1 7 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

კორპორაციული მოხალისეობა - „თეგეტა ჰოლდინგის“ პრო ბონო სერვისები

კორპორაციული მოხალისეობა, იგივე პრო ბონო, საზოგადოების კეთილდღეობაზე ზრუნვის ერთ-ერთი ფორმაა, რომელიც ერთი კომპანიის მიერ სხვა ორგანიზაციის თანამშრომლების გაძლიერებას გულისხმობს საკუთარი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებით. „თეგეტა ჰოლდინგი“ თითქმის ერთი წელია, რაც „საქართველოს პრო ბონო ქსელის“ წევრია და სამოქალაქო ორგანიზაციების მხარდასაჭერად არაერთ აქტივობას ახორციელებს. 

 

მათ შორის ერთ-ერთია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით გამართული პრო ბონო მარათონი, რომელშიც „თეგეტა ჰოლდინგის“მარკეტინგის გუნდის წევრმა მარიამ ჩხოლარიამ თავისი ცოდნა და გამოცდილება Tegeta Care-ის პარტნიორი ორგანიზაციის, „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“, თანამშრომლებს გაუზიარა. მისივე მონაწილეობით მომზადდა ორგანიზაციის საიმიჯო გრაფიკული ვიდეორგოლიც. 

 

„პრო ბონო მარათონი“ ერთდღიანი საკონსულტაციო ღონისძიებაა, რომლის ფარგლებშიც ბიზნესკომპანიების წარმომადგენლები, სამოქალაქოორგანიზაციებთან ერთად, მათ წინაშე არსებული პრობლემების გადასაჭრელად მუშაობენ.

 

მარიამ ჩხოლარია, „თეგეტა ჰოლდინგის“ ექაუნთ მენეჯერი: „პრო ბონო მარათონი“ ძალიან საინტერესო შესაძლებლობა იყო იმისთვის, რომ „თეგეტა ჰოლდინგის“ გუნდის ინტელექტუალური რესურსი ამჯერადგარემოს საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციისთვის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ გაგვეზიარებინა. ჩვენ კონსულტაცია გავუწიეთ ამ ორგანიზაციას, მის წევრებს გავუზიარეთ ჩვენი მარკეტინგული გამოცდილება და მოვამზადეთ მათი საქმიანობის ამსახველი საიმიჯო რგოლი. მარათონის ფარგლებში მომზადებული ვიდეო ემსახურება ცნობიერების ამაღლებას გარემოს დაცვის მნიშვნელობის მიმართულებით და ყურადღებას ამახვილებს ამ საკითხით სკოლის მოსწავლეების დაინტერესების მნიშვნელობაზე. ეს იყო ძალიან პროდუქტიული და სასიამოვნო თანამშრომლობა“.

 

ნათია მეტრეველი, „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ პრო ბონო ექსპერტი: „პრო ბონო ქსელი საქართველოში 2015 წელს ჩამოყალიბდა. პრო ბონო კორპორაციული პასუხისმგებლობის ძალიანმნიშვნელოვანი ფორმაა, ეს არისინტელექტუალური რესურსის გამოყენება საზოგადოების საკეთილდღეოდ, რაც შეიძლება მოიცავდეს იურიდიულ და IT მიმართულებებს, ადამიანური რესურსების მენეჯმენტს, მარკეტინგს - ფაქტობრივად, ყველა იმ კომპონენტს, რაშიც კომპეტენტურია კომპანია ან მისი თანამშრომელი. მონაწილეობა პრო ბონო აქტივობებში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რამდენადაც სამოქალაქო ორგანიზაციებს, როგორც წესი, არ ჰყავთ და ვერც ეყოლებათ ისეთი მაღალანაზღაურებადი კადრები,როგორებიც ჰყავთ ბიზნესკომპანიებს.შესაბამისად, პრო ბონო ქმნის შესაძლებლობას, რომ  ხარისხიანი, ძალიან ძვირადღირებული მომსახურება ხელმისაწვდომი გახდეს სამოქალაქო ორგანიზაციებისთვისაც“. „თეგეტა ჰოლდინგი“ პრო ბონო ქსელს  2022 წელს შემოუერთდა, თუმცა ამ მოკლე დროში კომპანიამ უკვე ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ამ აქტივობებში“.

 

2022 წლიდან „თეგეტა ჰოლდინგის“ პრო ბონო აქტივობების ფარგლებში 60-ზე მეტმა სოციალურმა მეწარმემ გაიუმჯობესა ცოდნა კომუნიკაციების, სოციალური მედიისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით. 

 

„თეგეტა ჰოლდინგისა“ და „თეგეტა აკადემიის“ 15 თანამშრომლის ჩართულობა, რომელიც, ჯამურად, 105 საკონსულტაციო საათს მოიცავს, სოციალური საწარმოებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების გაძლიერებას დაეთმო. 

 

ნათიკა ბერძული, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი:„წლების განმავლობაში „თეგეტა ჰოლდინგს“ საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერისა და პრო ბონო პროექტებში მონაწილეობის დიდი გამოცდილება დაუგროვდა. პრო ბონო ქსელის აქტიურმა წევრობამ ეს პროცესი კიდევ უფრო მეტად ორგანიზებული და შედეგზე ორიენტირებული გახადა. გვიხარია, რომ ჩვენი გუნდის წევრები დიდი ინტერესითა და მოტივაციით ერთვებიან ყველა მსგავს პროექტში და თავიანთი პირადი ინტელექტუალური რესურსითა და ექსპერტიზით ცდილობენ სასიკეთო ცვლილებებში მონაწილეობას. ვფიქრობთ, მსგავს აქტივობებში კერძო სექტორის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. ერთი მხრივ, ჩვენთვის პრო ბონო სერვისები საზოგადოებაზე ზრუნვის პროცესებში ჩართვის შესაძლებლობაა, მეორე მხრივ კი - ჩვენი გუნდის წევრების პირდაპირითანამონაწილეობით კომპანიის კორპორაციული პასუხისმგებლობის განვითარების ხელშეწყობა“.

 

„თეგეტა ჰოლდინგი“ პრო ბონო პროექტების მხარდაჭერას გრძელვადიან პერსპექტივაში მოიაზრებს. კომპანიის კორპორაციული მდგრადობის სტრატეგიის ნაწილია, შესაძლებლობა მისცეს სამოქალაქო ორგანიზაციებს, მიიღონ კვალიფიციური საექსპერტო დახმარება და ამის შედეგად გახდნენ უფრო ეფექტიანები, უკეთ მოემსახურონ საკუთარ ბენეფიციარებს და საზოგადოების უფრო მრავალრიცხოვან ჯგუფებს დაეხმარონ. 

 

--

 

თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:41

    ქართული რაგბის არქიტექტორი...

    მსოფლიო რაგბი ლეგენდარულ კლოდ სორელს ემშვიდობება - ფრანგ მორაგბესა და მწვრთნელს, რომელიც 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. სორელი საფრანგეთის ქალაქ ბეზიეში, 1948 წლის 17 აპრილს დაიბადა და როგორც ფრანგულ, ი...

  • 11:32

    თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმარ...

    თიბისის მხარდაჭერით და საქართველოს წიგნის ასოციაციის ორგანიზებით, 10-13 აპრილს ექსპო ჯორჯია თბილისის წიგნის ბაზრობას უმასპინძლებს. თბილისი წიგნის ბაზრობა - ეს არის ადგილი, სადაც ყველა თაობის ადამიან...

  • 14:58

    თიბისი x ქართული რაგბი - 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრე...

    საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგეთში, ქალაქ ვიშში გაემგზავრა, სადაც 6 ერის ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალზე, საქართველოსა და 6 ერის ქვეყნების (საფრანგეთი, უელსი, ინგლისი, ი...

  • 11:58

    თიბისიმ, საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურ...

    მსოფლიოში ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა - Euromoney, თიბისი საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის დააჯილდოვა.   ჯილდო ბანკმა თიბისი კონცეპტისა და თიბისი WM-ის მაღალშემ...

  • 11:09

    ZEG Storytelling Festival 13-15 ივნისი ...

    როგორ შეიძლება დაგანახოს ომი  სატირიკოსმა მწერალმა და მონაცემთა მეცნიერმა? რა შეიძლება გასწავლოს ფილოსოფოსმა ამბის თხრობაზე? რას გვიყვებიან განსაკუთრებულს ჩვენი პლანეტის შესახებ არქიტექტორე...

  • 18:46

    მალე საირმის ტყეს კეთილშობილი კავკასიური ირემი დაუ...

    ·         საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარეობს, რომლის ერთ-ერთი ნაწილი ე.წ. ფერმის მოწყობაა, სადაც წითელ ნუსხაში შეტანილ ცხოველებს გაამრავლებენ და ბუ...

  • 17:15

    თიბისის გუნდმა Young Lions Georgia 2025-ზე ოქროს მ...

    კანის ახალგაზრდული ლომების ფესტივალი შემოქმედებითი ინდუსტრიის ყველაზე პრესტიჟული კონკურსია, სადაც მონაწილეობას ქვეყნის საუკეთესო ტალანტები იღებენ. წელს კონკურსს უპრეცედენტოდ ბევრი მონაწილე ჰყავდა. სხ...