას  მასშტაბური და ორგანიზებული სახე მიეცა. დაიწყეს ინფორმაციის მოძიება, წიგნებსაც კონკრეტული ინტერესების შესაბამისად აგროვებენ და კამპანიის „დაუბრუნე წიგნი მთას“ ფარგლებში სხვადასხვა გამოცემა რეგიონებში ჩააქვთ.

ასე დაიგეგმა მოგზაურობა რაჭაში, სადაც „მთიელ წიგნებს“ მეგზურობა „თეგეტა ჰოლდინგმა“ გაუწია. რამდენიმე სოფელი ერთად დალაშქრეს და 70-ამდე წიგნი სკოლების ბიბლიოთეკებს გადასცეს.

ნათიკა ბერძული, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი: „განათლების ხელშეწყობა თეგეტასათვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ამას ყველაზე კარგად ის პროექტები ადასტურებს, რასაც არაერთ კარგ ორგანიზაციასთან ერთად ვახორციელებთ. მათ შორის არის „მთიელი წიგნები“. მათთან ერთად დიდი სიამოვნებით ვიმოგზაურეთ.  პირველ ეტაპზე რაჭის რამდენიმე სოფელს ვესტუმრეთ. ბავშვებს, მათ მიერ მოთხოვნილ წიგნებთან ერთად, ჩვენ მიერ შერჩეული კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურა და სასკოლო წიგნებიც გადავეცით. დარწმუნებულები ვართ, რომ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ, კიდევ უფრო მეტ ბავშვს მიუწვდებოდეს ხელი თანამედროვე ლიტერატურაზე, ზღაპრებსა თუ სახალისო თავგადასავლებზე“.

ერთობლივად დაგეგმილი მოგზაურობის გარდა, თეგეტამ „მთიელი წიგნები“ ჰოლდინგის ზრუნვის პლატფორმაზე tegeta.care განათავსა. ახლა დონაცია ნებისმიერი მსურველისათვის კიდევ უფრო მარტივია.

 „მთიელ წიგნებს“ მალე ერთი წელი შეუსრულდება. ამ მოკლე დროში ორგანიზაციამ, მხარდამჭერებთან ერთად, წიგნებით უკვე 43 სოფლის ბიბლიოთეკა შეავსო და საოცნებო ლიტერატურით 1000-ზე მეტი ბავშვი დაასაჩუქრა. თუმცა წინ კიდევ დიდი გზაა: ზემო აჭარა, გურია და სვანეთის მაღალმთიანი სოფლები.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    თიბისი x ქართული რაგბი - 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრე...

    საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგეთში, ქალაქ ვიშში გაემგზავრა, სადაც 6 ერის ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალზე, საქართველოსა და 6 ერის ქვეყნების (საფრანგეთი, უელსი, ინგლისი, ი...

  • 11:58

    თიბისიმ, საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურ...

    მსოფლიოში ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა - Euromoney, თიბისი საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის დააჯილდოვა.   ჯილდო ბანკმა თიბისი კონცეპტისა და თიბისი WM-ის მაღალშემ...

  • 11:09

    ZEG Storytelling Festival 13-15 ივნისი ...

    როგორ შეიძლება დაგანახოს ომი  სატირიკოსმა მწერალმა და მონაცემთა მეცნიერმა? რა შეიძლება გასწავლოს ფილოსოფოსმა ამბის თხრობაზე? რას გვიყვებიან განსაკუთრებულს ჩვენი პლანეტის შესახებ არქიტექტორე...

  • 18:46

    მალე საირმის ტყეს კეთილშობილი კავკასიური ირემი დაუ...

    ·         საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარეობს, რომლის ერთ-ერთი ნაწილი ე.წ. ფერმის მოწყობაა, სადაც წითელ ნუსხაში შეტანილ ცხოველებს გაამრავლებენ და ბუ...

  • 17:15

    თიბისის გუნდმა Young Lions Georgia 2025-ზე ოქროს მ...

    კანის ახალგაზრდული ლომების ფესტივალი შემოქმედებითი ინდუსტრიის ყველაზე პრესტიჟული კონკურსია, სადაც მონაწილეობას ქვეყნის საუკეთესო ტალანტები იღებენ. წელს კონკურსს უპრეცედენტოდ ბევრი მონაწილე ჰყავდა. სხ...

  • 15:07

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მარტში ქალი მეწარმ...

    საქართველოს ბანკისთვის სტარტაპ ეკოსისტემის განვითარება და ქალი მეწარმეების ხელშეწყობა ორი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, Startup Grind-თან ერთად, ბიზნეს 360-ის ფარგლებში, მარტის თვე ქალ მე...

  • 12:53

    თიბისი x გურჯაანის „დელტა“ - პარტნიორობა რეგიონული...

    თიბისი გურჯაანის საკალათბურთო კლუბის - „დელტას“ მხარდამჭერია. პარტნიორობა 2024 წელს დაიწყო და წელსაც გრძელდება, რადგან თიბისისთვის რეგიონული პროექტების მხარდაჭერა ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტ...